"საქართველოს კრივის ისტორიაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, არც გოგონა ყოფილა მონაწილეებს შორის..."
font-large font-small
"საქართველოს კრივის ისტორიაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, არც გოგონა ყოფილა მონაწილეებს შორის..."

19 წლის ანა ხუნჯუა პირველი ქართველი მოკრივე გოგონაა, რომელმაც ვლადიკავკაზში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"სპორტულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. 11 წლიდან კრივზე სიარული დავიწყე. მამაჩემი მოჭიდავე და მწვრთნელია, დედა - დიასახლისი. მამისგან ბევრი რამ ვისწავლე სპორტული სამყაროს შესახებ. თავიდან 2-3 წელი დავუთმე კრივს, შემდეგ თავი ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაშიც ვცადე, მაგრამ შემდეგ ისევ კრივს მივუბრუნდი. ამ მიმართულებით განვაგრძე სისტემატიური ვარჯიში.

თავს არ ვზოგავდი, ვიცოდი, რომ სასურველ შედეგს მივაღწევდი. გავედი ღია ტურნირებზე. შარშანწინ, შარშან ვიყავი ევროპის ჩემპიონატზე, სადაც სპეციალისტების დიდი მოწონებაც დავიმსახურე, მაგრამ ისტორიული შედეგი დაიდო წელს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს კრივის ისტორიაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, არც გოგონა ყოფილა მონაწილეებს შორის..."

"მომავალში ვფიქრობ უმაღლესში ჩაბარებას. ისევ და ისევ კრივის მიმართულებით მინდა განათლების მიღება, რომ თავად გავზარდო გოგონების და ბიჭების მომავალი თაობა. ამ ეტაპზე ამ სპორტში ბევრი გოგონა არ არის. ჩემთან ერთად ვარჯიშობს ნინი გეწაძე. იმედი მაქვს, მომდევნო წლებში უფრო გაიზრდება გოგონებში კრივით დაინტერესება და ყველა ერთად მივაღწევთ მაღალ შედეგებს..."

"სამი დედმამიშვილი ვართ, მე ვარ ყველაზე უფროსი. ძმა მოჭიდავეა და ხელოვნებით გატაცებული. როგორც გითხარით, მამაც მოჭიდავეა. ასე რომ, ოჯახიდან მე, მამა და ძმა ვართ სპორტით დაკავებული. სხვათა შორის, 7 წელი ვცეკვავდი, მაგრამ მერე კრივი გახდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი..."

"ვეცდები ბოლომდე დავიცვა ჩემი ქვეყნის ღირსება და ჩემი გულშემატკივარი გავახარო. ჩემს ქვეყანაში ვაპირებ დიდ მოკრივეობასაც და მწვრთნელობასაც. მანამდე დიდი დროა, ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი და მერე უკვე სხვა ამპლუაშიც გადავინაცვლებ..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 25 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.