"ქალაქის ცენტრში მანქანით მოძრაობა უნდა აიკრძალოს..."
font-large font-small
"ქალაქის ცენტრში მანქანით მოძრაობა უნდა აიკრძალოს..."
მგზავრობენ თუ არა ცნობილი ადამიანები საზოგადოებრივი ტრანსპორტით?

ხალხით გაჭედილი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, გაუვალი საცობები და შავი "ჯიპებით" ჩახერგილი ქუჩები - ამ ყველაფერზე ჩვენ ბევრჯერ დაგვიწერია. ტრანსპორტის მოძრაობა თბილისში კრიტიკას რომ ვერ უძლებს, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ როგორ აფასებენ ამ მდგომარეობას ცნობილი პიროვნებები, მგზავრობენ თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით?

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ნიკა არაბიძე, იუმორისტი:
"ამჟამად საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ დავდივარ, თუმცა ჩემი სტუდენტობა 1990-იან წლებს დაემთხვა და იცით, როგორი ტროლეიბუსით მიმგზავრია? - ხალხით რომ არის სავსე, შენ კი კართან ხარ გაჭედილი და ვერ ხვდები, გარეთ ხარ თუ შიგნით. სტუდენტობაში ტროლეიბუსი ჩემთვის ნომერ პირველი ტრანსპორტი იყო. სამწუხაროდ, ამ სფეროში სიტუაცია დღესაც საკმაოდ რთულია... ჩვენზე ათჯერ უფრო დიდ და მდიდარ ქალაქებში ვერ ნახავთ ამდენ უზარმაზარ მანქანას, რომელსაც ლამის ქუჩის ნახევარი უკავია. ადამიანები მანქანებს სახლში ტოვებენ..."

კოტე ყუბანეიშვილი, პოეტი:
"მე უკვე პენსიონერი ვარ და ძირითადად ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ. ეს ახალი ავტობუსები ძალიან მომწონს და თუ მათი რიცხვი გაიზრდება, სიტუაცია გაუმჯობესდება... ჩემი აზრით, ქალაქის ცენტრში მანქანით მოძრაობა უნდა აიკრძალოს..."

სალომე შარვაძე, მსახიობი:
"სატვირთო მანქანებს, ასევე - დასუფთავებისა და დისტრიბუციის მანქანებს პიკის საათებში მოძრაობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, ამით ჩვენი ქალაქის ქუჩები ოდნავ მაინც განიტვირთება. დღეს კი, აქ რაც ხდება, ნამდვილი ქაოსია - ამ სიტუაციას სხვას ვერაფერს დავარქმევ..."

ნუგზარ ერგემლიძე, მუსიკოსი:

"ბოლოს და ბოლოს, პოლ მაკარტნი დადის ლონდონში მეტროთი და ჩვენ რა გვჭირს? მასზე უფრო ცნობილი და წარმატებული ვინ არის? მაკარტნიზე ბევრი ფული, თანაც კანონიერი გზით მოპოვებული, ინგლისში მხოლოდ დედოფალს აქვს. მე მგონი, ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს..."

ლიზა ვადაჭკორია, ჟურნალისტი:

"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ახლა დავიწყე, მუდმივმა საცობებმა და პარკირების პრობლემამ იმდენად შემაწუხა, რომ ისევ ამ ტრანსპორტს დავუბრუნდი. თუმცა, აქაც არ არის ყველაფერი რიგზე. მაგალითად: ჩემთან, ნუცუბიძის პლატოზე მარტო ერთი, პატარა, ყვითელი ავტობუსი დადის, რომელიც ბოლომდე ვერც აღწევს და შუა გზაში ჩერდება, ისიც, 40 წუთში ერთხელ მოდის..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 6 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.
ხათუნა ჩიგოგიძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"
ძველ საქმესაც მივდევ - ტურისტებს ნავებით გასეირნებას ვთავაზობ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.