"გაპარულები აფხაზეთის ე.წ. საზღვარს მივადექით... დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და პოლიციელს ვუთხარი, რომ ცოლი მომყავდა, - დროზე გაიქეცითო!.."
font-large font-small
"გაპარულები აფხაზეთის ე.წ. საზღვარს მივადექით... დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და პოლიციელს ვუთხარი, რომ ცოლი მომყავდა, - დროზე გაიქეცითო!.."
"პეკინის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებული, სახლში მივდიოდი, როცა ავტოავარიაში მოვყევი"

წლების წინ მსახიობ ჯანო იზორიას "ნიკას ძმად" იცნობდნენ - ნიკოლოზ იზორია ძლიერი მოკრივე გახლდათ. საბედისწერო შემთხვევის შემდეგ, ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილე აქტიურ სპორტს ჩამოშორდა, თუმცა დღესაც საყვარელ საქმეს აკეთებს: საქართველოს 16 წლამდე მოკრივეთა ნაკრების დამხმარე მწვრთნელი გახლავთ...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

"ერთ-ერთი ქართველი მოკრივე ვარ, ვინც საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებზე ორჯერ იასპარეზა. ასევე, ევროპის ვიცე-ჩემპიონი (უფროსებში) ვარ - ეს ტიტული 2004 წელს, ხორვატიაში მოვიპოვე. ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვერცხლის და ევროპის ბრინჯაოს მედალი მაქვს აღებული... ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება სპორტს შევალიე..."

"პეკინის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებული, სახლში მივდიოდი, როცა ავტოავარიაში მოვყევი. ჩემი სპორტული კარიერა მაშინ დასრულდა - ფაქტობრივად, ვეღარაფერი გავაკეთე... სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ტრავმები მივიღე. კარიერაში 2-წლიანი პაუზა მქონდა. შემდეგ ნოსტალგია შემომაწვა, ვარჯიში დავიწყე. მეგონა, ოპტიმალურ ფორმაში ჩავდექი, მაგრამ შეჯიბრებაზე პირველი გასვლისთანავე მივხვდი, რომ გამიჭირდებოდა..."

"ჯანო საკუთარი ხელით მაცმევდა წინდებს, სპორტულ ტანსაცმელს და ზღვის პირას მივყავდი. სხვათა შორის, ისიც მოკრივე იყო, მაგრამ ხელოვნების მიმართულებით უფრო გამოავლინა ნიჭი. ცუდი მოკრივე არ ყოფილა. საქართველოს ჩემპიონატზეც ასპარეზობდა, მაგრამ შეჯიბრებებზე ყოველთვის მესამეადგილოსანი იყო..."

"მასწავლებელთან მიდიოდა, როცა გავიპარეთ. ენგურის ხიდთან, აფხაზეთის ე.წ. საზღვარს მივადექით. საგუშაგოზე გამოცდილი პოლიციელი შეგვხვდა - დამაბნეველი შეკითხვები დაგვისვა... მიცნო. თან, მაშინ ოლიმპიური თამაშები ახალი დასრულებული იყო, თითქმის ყველა მცნობდა - აზერბაიჯანელ მოკრივესთან დაუვიწყარი ბრძოლა მქონდა... შემდეგ, პოლიციელმა ნინოს შესახებაც მკითხა: - ეს გოგო ვინ არისო? - ჩემი დაა, ბებიასთან მივდივართ-მეთქი. საუბარი დასრულებული არ მქონდა, ნინოს რომ ჰკითხა: - რა გვარი ხარო? ნინომ უპასუხა: ჭოჭუაო (იცინის). - აბა, და-ძმა როგორ ხართო?.. დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და ვუთხარი, რომ ცოლი მომყავდა. - დროზე გაიქეცითო!.."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 16 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი - "პალიტრა ნიუსის" ოპერატორი.
"გამოდის, რომ მაინც როგორც კინომხატვარს, ისე მესაუბრებით"
შემოვიკრიბე ხალხი, ვისაც მსგავსი ინტერესი ჰქონდა
იმის თანხები არა მაქვს, რომ ალბომები ჩავწერო
როგორ გადაურჩა ბავშვი ოპერაციას ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების წყალობით
"ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს რწმენას ღმერთის მიმართ"
პარაფსიქოლოგი - პარლამენტის შენობის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე...
"პრე­ზი­დენ­ტ­საც დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი აქვს ჩე­მი ნა­კე­თო­ბე­ბი"
2 ოქროს, 1 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი - ასეთია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შედეგი ევროპულ თამაშებზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.