"იმ დღეს ქვეყანა დაიქცა ჩემთვის, იმ დღეს მოვკვდი..."
font-large font-small
"იმ დღეს ქვეყანა დაიქცა ჩემთვის, იმ დღეს მოვკვდი..."
"ქორწინების პირველ თვეებშივე გავიგე, რომ ჩემი ქმარი თამაშობდა"

სუსტი სქესის წარმომადგენლები აზარტულ თამაშებში სამჯერ უფრო სწრაფადაც ებმებიან და ფსიქოთერაპიასაც გაცილებით ძნელად ემორჩილებიან. მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები ზრდასრულ ასაკში ხდებიან ლუდომანები, რასაც თან ახლავს დეპრესიული აშლილობა. აზარტომანიას ხშირად ნარკომანიასაც ადარებენ და სპეციალისტების აზრით, ნარკომანია უფრო მარტივად იკურნება, ვიდრე ლუდომანია. ამაში თვითონაც დავრწმუნდი, როდესაც ჩემი რესპონდენტების, ორი ახალგაზრდა ქალის, ელენესა და შორენას ამბავი მოვისმინე...

გთავაზობთ ამონარიდებს ამ ქალბატონების ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ქორწინების პირველ თვეებშივე გავიგე, რომ ჩემი ქმარი თამაშობდა.
ისტერიკა დამემართა, ძალიან ვიჩხუბეთ და ვიდრე საბოლოოდ დავშორდებოდით, ამით გულგატეხილმა და გაბრაზებულმა შურისძიება გადავწყვიტე - მეც დავიწყე თამაში. ქმრისგან მუდმივად უყურადღებობას ვგრძნობდი, მან ცოლსა და ოჯახს თამაში არჩია, თავშესაფარს სხვაგან ეძებს და ვნახოთ ერთი, ჩემს საქციელზე რა რეაქცია ექნება-მეთქი..."

"რამდენიმე ბანკიდან ერთდროულად რომ გამოვიტანე თანხა, ეს სულ არ მადარდებდა. ვიხდიდი, ერთი დღეც კი არ მქონდა ვადაგადაცილება, რადგან ერთ ვალს ვიღებდი, მეორე რომ გადამეფარა. მაგრამ ასე როდემდე გაგრძელდებოდა და ერთ დღესაც ძალიან "გავიჭედე" ფინანსურად. მხოლოდ ჩემმა ქმარმა იცოდა ეს ამბავი და მთხოვდა, გაჩერდიო. ბოლოს, ვერაფერი რომ ვერ გააწყო, ჩემებს დაურეკა, ამის შემდეგ დავშორდით. იმ დღეს ქვეყანა დაიქცა ჩემთვის, იმ დღეს მოვკვდი..."

"არ მაქვს დაბალი ხელფასი - 2.400 ლარს ვიღებ, მაგრამ სწრაფი სესხების გამო საკრედიტო ქულა დაბალი მაქვს და არავინ მაძლევს დიდ თანხას, ყველა ვალი რომ გავისტუმრო. განა არ ვიცოდი, ადრე თუ გვიან ეს დღე რომ დადგებოდა. იმ ხალხსაც ვუფუჭებ საქმეს, ვინც მენდო და თავდებად დამიდგა..."

"ეგოისტია ადამიანი, საკუთარი თავი ალბათ ყველაზე მეტად მიყვარს და ამიტომაც ვიქცევი ასე, მხოლოდ ჩემს სიამოვნებაზე რომ ვფიქრობ. ჩემი ახლობლების 99% ალბათ ვერც ხვდება, რას ვაკეთებ; ვერ იეჭვებენ, მე ასე თუ დამემართა. ზოგჯერ თვითონაც არ მჯერა, რომ რაც ხდება, რეალურია..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 16 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი - "პალიტრა ნიუსის" ოპერატორი.
"გამოდის, რომ მაინც როგორც კინომხატვარს, ისე მესაუბრებით"
შემოვიკრიბე ხალხი, ვისაც მსგავსი ინტერესი ჰქონდა
იმის თანხები არა მაქვს, რომ ალბომები ჩავწერო
როგორ გადაურჩა ბავშვი ოპერაციას ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების წყალობით
"ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს რწმენას ღმერთის მიმართ"
პარაფსიქოლოგი - პარლამენტის შენობის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე...
"პრე­ზი­დენ­ტ­საც დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი აქვს ჩე­მი ნა­კე­თო­ბე­ბი"
2 ოქროს, 1 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი - ასეთია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შედეგი ევროპულ თამაშებზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.