პირველი და ყველაზე მახინჯი თოჯინას ამბავი
font-large font-small
პირველი და ყველაზე მახინჯი თოჯინას ამბავი
არტ-გენზეც გამქონდა ჩემი ნამუშევრები

ნათია მაჭარაშვილი თოჯინა-ბროშებს ამზადებს, რომლის დამაგრებაც შესაძლებელია პიჯაკზე ან თმაზე. უკვე 7 თვეა, რაც იტალიაში ცხოვრობს და ამ ქვეყანას მასზე წარუშლელი შთაბეჭდილებაც მოუხდენია. თავისმა გატაცებამ და საქმიანობამ კი უფრო მეტად გაუადვილა უცხო ქვეყანაში ადაპტირება.


- ჩამოსვლისთანავე მომეწონა აქაურობა. იმდენი ქართველია აქ, რა უნდა გაგიჭირდეს? როდესაც საქართველოდან წასვლა გადავწყვიტე, ვფიქრობდი, რომელ ქვეყანაზე შემეჩერებინა არჩევანი. იტალიაში უფრო მეტი ახლობელი მყავდა და აქ ჩამოვედი. ვცხოვრობ სალერნოში, ზღვისპირა ქალაქში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ იტალიაშია. ლამაზი ქალაქია, თან ზღვა ძალიან მიყვარს. სიმშვიდე და სიწყნარეა ქალაქში, თუ არაფერს გააფუჭებ, არავინ გერჩის. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს აქაურობა ჩემია, თუმცა ბევრი რამ მაოცებს, მაგალითად, ურთიერთობები - ჩაკეტილები არიან, მარტო საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ, ხშირი მისვლა-მოსვლა, მეზობლობა და ნათესაობა არ იციან. ერთი რამ მაოცებს კიდევ: როცა შეყვარებულები მიდიან სადმე, ერთი ჭიქა ყავაც რომ მიირთვან, ორივე მხოლოდ თავისას იხდის, ეს უცხოა ჩვენთვის. რაც მართალია, მართალია, ძალიან გულისხმიერები არიან. თუ რამეს იკითხავ, ვთქვათ მისამართს, შეიძლება იმ ქუჩის ბოლომდე მიგყვნენ.
GzaPress- პროფესიით ვინ ხარ, საქართველოში რას საქმიანობდი?
- ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტში ვსწავლობდი ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. უამრავი თავისუფალი დრო მქონდა. პირველი თოჯინა შევკერე ჩემთვის იმ პერიოდში და იმდენად მომეწონა, მერე სხვებიც გავაკეთე. მანამდე ვხატავდი, სამკაულებს ვაკეთებდი - საყურეს, ბროშებს, საახალწლოდ პატარა ნაძვის ხეებიც მქონდა, ავტომობილის გასაფორმებლად და გასალამაზებლად. მერე გვერდიც შევქმენი, შეკვეთებიც წამოვიდა და გამოჩნდა პირველი მყიდველი. ერთი გოგონა ამერიკიდან დამიკავშირდა. თვითონ ქართველი იყო, მულატი შეყვარებული ჰყავდა, დიჯეი და მთხოვა, თოჯინა მისთვის მიმემსგავსებინა. ნახელავით ორივე აღფრთოვანდა თურმე. ასე რომ, მგონი, მათ სიყვარულში ჩემი წვლილიც შევიტანე.
- ნათია, გამოფენებში აქაც მონაწილეობდი?
- როდესაც გვერდი შევქმენი და ჩემი ნამუშევრების ფოტოები გამოვაქვეყნე, ეს გვერდი მერიის წარმომადგენელს უნახავს და მიმიწვიეს გამოფენაზე. მაშინ გავიცანი ორგანიზატორი მაია ქავთარაშვილი და რამდენიმე გამოფენაზეც ვიყავი, ყოველ წელს არტ-გენზეც გამქონდა ჩემი ნამუშევრები და ეს ჩემთვის უდიდესი დღესასწაული იყო, უბედნიერესი ვიყავი. საქართველოდან უცხო ქვეყანაში წასვლა იოლი არ იყო, მაგრამ მანდ განვითარების მხრივ ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავდი, მაღაზიები იმხელა პროცენტს უმატებდნენ ჩვენს ნახელავს, რომ ვერ იყიდებოდა, აქ კი ხელს არავინ გიშლის - აკეთე შენი საქმე და თან იმუშავე. ის მაინც იცი, რომ შრომა დაგიფასდება. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, ვერსად ვაბარებ. პედაგოგების ოჯახში ვცხოვრობ, მათ ჩემი ნამუშევრები სკოლაში წაიღეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურა თურმე. აქ ხელნაკეთი ნივთები ძვირი ღირს.
