"თავიდან სერიოზული პრობლემები მქონდა მშობლებთან ჩემი გატაცების გამო... ახლა საცოლეც შეგუებულია ამ ამბავს"
font-large font-small
"თავიდან სერიოზული პრობლემები მქონდა მშობლებთან ჩემი გატაცების გამო... ახლა საცოლეც შეგუებულია ამ ამბავს"
საქართველოში ოფროუდი ძალიან პოპულარულია. ადრენალინი, ექსტრემი, გართობა, შეუდარებელი სანახაობა - ეს ყველაფერი "აიძულებს" ოფროუდერებს, კვლავაც დაადგნენ იმ გზას, რომელიც მთავრდება და რის შემდეგაც იწყება ოფროუდი, ანუ სირთულეები. 29 წლის იოანე ყიფშიძე უკვე რამდენიმე წელია, რაც ექსტრემალური სპორტით დაინტერესდა, არაერთხელ მიიღო მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატსა თუ სხვადასხვა ტურნირებში და ბევრჯერ გაიმარჯვა კიდეც.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

"ოფროუდი გაუვალი და რთული გზების გადალახვაა სპეციალურად აღჭურვილი მანქანით. ოფროუდელები ცდილობენ, მაქსიმალურად მიუვალ ადგილებში მანქანით მისვლას. ეკიპაჟი 2 ადამიანისგან შედგება. შტურმანი მიმართულებასა და მარშრუტს განსაზღვრავს, პილოტს კი უნდა ჰქონდეს ექსრემალური ტარების აუცილებელი უნარ-ჩვევები. ამ სპორტში მთავარ სირთულეს წარმოადგენს რთული გზები. ოფროუდ ღონისძიებები 2 კატეგორიად იყოფა - სპორტული ოფროუდი, ანუ შეჯიბრი და ოფროუდი, როგორც აქტიური დასვენების ერთ-ერთი ფორმა, მიუვალ გზებზე ექსპედიცია. ეს არის საშუალება, მიიღო ადრენალინი და თან, ბუნებასთან ახლოს იყო, განიტვირთო..."

"თუ გიზიდავს ეს სპორტი, უნდა იცოდე, რომ ნებისმიერი მანქანით ვერ მიხვალ ძნელად მისასვლელ ადგილას. ამიტომ უნდა იყიდო მანქანა 4/4-ზე - ანუ ჯიპი ოთხივე წამყვანი თვალით. საჭიროა მანქანის წინასწარ მომზადება. რაც არ უნდა მაგარი მანქანა გყავდეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საბურავები, რადგან ის ერთადერთი დეტალია, რომელსაც სავალი გზის ზედაპირთან აქვს შეხება. ავტომობილის დამუხრუჭებისას, დაძვრისას თუ მოხვევისას მნიშვნელოვანი დატვირთვა სწორედ საბურავსა და მის დამცავ ზედაპირზე მოდის, ამიტომაც სწორად შერჩეული, მაღალი ხარისხის საბურავი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რომ შეჯიბრის დროს რისკი მაქსიმალურად შეამცირო..."

"თავიდან ძალიან სერიოზული პრობლემები მქონდა მშობლებთან ჩემი გატაცების გამო. მანქანა რომ ვიყიდე და შეჯიბრებაში მონაწილეობა გადავწყვიტე, ეს აზრი, რა თქმა უნდა, არავის არ ამოეწონა. ჩემს გამოსვლებს არც ესწრებოდნენ ხოლმე, მაგრამ ახლა შეეგუვნენ და არ ტოვებენ არცერთ შეჯიბრებას. მე პილოტი ვარ, ჩემი ძმა - შტურმანი. ჩემი ოჯახი კი არა, საცოლეც ვაზიარე ექსტრემს - შეგუებულია ამ ამბავს და ზოგჯერ თვითონაც მომყვება ხოლმე. სამეგობრო წრეშიც უმეტესობა ექსტრემალია. სხვათა შორის, მათთან ერთად ერთი კარგი ტრადიცია გვაქვს - ხარაგაულელი მეგობრების წამოწყებას სხვებიც შევუერთდით და 12 მაისს, ყოველ ანდრიაობას მივდივართ ხოლმე ხარაგაულში, რკინის ჯვარზე და ხატს მივაბრძანებთ სიონის საკათედრო ტაძრიდან..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 2 მაისის ნომერში წაიკითხავთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მართვის მოწმობა პირველსავე ცდაზე ავიღე
მომღერალი, რომელმაც წარმატებული კარატისტის კარიერა ოპერაზე გაცვალა
ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში მოსამართლის ჩაქუჩის დარტყმით გამამტყუნებელი განაჩენი დგება და მას დანაშაულის შესაბამისი სასჯელი მიეზღვება.
ნებისმიერი კუთხე მშობლიურია, ყველაფერი მიყვარს...
"ქორწინების პირველ თვეებშივე გავიგე, რომ ჩემი ქმარი თამაშობდა"
მისი ყოველდღიურობა ხელოვნებასთან არის დაკავშირებული.
"ჩვენი გამოგონება ძალიან თვალსაჩინო და მარტივად გასაგებია მოსწავლისთვის"
ქართული რაგბის პიონერი ქალი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.