მოსწავლეების მიერ სასწავლო პროცესის გასამარტივებლად შექმნილი გამოგონება
font-large font-small
მოსწავლეების მიერ სასწავლო პროცესის გასამარტივებლად შექმნილი გამოგონება
"ჩვენი გამოგონება ძალიან თვალსაჩინო და მარტივად გასაგებია მოსწავლისთვის"
ახლახან ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. კონკურსში მეორე ადგილი ვლ. კომაროვის 199-ე საჯარო სკოლის "რობოტიკისა და ელექტრონიკის" წრის გუნდმა "Mოტიონმა" ( გიორგი ჩხაიძე, იაკობ რიგვავა, ლელა ხოხიაშვილი, ნიკა სვანიძე) დაიკავა. გუნდის ოთხმა წევრმა კონკურსზე პროექტი - "მოძრაობის სკანერი" წარადგინა. მოსწავლეების პროექტის მიზანია, მაქსიმალურად ზუსტად აღწერონ ადამიანის მოძრაობა და გადაადგილება სივრცეში. თანაბარი გადაადგილების აღწერის მიზნით, მოსწავლეები იყენებენ რამდენიმე სახის განსხვავებული დანიშნულების სენსორს. გუნდის წევრებმა "მოძრაობის სკანერის" შექმნამდე ირაკლი ხოხიაშვილის ხელმძღვანელობით "სასწავლო მულტიმეტრზე" იმუშავეს. ეს არის გამზომი ხელსაწყო, რომელიც მოსწავლეებს სწავლის პროცესს გაუადვილებს.



იაკობ რიგვავა, პროექტის მონაწილე:
- სკოლაში ელექტრონიკის წრე ფუნქციონირებს, სადაც ელექტრონიკის საწყისებსა და ძირითად ელემენტებს შევისწავლით. წრეზე ვიყენებთ "სნაპ ცირცუიტს"-ის სახის სასწავლო ნაკრებს, რომლისთვისაც, სამწუხაროდ, არ იშოვება კარგი გამზომი ხელსაწყოები. არსებული საშუალებები კი არ არის ზუსტი, აქვთ შეზღუდული დიაპაზონი და ღირს საკმაოდ ძვირი. ამის გამო გადავწყვიტეთ, ჩვენით დაგვემზადებინა გამზომი ხელსაწყო, რომელიც მორგებული იქნებოდა ნაკრებზე, იქნებოდა ზუსტი და გამარტივებული და თვალსაჩინო იქნებოდა მოსწავლეებისთვის. ამ დროისთვის დამზადებული გვაქვს მოწყობილობის სამი პროტოტიპი. ჩვენს მულტიმეტრს აქვს საშუალება, წრედის ორ ნებისმიერ ადგილას გაზომოს ძაბვა და დენის ძალა, აქვს ოსცილოგრაფი და სიგნალის გენერატორი, ასევე აქვს მიღებული მონაცემების გრაფიკულად გამოსახვის საშუალება, რაც ძალიან თვალსაჩინო და მარტივად გასაგებია მოსწავლისთვის. იგი იმართება მხოლოდ სამი ღილაკით, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მუშაობას და აქვს ქართულად დაწერილი სამუშაო მენიუ. მთავარი მიზანი იყო, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული ხელსაწყო მოსახერხებელი ყოფილიყო სასწავლო პროცესში. მას აქვს გაზომილი მონაცემების შენახვისა და შემდგომ, გრაფიკის წარმოდგენის საშუალება. ჩვენი პროექტისთვის, აპარატურის დამზადების პარალელურად, საჭირო იყო მიკროკონტროლერზე სპეციალური პროგრამის დაწერა, რაზეც გუნდმა მთელი შემადგენლობით ვიმუშავეთ. გიორგი ჩხაიძემ ჩვენი მოწყობილობის ყველაზე რთულ ნაწილზე იმუშავა და მოახერხა, რომ მულტიმეტრს ოსცილოგრაფის ფუნქციაც ჰქონოდა. მოწყობილობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულებაა გაზომილი ანათვლების გრაფიკული გამოსახვა.
- "სასწავლო მულტიმეტრის" შემდეგ "მოძრაობის სკანერზე" იმუშავეთ, რომელმაც ახლახან კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა.
- კონკურსში მონაწილეობდა 400-ზე მეტი მოსწავლე. 90 გუნდიდან მეორე ეტაპზე 13 გუნდი გადავიდა, მათგან სამი კი გამარჯვებული გახდა. ჩვენი გუნდი ზაფხულში ხელმძღვანელთან ერთად სილიკონის ველზე სტენფორდის უნივერსიტეტის რობოტიკისა და პროგრამირების საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება. მოძრაობის სკანერი სხეულზე მაგრდება და მიღებული ინფორმაციით, რომელიც კომპიუტერს გადაეცემა, ადამიანის სხეულის 3D მოდელი იხატება და ჩვენ მიერ დამზადებული რობოტიც შესაბამისად მოძრაობს.
GzaPress
- ამ მოწყობილობას ანალოგი გააჩნია?
- მსგავსი მოწყობილობები უკვე არსებობს, მაგრამ ჩვენი ბევრად იაფია, რამდენიმე ათასი ევროს ნაცვლად მის შექმნაზე ას დოლარამდე დაიხარჯა. გარდა ამისა, ვიყენებთ წონის სენსორებს და გადაადგილებისა და მანძილმზომ კამერებს, რომლებიც ზოგადად, ასეთ მოწყობილობებში არ გამოიყენება და სრული სიახლეა.
- სამომავლოდ რას გეგმავთ?
- ჩვენი გუნდის წევრების უმეტესობა პროგრამირების განხრით ვაპირებთ სწავლის გაგრძელებას, ელექტრონიკა და რობოტიკაც ძალიან გვაინტერესებს და შესაძლოა, ზოგიერთმა ჩვენგანმა სწავლა ამ მიმართულებით განაგრძოს. ჯერ მხოლოდ მეცხრე კლასში ვართ და საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი - "პალიტრა ნიუსის" ოპერატორი.
"გამოდის, რომ მაინც როგორც კინომხატვარს, ისე მესაუბრებით"
შემოვიკრიბე ხალხი, ვისაც მსგავსი ინტერესი ჰქონდა
იმის თანხები არა მაქვს, რომ ალბომები ჩავწერო
როგორ გადაურჩა ბავშვი ოპერაციას ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების წყალობით
"ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს რწმენას ღმერთის მიმართ"
პარაფსიქოლოგი - პარლამენტის შენობის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე...
"პრე­ზი­დენ­ტ­საც დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი აქვს ჩე­მი ნა­კე­თო­ბე­ბი"
2 ოქროს, 1 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი - ასეთია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შედეგი ევროპულ თამაშებზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.