დოლისყანის კარიბჭეში დაგეგმილი საპირფარეშოს მშენებლობა შეჩერებულია
font-large font-small
დოლისყანის კარიბჭეში დაგეგმილი საპირფარეშოს მშენებლობა შეჩერებულია
"სამხრეთის კედლის შესასვლელ კარიბჭეში თაღი ჩამოიშალა"

ორიოდე კვირის წინ, თსუ-ის პროფესორი გიორგი დვალაშვილი, ქართულ-ბრიტანული აკადემიის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას, X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის - დოლისყანის კარიბჭეში საგანგაშო და დაუჯერებელი სურათის მხილველი გახდა: საპირფარეშოს გასაკეთებლად გაჭრილი ორმო რკინის ცხაურებით იყო გადახურული, დაგეგმილი სამუშაოსთვის განკუთვნილი სხვა სამშენებლო მასალა კი ტაძარში ჰქონდათ დაწყობილი... ვიზუალური მასალა ისტორიკოს ბუბა კუდავას გადმოუგზავნეს და სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში. ცხადია, ამ ფაქტს ხალხის ვნებათაღელვაც მოჰყვა...


გიორგი დვალაშვილი, ასისტენტ-პროფესორი, მოგზაური:
- თხუთმეტი წელია, რაც ტაო-კლარჯეთში ართვინის, არზრუმისა და არტაანის მხარეში მიხდება მოგზაურობა. ამ ექსპედიციებისას იქ არსებული უძველესი ტაძრების დაზიანების ექვსი შემთხვევა დავაფიქსირე. დაზიანებული იყო ოშკისა და არტაანის ბაზილიკის ტიპის ტაძრებიც. ხანძთაში ჩამოშლილი დაგვხვდა გუმბათი. ბანაში განძის მაძიებლების მიერ საკმაოდ დიდი სივრცე დაგვხვდა გადათხრილი. ოთხი წლის წინ, დოლისყანაში კამარა ჩამოიშალა... ექვსივე დაზიანების შესახებ პირველად მე მივაწოდე საზოგადოებას ინფორმაცია. გულის ტკივილით მინდა ვთქვა, რომ ასეთი დაზიანებები ვიზიტორების ყურადღების მიღმა რჩება.
15 წლის წინ, პირველი მოგზაურობისას, როდესაც დოლისყანის ტაძარი პირველად მოვინახულე, პირველ სართულზე საწყობი იყო მოწყობილი და ფრესკების ნაწილიც კი არ ჩანდა. იქ შესვლისას ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა, ტაძარში კი არა, თითქოს დამხმარე ნაგებობაში შედიოდი. საბედნიეროდ, მდგომარეობა მალევე გამოსწორდა. სისუფთავე წლების მანძილზე იყო შენარჩუნებული. შემდგომ წლებში, ქართული ტაძრების მიმართ დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალა. ართვინის პროვინციაში ქართულ ძეგლებზე ინგლისურ და თურქულენოვან წარწერებთან ერთად გაჩნდა ქართული წარწერებიც. მართალია, ქართული ტექსტი თურქულიდან პირდაპირ იყო ნათარგმნი გუგლის სათარგმნი პროგრამით და გარკვეული უზუსტობები გვხვდებოდა თვალში, მაგრამ როდესაც მიდიხარ უცხო მხარეში და ქართულ ძეგლებზე ქართულ წარწერას ნახულობ, სიამაყის გრძნობა გეუფლება და ეს თურქეთის მხრიდან საკმაოდ დადებითი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ქართულ კულტურის ძეგლებზე ქართულ წარწერებს ვერც ერთ სხვა ქვეყანაში ვერ შეხვდები.
