"ვერ წარმომიდგენია, სხვა რა პროფესიისათვის შეიძლება თავი მიმეძღვნა"
font-large font-small
"ვერ წარმომიდგენია, სხვა რა პროფესიისათვის შეიძლება თავი მიმეძღვნა"
მომღერალი, რომელმაც წარმატებული კარატისტის კარიერა ოპერაზე გაცვალა

"დღეს სცენაზე ვიდგები ლეგენდარულ პლასიდო დომინგოსთან ერთად! ძალიან გახარებული ვარ და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის ასეთი კალიბრის მუსიკოსის გვერდით დგომა!" - ეს პოსტი დადო ფეისბუკ-გვერდზე ქართველმა გიორგი მჭედლიშვილმა, რომლის სახელი უკვე ჩაეწერა იმ ქართველ შემსრულებლებს შორის, რომლებიც საზღვარგარეთ წარმატებით მოღვაწეობენ. რა გზა გამოიარა მან დღემდე და როგორია მისი უახლოესი პროფესიული გეგმები? - ამ და სხვა საინტერესო თემებზე მომღერალი ბერლინიდან გვპასუხობს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ვერ წარმომიდგენია, სხვა რა პროფესიისათვის შეიძლება თავი მიმეძღვნა. ბავშვობიდან კარატეთი ვიყავი გატაცებული, პროფესიულ დონეზე (შავი ქამრის მფლობელი და კავკასიის ჩემპიონიც გახლავართ). როგორც გითხარით, უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზეც დავიწყე სწავლა, თუმცა ვერაფერმა შეძლო ჩემი მოხიბვლა ისე, როგორც ეს სიმღერამ მოახერხა..."

"წლების განმავლობაში ბებიასთან ყველა ასაკის ადამიანი დადიოდა და ახლაც დადიან გაკვეთილებზე. რა თქმა უნდა, ათწლედიდან დაიწყო დიდი მოგზაურობა ვოკალურ სამყაროში. მახსოვს, მზიას ერთ-ერთი მოსწავლე რუდოლფის არიას მღეროდა ვინჩენცო ბელინის ოპერიდან "სომნამბულა" და ასე, მოსმენით ნასწავლი არია, 17 წლისამ შევასრულე მაესტრო ნოდარ ანდღულაძესთან. მან დაადასტურა, რომ საოპერო მონაცემი ნამდვილად მქონდა და სწავლა დავიწყე..."

"ძალიან რთულია მშობლიურ ქალაქთან, უბანთან, მეგობრებთან განშორება, ანუ ყველაფრისაგან შორს ყოფნა, რაც გიყვარს. მაგრამ ჩვენი პროფესია დიდ მსხვერპლს ითხოვს: თუ გინდა, ეს საქმე აკეთო, სხვა ყველაფერი უკანა პლანზე ინაცვლებს. განსაკუთრებული რეჟიმია საჭირო, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ალკოჰოლისა და სიგარეტისგან შორს "ყოფნა", სახმო აპარატის სიჯანსაღისთვის - ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო რაოდენობის ძილიც..."

"საოცრად დაძაბული, წარმოუდგენლად რთული პირობების მიუხედავად, ჩვენი უნიჭიერესი მომღერლები ფაქტობრივად სანთლის შუქზე აგრძელებდნენ დიდი საქმის კეთებას. ეს გმირობის ტოლფასია!.."

"ნამდვილად განსაკუთრებულია ქართველი მომღერლების ადგილი მსოფლიო საოპერო სცენებზე. ვფიქრობ, გამორჩეული ხმები, შესანიშნავი ვოკალური ტექნიკა, კავკასიური ტემპერამენტი, რომელიც ძალიან საინტერესოდ ვლინდება ევროპულ (და არა მხოლოდ) რეპერტუარში, განუმეორებელ სინთეზს გვაძლევს, რაც ნამდვილად მიმზიდველია ყველა თეატრისათვის. სწორედ ამიტომაა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ დიდ სცენაზე შეგიძლიათ იხილოთ ქართველი მომღერალი, ამერიკიდან ავსტრალიამდე და, რა თქმა უნდა, ევროპაში..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 23 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"არც ერთ კუთხეში ქართველებისნაირი ხალხი არ არსებობს"
"სულ საქართველოს სახელით ვასპარეზობ და არ მინდა რამე შეიცვალოს"
სამწუხაროდ, ხის მხატვრული დამუშავება ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, სხვადასხვა კუთხეში უკვე თითზე ჩამოსათვლელი ოსტატებიღა შემორჩნენ.
ალკოჰოლური სასმელი და სიმთვრალე არ უყვარს, რადგან რეალობის აღქმას უკარგავს და არ მოსწონს.
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
თავისი ცხოვრების ამსახველი საკმაოდ დიდი ფოტოარქივი დაახარისხა, მნიშვნელოვანი ფოტოები ჩარჩოში მოათავსა და ოთახის კედლებზე გამოფინა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.