ნაცნობი ამბები, რომელიც ჩვენ გარშემო ყოველდღიურად ხდება
font-large font-small
ნაცნობი ამბები, რომელიც ჩვენ გარშემო ყოველდღიურად ხდება
შავი ფერი, მინიმალისტური დეკორაცია, ალაგ-ალაგ წითელი შუქი და ათი ქალის ისტორია... ყველაფერი ძალიან ნაცნობია, თითქოს სხვადასხვა დროსა თუ დღეს ისმენ ამ ამბებს საინფორმაციო გამოშვებებში ან ინტერნეტში სხვადასხვა საიტზე კითხულობ: როგორ გაყიდა დედამ შვილები, როგორ გააბა მასწავლებელმა რომანი თავის 16 წლით უმცროს მოსწავლესთან, როგორ დამყარდა და-ძმას შორის ინცესტი, როგორ "შეაცდინა" გოგონამ მამინაცვალი, როგორ მოკლა ქალიშვილმა დედა... ეს ქალები თავიანთი ამბებით ექცევიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში და უმეტეს შემთხვევაში აგრესიას იწვევენ...



სპექტაკლში მოთხრობილი ამბები აშფოთებს, აბოროტებს, შუაზე ხლეჩს საზოგადოებას და მთავარი გმირები დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან გარჩევისა და გაკიცხვის ობიექტები, თუმცა, როგორც მედალს აქვს ორი მხარე, ისევე ყველაზე ამაზრზენ ამბავსაც გააჩნია საკუთარი სიმართლე და შეიძლება ითქვას, გამართლებაც. ხშირად ბავშვობაში მიღებული და იმ პერიოდიდან გამოყოლილი ტრავმები ხდება მოზრდილ ასაკში ამა თუ იმ "მიუღებელი" საქციელის საფუძველი, თუმცა, ამაზე თითქმის არავინ საუბრობს და წარსულს არავინ უღრმავდება.
15, 16 მაისს მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, დამოუკიდებელი პროექტის "თერთმეტი" - პრემიერა გაიმართა. პიესის ავტორი და რეჟისორი ეკატერინე შარიქაძეა. მან სპექტაკლი თავისი რომანის, "ანონიმ ქალთა კლუბის" მიხედვით დადგა. რომანი ნამდვილ ამბებს ეფუძნება, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აგროვებდა, ბოლოს კი ერთ წიგნად შეკრა. სპექტაკლი ეძღვნება საზოგადოებას, რომელსაც ღმერთის როლი აქვს მორგებული, მარტივად შეუძლია ამა თუ იმ პიროვნებას დამნაშავის იარლიყი მიაკრას და ზოგადად, პრობლემაში ჩაუღრმავებლად იოლად გამოაქვს განაჩენი სხვისთვის...
GzaPress
ეკატერინე (კატო) შარიქაძე:
- საქართველო პატარა ქვეყანაა, თბილისიც - პატარა ქალაქი და ნებისმიერი ინფორმაცია დღეს ადვილად ხელმისაწვდომია. ვიღაცას რომ თავი არ ამოეცნო, ვცდილობდი, გავქცეოდი კონკრეტიკას და მცირე ცვლილებები შემეტანა ამბებში.
რაც წამოვიზარდე, წლების განმავლობაში მესმოდა ეს ამბები და რა თქმა უნდა, რაღაცები ჩემთვის მიუღებელი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად მაწუხებდა საზოგადოების დამოკიდებულება ამ ამბების მთავარი გმირებისადმი. ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ ეს ცუდია, მაგრამ როცა შენ, ადამიანი, ხელში ქვას იღებ და მეორე ადამიანს, რაც უნდა ცუდი საქციელის ჩამდენი იყოს, თავში ურტყამ, მიუღებელი მგონია. ეს ადვილი გამოსავალია, მაგრამ გაცილებით რთულია, იმას ჩაუღრმავდე, თუ რატომ მოხდა ესა თუ ის დანაშაული. ყველა ამ ქალს დანაშაულის ჩადენამდე აქვს წინა ისტორია, რომელიც არავის აინტერესებს. მართალია, წარსული ვერაფრით ამართლებს შემდეგში ჩადენილ საქციელს, მაგრამ თავად ფაქტები რომ შემზარავი იყო, ვცდილობდი, ფსიქოლოგიური კუთხითა და თვალსაზრისით მომეძებნა ის ამოხსნები, თუ რამ მიიყვანა კონკრეტული ადამიანები ამა თუ იმ ქმედებამდე. თუ რამდენად გამოვიდა ეს, მაყურებელმა უნდა განსაჯოს.
- ალბათ სხვასაც გაუჩნდება ეს შეკითხვა და ამიტომ გკითხავთ, ის ნეგატივი, რაც ჩვენ გვესმის საინფორმაციო საშუალებებიდან და ვეცნობით სოციალური ქსელებში, არ არის საკმარისი და ახლა კიდევ სპექტაკლად თავმოყრილს, ასე ვთქვათ, მეორედ რომ არ ვუყუროთ?
- ის ჩანაფიქრი არ მქონია, რომ ერთხელ მოსული მაყურებელი ამ სპექტაკლზე მეორედაც მოვა. უბრალოდ, მინდა, დარბაზიდან პიროვნება იმ განცდით გავიდეს და დაფიქრდეს, რომ ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და ერთმანეთს ხელი არ უნდა ვკრათ.
