საქართველოს ნაკრები უშუს ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 19 მედლით დაბრუნდა
font-large font-small
საქართველოს ნაკრები უშუს ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 19 მედლით დაბრუნდა
"ჩემი ცხოვრების მიზანია მაღალი დონის ოსტატობის მიღწევა"


2019 წლის, ევროპის V ჩემპიონატს, რომელიც ტრადიციულ უშუ-კუნგ ფუში ჩატარდა, მოსკოვმა უმასპინძლა (საბრძოლო ხელოვნების "უშუს" სამშობლო ჩინეთია და სიტყვასიტყვით ის საომარ-საბრძოლო ხელოვნებას აღნიშნავს).



სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 27 ქვეყნის 900-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. გუნდების ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავდა თურქეთს (120 სპორტსმენი) და რუსეთს (150), ხოლო საქართველოს ნაკრებმა 16 სპორტსმენით იასპარეზა და 4 ოქროს, 8 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ევროპის ჩემპიონები მანუჩარ კვაშილავა, ნიკა ჩიტიშვილი, თორნიკე ნანიკაშვილი და სოფო აფხაზავა გახდნენ. აქედან ყველაზე უმცროსი გამარჯვებული - 11, ყველაზე უფროსი 22 წლისაა. "დღემდე ასეთი კარგი შედეგი არ გვქონია. 2017 წელს ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩავატარეთ და ასეთი მაღალი შედეგი მაშინაც არ გვქონია", - აღნიშნა საუბრის დასაწყისში საქართველოს უშუს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და თბილისის უშუს ფედერაციის პრეზიდენტმა, ლაშა სუმბულაშვილმა.
- ევროპის V ჩემპიონატისთვის მზადება დიდი ხნის წინ დავიწყეთ, ფაქტობრივად, გასული წლის ნოემბრის ბოლოდან, რომ სპორტსმენებს ჯერ საქართველოს ჩემპიონატზე მიეღწია წარმატებისთვის, ნაკრებში მოხვედრილიყო და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებულიყო. ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებით, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩინეთში, ქალაქ ემეიშანში 14-19 ივნისის ჩატარდება.
- ასეთი წარმატება ყოველთვის დიდი მოტივაციაა როგორც ბავშვებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის.
- საინტერესოა, რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის უშუს შემსწავლელ ჯგუფში მიყვანა?
- აღმოსავლეთში ასეთი ტრადიციაა: როცა მოსწავლე მასწავლებელთან მიჰყავთ რჩევისთვის, ის ყოველთვის ურჩევს, რომ ვარჯიში ადრეული ასაკიდან დაიწყონ. ერთ-ერთ ოსტატს მშობლებმა შვილი რომ მიუყვანეს, ჰკითხეს, ბავშვი 5 წლისაა და ხომ არ დავიგვიანეთო? - თქვენ უკვე 5 წლით დაიგვიანეთო, - უთხრა მან. მგონი ყველაფერი ნათელია (იღიმის). აქედან გამომდინარე, რაც უფრო ადრე დაიწყებს ადამიანი ვარჯიშს, მით უფრო კარგი. გვიანიც არასდროსაა. ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი ვარჯიში და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მაგრამ თუ ადამიანს სპორტში მიღწევები და მსოფლიო ჩემპიონობა სურს, რა თქმა უნდა, სპორტში ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩაერთოს. ჩვენ ბაგისა და საბავშვო ბაღის მოსწავლეებსაც კი ვავარჯიშებთ. დატვირთვა ნელ-ნელა იზრდება. ბუნებრივია, სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან გართობითი სახის, გამაჯანსაღებელი სახის ვარჯიშებია. ხოლო სკოლის ასაკის ბავშვებში მიდგომა იცვლება და უფრო სერიოზულ სახეს იღებს, ნელ-ნელა იხვეწება და რთულდება. უშუს სისტემა ჯანმრთელობასა და სიცოცხლის გახანგრძლივებაზეა ორიენტირებული. ვინც ამ სპორტს მისდევს, მოქნილი, მობილიზებული და წარმატებულია. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ სპორტსმენების უმეტესობა, ვინც მაღალ შედეგებს აჩვენებენ, წარმატებული არიან ცხოვრების სხვა ასპარეზზეც - სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.
GzaPress- მსმენია მოსაზრებაც, რომ უშუს ტექნიკა იოგას ჰგავს, ასეა?
- დიახ, მხოლოდ იოგაში ძირითადად სტატიკური ვარჯიშებია, უშუში - დინამიკური და აქტიური. თუმცა, საბაზისო ვარჯიშები თითქმის იდენტურია.
- თქვენზე მინდა მიამბოთ, როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში უშუ და რამდენი ხანია, რაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხართ?