GzaPress
რამდენიმე წლის წინ, დოლისყანის ტაძარი სერიოზულად დაზიანდა. სამხრეთის კედლის შესასვლელ კარიბჭეში თაღი ჩამოიშალა. დაზიანებული იყო საკურთხეველიც. ჩამოშლილი ქვების მასა თითქმის ორი წლის მანძილზე ეყარა შესასვლელ კარში... ადგილობრივებმა მიზეზად კლიმატური პირობები დაასახელეს, თუმცა სავარაუდოა, განძის მაძიებელთა ნამოქმედარი იყო.
ტაო-კლარჯეთში ოქტომბრის თვეშიც ვიმოგზაურე, ტაძრის შესასვლელი გასუფთავებული დაგვხვდა და არ შეგვინიშნავს, რომ იქ საპირფარეშოს გამართვა იყო დაგეგმილი. ზოგადად, ბოლო ათწლეულების მანძილზე, ქართული ტაძრების განზრახ დაზიანებების შემთხვევები ძალიან ცოტაა. თუ ხდება, ძირითადად, განძის მაძიებელთა მიერ.
- ამჯერად ტაძრის კარიბჭეში საპირფარეშოს მშენებლობა წამოუწყიათ. ცხადია, პირველი ემოცია მძაფრი და შოკის მომგვრელი იქნებოდა...
- ბუნებრივია, პირველი ემოცია უარყოფითი გახლდათ. თვალის ერთი შევლებით არც ჩანდა, რას აშენებდნენ. როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას გავესაუბრეთ, გვითხრეს, ტაძარზე საპირფარეშოს მიშენებას ვაპირებთ, რადგან ტურისტები ჩვენს მეჩეთთან არსებული ტუალეტით სარგებლობენ, რაც გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნის და გადავწყვიტეთ, დოლისყანის ტაძარზეც ისეთივე მიშენება გავაკეთოთ, როგორიც ჩვენს მეჩეთზეო. როგორც გვითხრეს, საქმის კურსში იყო შესაბამისი უწყებები და პროექტიც კი არსებობსო.
- საბედნიეროდ, ქართული და თურქული მხარეების შესაბამისი უწყებების სწრაფი რეაგირებისა და ჩარევის შემდეგ, პრობლემა ოპერატიულად მოგვარდა...
- ამ ფაქტის გახმაურებისთანავე, საქმეში ჩაერთო საქართველოს ელჩი თურქეთში, ბატონი გია ჯანჯღავა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ართვინის გუბერნატორი, თურქეთის ტურიზმისა და კულტურის სამსახური, რომლებსაც ამ ძეგლთან უშუალო შეხება აქვთ და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობაც. მართლაც ოპერატიულად მიიღეს მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება და სამუშაოები უკვე შეწყვეტილია. დოლისყანის ტაძარზე ტუალეტს ვეღარ მიაშენებენ. თურქეთის მხარეც აღიარებს, რომ დოლისყანა თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დოლისყანის ტაძარზე საპირფარეშოს მიშენების გადაწყვეტილება, არ ყოფილა შეგნებულად ქართული ძეგლისადმი შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა. ადგილობრივებს ახარებთ კიდეც, რომ ეს ტაძარი მათ სოფელშია და ძეგლის მიმართ არასოდეს არანაირი აგრესია არ გამოუხატავთ. დოლისყანის ტაძარი ყველაზე ახლოსაა ართვინის უნივერსიტეტთან და პირადად მეც ყველაზე ხშირად მიხდება მისი მონახულება. მის მიმართ არასოდეს არანაირი აგრესია და სხვა სახის უხეში ჩარევა არ დაფიქსირებულა.
ქართველ ვიზიტორებს მინდა ვთხოვო, თუკი ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას ქართულ კულტურულ ძეგლებზე რაიმე სახის ცვლილებას შენიშნავენ - ბუნებრივი მოვლენებით იქნება ეს გამოწვეული თუ ადამიანის ხელის ჩარევით, მოგვაწოდონ ინფორმაცია და სწრაფად მოახდინონ რეაგირება.