- როგორც მითხარი, ამჟამად გამოფენისთვის ემზადები.
- 9 ივნისს იტალიაში ჩატარდება ხელოვნების საერთაშორისო დღე და იქ ჩემს ნამუშევრებს, ახლა უკვე ჩანთებს გამოვფენ. ამ დღეს მსურველებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ხელნაკეთი ნივთების დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.
- თოჯინა-ბროშებს რა მასალისგან ქმნი?
- ქსოვილის პატარ-პატარა ნაკუწებს ვიყენებ. მანდ ყოფნის დროს ჩემი ნაცნობი მკერავები მიგროვებდნენ ხოლმე, ვიყენებ მაქმანებს, მძივებს, ბისერებს, ღილებს. ღილზე გადავაკრავ ტილოს და მასზე ვქარგავ სახეს. რთულია ხასიათის დაჭერა და ვიზუალის მიმსგავსება. ერთი თოჯინის გასაკეთებლად დაახლოებით 4 საათი მჭირდება, შეიძლება მთელი დღეც დამჭირდეს, გააჩნია, რა სირთულის სამუშაო იქნება. რაც შეეხება ჩანთებს, უფრო რეტროს სტილშია, მომწონს, როცა ახალ და ძველ სტილს ერთმანეთში ვურევ და თანამედროვე დეტალებით ვაფორმებ. ჩოხა და ტრადიციული ტანსაცმელიც მომირგია ჩემი თოჯინებისთვის. თავიდან რატომღაც ყველა თოჯინა სევდიანად გამოიყურებოდა, რის გამოც შენიშვნა მომცეს და მერე სულ ვცდილობდი, გაღიმებულები ყოფილიყვნენ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს პირველი და ყველაზე მახინჯი თოჯინა, ყველა გამოფენაზე სულ თან დამაქვს, მაგრამ არ ვყიდი. საოცარი ის არის, რომ სხვებსაც მოსწონთ.
GzaPress
- ინსპირაცია რა ხდება?
- ხშირ შემთხვევაში ინსპირაცია თვითონ დამკვეთის სურვილი გამხდარა - ვიღაც მთხოვდა, მისი შეყვარებულისთვის მიმემსგავსებინა, ვიღაცას მეუღლისთვის მესის თოჯინა უნდოდა, ვიღაცას - ფუფალასი. ერთ გოგონას შეყვარებული "ბარსელონას" ფანი ჰყავდა და მთხოვა, "ბარსელონას" ფორმიანი ფეხბურთელის ფიგურა გამეკეთებინა. მოკლედ, გოგონები უფრო აქტიურობდნენ. ერთი ახალი გატაცებაც მაქვს - ვყიდულობ უძველეს თოჯინებს, რომელთაც ფაიფურის სახე და თავ-ფეხი აქვს და ვაახლებ, კოლექციას ვაგროვებ და ალბათ დიდი ჩემოდნით ჩამოვიტან საქართველოში (იცინის).
- მესმოდა, ვიღაცას იტალიურად უპასუხე, იოლად ისწავლე ენა?
- არ არის რთული, ყოველ შემთხვევაში, მე არ გამჭირვებია. ძალიან მინდოდა, მესწავლა და ისეთი ოჯახიც შემხვდა, სადაც ყველა იტალიურად მელაპარაკებოდა. ყველაფერს ეჩვევი ადამიანი და არც მე გამჭირვებია აქაურობასთან შეგუება, თუმცა საქართველოში დაბრუნებას უახლოეს 2 წელიწადში ვგეგმავ, დიდხანს არ დავრჩები აქ...
- წარმატებები!
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ფასი სიძველის მიხედვით დაედო და ასევე იმის, თუ ვინ იყო ხელოსანი
მნიშვნელოვანია, მომავალ თაობას არ დაავიწყდეს ტრადიციები
მეც ლადიკოსავით დავიწყე ასეთი ადამიანების ძებნა
"მე რომ დავიბადე, არაფერი ვიცოდი საქართველოს შესახებ და მასწავლეს ისევე, როგორც მამაჩემს ასწავლეს თავის დროზე..."
მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი - "პალიტრა ნიუსის" ოპერატორი.
"გამოდის, რომ მაინც როგორც კინომხატვარს, ისე მესაუბრებით"
შემოვიკრიბე ხალხი, ვისაც მსგავსი ინტერესი ჰქონდა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.