- ბავშვებს მანამდეც ვავარჯიშებდი, თუმცა მთავარი მწვრთნელის სტატუსს ოფიციალურად მესამე წელია, ვატარებ. სიმართლე გითხრათ, პუტკუნა ბავშვი ვიყავი და ამის გამო 12 წლისას სკოლაში დამცინავი ტონით მომმართავდნენ ხოლმე. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ჩემი თავისთვის მიმეხედა (იღიმის). ჩემს ძმასთან ერთად წავედი და ისეთი ადგილის ძებნა დავიწყე, სადაც აღმოსავლური ორთაბრძოლების შესწავლას შევძლებდი. ბავშვობიდან მომწონდა და მაინტერესებდა ეს სფერო. ვუყურებდი ფილმებს, სადაც მსახიობები, ბრიუს ლი, ჯეტ ლი, ჯეკი ჩანი მონაწილეობდნენ და მათი ტექნიკით ვიხიბლებოდი. რატომღაც კარატე მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს საბრძოლო ხელოვნება იყო უშუ-კუნგ ფუ (სინამდვილეში, კარატე უშუს ბაზაზეა აგებული და დაახლოებით 200 წლის ისტორია აქვს, ხოლო უშუს 30 საუკუნოვანი ტრადიცია. ეს რაც ოფიციალურადაა ცნობილი, მაგრამ შეიძლება ჩინელი ოსტატების განვითარების საფეხური იმდენად მაღალი იყო, რომ სრულიად შესაძლებელია, გაცილებით დიდი ხნის ისტორია ჰქონდეს). მოკლედ, დავიწყე ვარჯიში. 14 წლისამ უკვე ჯონი სანებლიძესთან დავხვეწე ტექნიკა. ჩვენი სტილი იყო არწივის კლანჭის სტილზე აგებული. 1991-1992 წლებში ჩატარდა საქართველოს პირველი და მეორე ჩემპიონატი, თუმცა შემდგომ წლებში, მოგეხსენებათ, საქართველოში რა ხდებოდა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს აღარ ხერხდებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ფედერაციას სათავეში ლევან ბექაური ჩაუდგა, მას შემდეგ, დღემდე უშუს ეროვნულ ფედერაციას გიორგი ვერულიძე ხელმძღვანელობს. მისი დიდი დამსახურებაა, ასეთი წარმატებული განვითარება. ამ ადამიანს ყველანაირად ვუდგავართ მხარში, რომ უშუს სამყარო განვითარდეს და წინ წაიწიოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბებზე.
- თქვით, ძმასთან ერთად მივედი სავარჯიშოდო, ისიც ამ სფეროში დარჩა?
- სამწუხაროდ, არა, ძალიან ნიჭიერი იყო და მოკლე დროში მიაღწია მაღალ დონეს, თუმცა რატომღაც მერე გული აიცრუა და თავი დაანება. მე მასავით ნიჭიერი არ ვიყავი, ამიტომ ბევრი შრომა მომიხდა, თუმცა, დავრჩი ამ სფეროში და დღემდე ჩემი ცხოვრების მიზანია მაღალი დონის ოსტატობის მიღწევა. დღემდე ვვარჯიშობ და ვემზადები ჩემპიონატებისთვის. როგორც მწვრთნელი და სპორტსმენი, ფორმას ასე ვინარჩუნებ, თან მინდა, მომავალ თაობას მაგალითი მივცე. დიდ პატივს ვცემ საბრძოლო ხელოვნების ყველა სახეობას, მაგრამ ჩემთვის უშუ ნომერი პირველი საბრძოლო ხელოვნების სტილია, ეს მთელი ფილოსოფიაა, უმაღლესი სულიერი და ფიზიკური განვითარების შესაძლებლობებით.
- აქტიურ სპორტში ყოფილხართ და უახლოეს მომავალში რა გაქვთ დაგეგმილი?
- ჩინეთში მეც მივდივარ, როგორც მწვრთნელი და როგორც მონაწილე.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"არც ერთ კუთხეში ქართველებისნაირი ხალხი არ არსებობს"
"სულ საქართველოს სახელით ვასპარეზობ და არ მინდა რამე შეიცვალოს"
სამწუხაროდ, ხის მხატვრული დამუშავება ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, სხვადასხვა კუთხეში უკვე თითზე ჩამოსათვლელი ოსტატებიღა შემორჩნენ.
ალკოჰოლური სასმელი და სიმთვრალე არ უყვარს, რადგან რეალობის აღქმას უკარგავს და არ მოსწონს.
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
თავისი ცხოვრების ამსახველი საკმაოდ დიდი ფოტოარქივი დაახარისხა, მნიშვნელოვანი ფოტოები ჩარჩოში მოათავსა და ოთახის კედლებზე გამოფინა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.