"ვცდილობ პატარა დათუნიკას, რომლის დაბადებასაც მამამისი ვერ მოესწრო, ღირსეული დედობა გავუწიო" - როგორ ცხოვრობს დათუნიკა სხირტლაძის ოჯახი
font-large font-small
"ვცდილობ პატარა დათუნიკას, რომლის დაბადებასაც მამამისი ვერ მოესწრო, ღირსეული დედობა გავუწიო" - როგორ ცხოვრობს დათუნიკა სხირტლაძის ოჯახი
"დათუნიკას გარდაცვალების შემდეგ, ძალიან გამიჭირდა. არც სამსახური მაქვს და არც სხვა შემოსავალი"

დათუნიკა სხირტლაძე ყველასთვის საყვარელი ქართველი ხელოვანია, რომელიც 59 წლის ასაკში მოულოდნელად, სცენაზე გარდაიცვალა.
ის "ტაში ბიჭო გიორგუნას" და ცეკვა "რაჭულის" შექმნელი, ჯგუფ "შინ"-ის და "ეგარის" წევრი გახლდათ.
ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ შვილი არ ჰყოლია. ნანატრი ვაჟი იმ დღეს დაიბადა, როდესაც დათუნიკა სხირტლაძე დაკრძალეს.

ხელოვანის ცოლ-შვილს მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება. ჩვენ დათუნიკა სხირტლაძის ქვრივს, მზია ჯინჭარაძეს ვესაუბრეთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"დათუნიკას გარდაცვალების შემდეგ, ძალიან გამიჭირდა ცხოვრება, თუმცა ვახერხებ, ჩემს პატარა დათუნიკას, რომლის დაბადებასაც მამამისი ვერ მოესწრო, ღირსეული დედობა გავუწიო. როგორ უნდა ვიცხოვრო, როცა არც სამსახური მაქვს და არც სხვა შემოსავალი, მაგრამ ღმერთი მიმართავს ხელს..."

"ამბროლაურის საავადმყოფოში ვმუშაობდი. როცა დათუნიკა ანსამბლ
"რუსთავში" გადავიდა, მეც გამოვყევი თბილისში, რადგან მას აქ ვჭირდებოდი და შესაბამისად, სამსახური დავკარგე. დათუნიკას გარდაცვალების შემდეგ კი, როცა არანაირი შემოსავალი აღარ მქონდა, ვცადე სამსახურის დაწყება, მინდოდა ამბროლაურის კულტურის ცენტრში მის ადგილას მე ვყოფილიყავი, თავიდან თითქოს დამეხმარა გუბერნატორი, დეპუტატი გოჩა ენუქიძეც, რომელიც ჩვენი პატარა დათუნიკას ნათლიაა, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოვიდა. ვფიქრობ, მებრძვიან..."

"დათუნიკას გარდაცვალების შემდეგ მიუღებელი აღმოვჩნდი ბევრისთვის, მაგრამ არ ვაპირებ დანებებას. მის მიწა-წყალზე გავზრდი პატარა დათუნიკა-თევდორეს და რამე გამოჩნდება. დათუნიკას ძეგლი დავდგი რაჭაში, ჩვენი სოფლის შესასვლელში, ხალხის შემოწირულობებით გავაკეთე ეს კარგი საქმე, მაგრამ აქაც პრობლემები შემექმნა, ელექტრონული აუქციონით გაიყიდა მიწის ის ნაწილი, სადაც ძეგლი იდგა..."

"უმცროს დათუნიკასაც ისე უყვარს რაჭა, როგორც უფროსს უყვარდა. მეც არ მოვწყვეტ მამაპაპისეულ კერას, თუმცა ზამთარში აქ თავის გატანა რთულია და თბილისში მყავდა. ავად იყო და ცოტა ხანი საავადმყოფოში იწვა, იქ ლოცულობდა, წმინდა პანტელეიმონო გადამარჩინეო. ექიმებმა, როცა გაიგეს, ვისი შვილი იყო, ფული არ გადაგვახდევინეს, ხალხი მოდიოდა და სურათებს იღებდა მასთან..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 30 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

თამარ ბოჭორიშვილი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"არც ერთ კუთხეში ქართველებისნაირი ხალხი არ არსებობს"
"სულ საქართველოს სახელით ვასპარეზობ და არ მინდა რამე შეიცვალოს"
სამწუხაროდ, ხის მხატვრული დამუშავება ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, სხვადასხვა კუთხეში უკვე თითზე ჩამოსათვლელი ოსტატებიღა შემორჩნენ.
ალკოჰოლური სასმელი და სიმთვრალე არ უყვარს, რადგან რეალობის აღქმას უკარგავს და არ მოსწონს.
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
თავისი ცხოვრების ამსახველი საკმაოდ დიდი ფოტოარქივი დაახარისხა, მნიშვნელოვანი ფოტოები ჩარჩოში მოათავსა და ოთახის კედლებზე გამოფინა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.