"ნარკომანიის ბოლო სტადიაში ალკოჰოლიკი გავხდი, ბოლომდე დავენარცხე, "ბომჟი" გავხდი. ეს ყველაფერი 30 წელი გრძელდებოდა..."
font-large font-small
"ნარკომანიის ბოლო სტადიაში ალკოჰოლიკი გავხდი, ბოლომდე დავენარცხე, "ბომჟი" გავხდი. ეს ყველაფერი 30 წელი გრძელდებოდა..."
ერთი კაცის ორი სიცოცხლე

ჯერ კიდევ ერთი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები კამჩატკაზე გადაასახლეს. კარგად ახსოვს მოსაწყენი დღეები, ერთფეროვანი გარემო და სიცივე, რომელიც ძვლებში ატანდა... შემდეგ იყო "ფერადი საქართველო", უზრუნველი ბავშვობა, მხიარული სტუდენტობა, ექიმის საპატიო ტიტული, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება... ბოლოს ნარკოტიკი, სასმელი, დაპაუზებული ცხოვრება, სიკვდილის მოლოდინში დათვლილი დღეები და საათები... მოკვდა და თავიდან დაიბადა...

გთავაზობთ ამონარიდებს ზურაბ ოდილავაძეს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"კომაროვის სკოლა დავამთავრე და სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგიის ფაკულტეტზე. წამყვანი ანესთეზიოლოგი გავხდი. დისერტაცია მოსკოვში, ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში დავიცავი... მერე ყველაფერი შეიცვალა... წამალდამოკიდებული გავხდი და ცხოვრება თავზე დამემხო..."

"ახალგაზრდა ორგანიზმისთვის უდიდესი სიამოვნება იყო, გონებრივი შესაძლებლობი გამიასმაგდა. თუმცა მერე ამ ყველაფერს დაცემა მოჰყვა... ნარკომანიის ბოლო სტადიაში ალკოჰოლიკი გავხდი, ბოლომდე დავენარცხე, "ბომჟი" გავხდი. ეს ყველაფერი 30 წელი გრძელდებოდა..."

"ჩემი მშობლები მთავარი ექიმები იყვნენ. თავისთავად, მკაცრები იყვნენ. ზოგადად, გარემო იყო მკაცრი, ყველა მომთხოვნი იყო ჩემ მიმართ. "ხუთებზე" უნდა მესწავლა, კარგი შვილი უნდა ვყოფილიყავი. ჩემ გარშემო ყველაფერს ტაბუ ჰქონდა დადებული, ეს არ შეიძლებოდა, ის არ შეიძლებოდა... როგორი ბავშვობა მქონდა, იცით? საბჭოური, მაძღარი, მაგრამ მძიმე, როგორც თავად სიტყვა "ტოტალიტარული"..."

"ნარკოტიკებს ალკოჰოლიც რომ დავამატე, ათ წელიწადში მომაკვდავი ავადმყოფი გავხდი, ხუთი წელი რეანიმაციიდან რეანიმაციაში გადავდიოდი. აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი ბიძაჩემი იყო. ბოლოს მის კლინიკაში ვიწექი. მან დედა დაიბარა და უთხრა, უკვე კვდება, სახლში წავიყვანოთო. დამდეს საკაცეზე, წამიყვანეს სამტრედიაში და დამასვენეს "ზალაში". მეზობლები და ნათესავები გამოსამშვიდობებლად მოდიოდნენ..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 9 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ბახტურიძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი - "პალიტრა ნიუსის" ოპერატორი.
"გამოდის, რომ მაინც როგორც კინომხატვარს, ისე მესაუბრებით"
შემოვიკრიბე ხალხი, ვისაც მსგავსი ინტერესი ჰქონდა
იმის თანხები არა მაქვს, რომ ალბომები ჩავწერო
როგორ გადაურჩა ბავშვი ოპერაციას ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების წყალობით
"ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს რწმენას ღმერთის მიმართ"
პარაფსიქოლოგი - პარლამენტის შენობის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე...
"პრე­ზი­დენ­ტ­საც დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი აქვს ჩე­მი ნა­კე­თო­ბე­ბი"
2 ოქროს, 1 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი - ასეთია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შედეგი ევროპულ თამაშებზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.