- მარიამ, თქვენს პერსონაჟს სექსუალური კავშირი აქვს მამინაცვალთან. როგორ მიიღეთ და მოგაწოდათ რეჟისორმა ეს როლი?
მარიამ ხუხუნაიშვილი:
- სამი წელი ხდება, რაც მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვარ. დღემდე რაც კი განმისახიერებია, ყველაზე რთული ეს როლი იყო. რა თქმა უნდა, მიუღებელი ფაქტია და ვერ წარმომიდგენია, საღად მოაზროვნე ადამიანმა ის ჩაიდინოს, რაც ჩემმა პერსონაჟმა, თუმცა, როცა კონკრეტულ როლს თამაშობ, თუ რაღაც დოზით გამართლება არ მოუძებნე, ვერაფერს გახდები. თუ ყველანაირად წინააღმდეგობაში მოდიხარ მასთან, იმ როლს ვერ შეასრულებ. ჩემი და რეჟისორის ერთობლივი იდეა იყო, რომ ჩემი პერსონაჟი ამ ფაქტის გამო არ ყოფილიყო ბედნიერი, არამედ ჰქონოდა სინანულის განცდა და მართლაც, ბოლოს ის ხვდება ფსიქიატრიულ კლინიკაში. ნანობს და განიცდის თავის საქციელს და პირველ რიგში იმას, თუ რა გაუკეთა დედას. ემოციებისგან ვარ დაცლილი და ასე ხდებოდა ყველა რეპეტიციაზე, რადგან ვფიქრობ, ყველა ადამიანისთვის რთულია ამ ამბების მოსმენა.
- სალომე, თქვენ ხართ მორალისტი პერსონაჟი, რომელიც ფინალში ყველა ამბის გმირს ასე ვთქვათ თითს უქნევს და გამანადგურებელი კომენტარებით კიცხავს მათ საქციელს, ასეთ ბევრ ადამიანს ვიცნობთ...
GzaPress
სალომე წურწუმია:
- ცხოვრებაში ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს გასავლელი, ვიღაცისთვის ის მარტივია, ვიღაცისთვის რთული. ჩემი პერსონაჟი ქალია, რომელიც სხვის ცხოვრებაში ერევა და ყველას განიკითხავს. დიახ, ჩვენ ირგვლივ ბევრი ისეთი ადამიანია, რომლებიც თავის ცხოვრებაზე ნაკლებად საუბრობენ, სამაგიეროდ, სხვების ცხოვრებაში გამუდმებით ჰყოფენ ცხვირს და მათი განკითხვა მათთვის გაცილებით მარტივია.
- როგორ ფიქრობთ, ჩვენში პროცენტულად უფრო ბევრი მორალის მქადაგებელია, თუ ლიბერალი?
- ჩემი აზრით, უფრო მეტი ჩემი პერსონაჟის მსგავსია. ჩემთვის ამ როლზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, ისევე როგორც დანარჩენებისათვის, რადგან თითოეულს საინტერესო სახის შექმნა მოგვიხდა და ამისათვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენ რეჟისორ ეკატერინე (კატო) შარიქაძეს.

დაბოლოს, სპექტაკლის ქორეოგრაფი ნიკოლოზ ნანიტაშვილია. ის 16 წელი ცეკვავდა და ამ გამოცდილებას ახლა იყენებს. მსახიობისთვის "თერთმეტი" რიგით მეორე ქორეოგრაფიული ნამუშევარია მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლის "ურჩხულისა და ლამაზმანის" შემდეგ. როგორც ამბობს, გამოცდილებას აგროვებს და სამომავლოდ ქორეოგრაფიული მიმართულებითაც აპირებს როგორც სწავლის გაგრძელებას, ისე მუშაობას. ქორეოგრაფებმა გია მარღანიამ და ანანო სამსონაძემ დადებითად შეაფასეს მისი ქორეოგრაფიული ნამუშევარი და ეს ნიკასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის, რეჟისორის ასისტენტი კი თამაზ ქარაულია. მონაწილეობენ მსახიობები: ანი ზამბახიძე, ნინო შუშიაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, სოფო ახუაშვილი, ნინო არჩაია, თამარ ლორთქიფანიძე, სოფო ფერაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, თამარ ცქვიტინიძე, სალომე წურწუმია, ნინო კიკაჩეიშვილი.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სამწუხაროდ, ხის მხატვრული დამუშავება ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, სხვადასხვა კუთხეში უკვე თითზე ჩამოსათვლელი ოსტატებიღა შემორჩნენ.
ალკოჰოლური სასმელი და სიმთვრალე არ უყვარს, რადგან რეალობის აღქმას უკარგავს და არ მოსწონს.
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
თავისი ცხოვრების ამსახველი საკმაოდ დიდი ფოტოარქივი დაახარისხა, მნიშვნელოვანი ფოტოები ჩარჩოში მოათავსა და ოთახის კედლებზე გამოფინა.
მგზავრობენ თუ არა ცნობილი ადამიანები საზოგადოებრივი ტრანსპორტით?
გზა, რომელსაც ჟურნალისტები ზოგჯერ სტატიის მომზადებამდე გადიან, ხანდახან იმაზე საინტერესო ან რთულია, ვიდრე თავად ინტერვიუ. საბედნიეროდ, ასე ხშირად არ ხდება.
- ლეგენდარული საზანოს ყველის საიდუმლო
"ბევრი საინტერესო სახეობის გველი გვყავს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.