GzaPress
დოლისყანა
დოლისყანის ტაძარი მდებარეობს ტაო-კლარჯეთში, მდინარე იმერხევის ხეობაში მდებარე სოფელ ჰამამლიმში. ადრე სოფელსაც დოლისყანა ერქვა. სოფლის ისტორიული სახელი ხორბლის ენდემური ჯიშიდან - დოლის პურიდან მომდინარეობს. Gტაძარი მაღალი მთის ფერდობზე მდებარეობს. გიორგი მერჩულის ცნობით, დოლისყანის ტაძარი მეათე საუკუნეში, გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის პერიოდში აუშენებიათ, მეფე სუმბატის მეფობის დროს. მოგვიანებით, ტაძართან მონასტერიც დაუარსებიათ...
დოლისყანა, როგორც დასახლებული პუნქტი, ტაძრის აგებამდეც არსებობდა.
XIX საუკუნემდე, ისტორიულ წყაროებში დოლისყანის ტაძრის შესახებ საკმაოდ მწირი ცნობები გვხვდება. 1888 წელს, ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას, პავლინოვი ახსენებს დოლისყანის ტაძარს და აღწერს, რომ ამ დროს ტაძარი უკვე მეჩეთად იყო გადაქცეული. სამონასტრო კომპლექსში შემავალი სხვა შენობა-ნაგებობები კი ნანგრევებად იყო ქცეული. დოლისყანის ტაძარი მეჩეთად XVI საუკუნეში გადაუკეთებიათ. ჯამეს ფუნქციონირების დროს ტაძრის კედლების ნაწილი შეათეთრეს, რამაც ფრესკები ალაგ-ალაგ დაფარა, თუმცა მთლიანობაში დოლისყანის არქიტექტურული სახე არ დარღვეულა. შენობა ხელოვნურად ორ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველ სართულზე ხოჯას საწყობი ჰქონდა განთავსებული, მეორე სართულზე კი მეჩეთი ფუნქციონირებდა. ვახტანგ ჯობაძის ცნობით, მეჩეთად ქცეული დოლისყანის ტაძრის შენობა შედარებით კარგ მდგომარეობაში შემოინახა სოფლის იმამის, ილქერ დემირის ზრუნვის წყალობით, რომელიც ეროვნებით ქართველი იყო. მაგალითად ამ პერიოდში შეაკეთეს ტაძრის სახურავი. 1999 წელს ტაძარში მოქმედი მეჩეთი გააუქმეს.
Dდოლისყანის ტაძრის სამხრეთ კედელში ჩასმული იყო ფილა - მზის საათი, რომელიც 2003 წელს გაქრა.
ისტორიულ კლარჯეთში მდებარე დოლისყანის ტაძარი გზიდან საკმაოდ ახლოსაა და იქ ჩასული ვერც ერთი ქართველი მოგზაური გვერდს ვერ აუვლის. სწორედ ამის გამოა, რომ დოლისყანის ტაძარს ქართველი პილიგრიმები თუ მოგზაურები გაცილებით ხშირად სტუმრობენ.
შორენა მერკვილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"არც ერთ კუთხეში ქართველებისნაირი ხალხი არ არსებობს"
"სულ საქართველოს სახელით ვასპარეზობ და არ მინდა რამე შეიცვალოს"
სამწუხაროდ, ხის მხატვრული დამუშავება ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, სხვადასხვა კუთხეში უკვე თითზე ჩამოსათვლელი ოსტატებიღა შემორჩნენ.
ალკოჰოლური სასმელი და სიმთვრალე არ უყვარს, რადგან რეალობის აღქმას უკარგავს და არ მოსწონს.
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
თავისი ცხოვრების ამსახველი საკმაოდ დიდი ფოტოარქივი დაახარისხა, მნიშვნელოვანი ფოტოები ჩარჩოში მოათავსა და ოთახის კედლებზე გამოფინა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.