"მომაკვდავი" პროფესია და მისი სირთულეები
font-large font-small
"მომაკვდავი" პროფესია და მისი სირთულეები
სამწუხაროდ, ხის მხატვრული დამუშავება ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, სხვადასხვა კუთხეში უკვე თითზე ჩამოსათვლელი ოსტატებიღა შემორჩნენ. 24 წლის შოთა ქაცანაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც წლების წინ დაინტერესდა და შეისწავლა ხეზე კვეთა, ხის მხატვრული დამუშავების ფაკულტეტიც დაამთავრა და ახლა ცდილობს, მომავალ თაობას გადასცეს თავისი ცოდნა.


- ხის მხატვრული დამუშავება მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა. ძველ აღთქმაში არაერთხელ არის ნახსენები ხის დამუშავება. ამის საუკეთესო მაგალითია ნოეს კიდობანი. საქართველოშიც უძველესი დროიდანაა გავრცელებული ეს ტრადიცია. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული ხასიათისა და ფორმის ხის ჩუქურთმებს ვხვდებით, ამ თვალსაზრისით სვანეთი განსაკუთრებულად გამორჩეულია. ამის მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ ხის მასალა ბევრი იყო. ხის ჩუქურთმები გამოიყენებოდა ოდის ინტერიერის გასალამაზებლად, მახვშის სკამის, ავეჯის გასაფორმებლად. საინტერესოა, რომ ორნამენტები მეორდება ხეზეც და ქვაზეც.
- ყველა კუთხისთვის ალბათ სხვადასხვა ფორმის ორნამენტებია დამახასიათებელი?
- ასეა, მაგალითად, მთიან რეგიონებში უფრო გეომეტრიულ ფიგურებს, ციურ სხეულებს ანიჭებდნენ უპირატესობას, ბარის რაიონებში კი მცენარეულ ორნამენტებს. გული მწყდება, რომ ეს საქმე დღითი დღე აღარავის აინტერესებს, მხოლოდ რამდენიმე კაცი ვიცი, ვინც ამჟამად აქტიურად მუშაობს. კიდევ კარგი, რომ სასულიერო და სამრევლო სკოლები ცდილობენ, დავიწყებას არ მიეცეს ხეზე კვეთის ეს უძველესი პროფესია. მისი უწმინდესობის კურთხევით სამების სამრევლო სკოლაში ბევრი დაინტერესებული ახალგაზრდა ეუფლება ბზაზე მუშაობას.
- შოთა, რატომ გაგიჩნდა სურვილი, ეს საქმე შეგესწავლა?
- ბავშვობიდანვე მეხერხებოდა მსგავსი რამეების კეთება, ხეზე, რკინაზე მიყვარდა მუშაობა, ზოგადად, ჩხირკედელაობა. მამაც ხელმარჯვე მყავს, ხალხურ საკრავებს აკეთებს და მისგან, ბევრ რამესთან ერთად, ესეც შევისწავლე. ხელოვნების სკოლაში ხეზე კვეთასა და ფანდურზე დაკვრას ვასწავლი უკვე მეორე წელია, სიმღერას კი მხოლოდ ახლობლების წრეში ვბედავ.
- რადგან ფანდურებსაც ამზადებ, გკითხავ - ბოლო წლებში განსაკუთრებით მომრავლდა ფანდურები გიტარის ჟღერადობით ანუ რკინის დამჭერებითა და ლადებით.
- არსებობს ე.წ. ფირფიტებისგან აწყობილი და ასევე, მასიური ხისგან დამზადებული ფანდურები. ჟღერადობის თვალსაზრისით, მას უფრო ძლიერი ბგერა აქვს. ფანდურის კეთებისას არ უნდა იჩქარო, თითოეულ მილიმეტრსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, საქცევებს შორის ადგილი დიდი სიზუსტით უნდა დაიცვა, ერთი მილიმეტრით აქეთ რომ გააკეთო, შეიძლება სულ სხვანაირი ბგერა მოგცეს ან საერთოდ ვეღარ ააწყო. რაც შეეხება გიტარის დამჭერებსა და საქცევებად რკინების გამოყენებას, ასეთ შემთხვევაში საკრავი მეტალისებურ ბგერას იძლევა და ჩემი აზრით, ხალხურ სტილს არ უხდება. საკრავი უნდა ჰგავდეს თავის ძირძველ ვარიანტს.
- რამდენად რთულია ხის დამუშავებისა თუ სწავლის პროცესი?
- ამბობენ, ხეზე კვეთა ხატვის ნიჭს არ მოითხოვსო, თუმცა მე ასე არ მივიჩნევ. ხატვაც უნდა გეხერხებოდეს, უნდა შეგეძლოს სიმეტრიის დაცვა, განსაკუთრებით გეომეტრიულ ფიგურებში. ვიწყებთ ყველაზე მარტივი ორნამენტის სწავლით და მერე რთულზე გადავდივართ. სირთულეები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ, მთავარია, მონდომება. ჩემი მასწავლებელი არსენ საჩალელი მუდამ სუფთად მუშაობას გვირჩევდა, ორნამენტი რომ მაქსიმალურად იდეალური გამოსულიყო. ძალზე სასიამოვნოა, როდესაც შენს ხელში ხე სასურველ ფორმას იღებს. ჯერ ვხატავ და მერე ვიწყებ ამოჭრას. ზოგჯერ არც ვიცი, აქედან რა გამოვა და როცა ნელ-ნელა იკვეთება ფიგურა, რომელიც ჩემს გონებაშია, დიდ სიხარულს მანიჭებს.
- სამუშაო იარაღებსა და მასალაზე რას გვეტყვი?
- ბევრი სახის იარაღს ვიყენებთ, გეომეტრიულ ორნამენტებს სხვა საჭრეთელი უნდა, მცენარეულს - სხვა. წიფელი ძალიან ლამაზიც გამოდის და დასამუშავებლადაც იოლია. ძვირფას მასალად ითვლება ბზა, რომლისგანაც სხვადასხვა ნივთი მზადდება.
- სად შეიძლება დასაქმდეს ამ პროფესიის ადამიანი?
- პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლოა, დასაქმდეს ავეჯის კონსტრუქტორად, ეკლესიების, რესტორნების ავეჯის მწარმოებლად, ხის საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სამზარეულოს მწარმოებლად, ხის სტატუეტების, ორნამენტებისა და ფერადი მოზაიკის მწარმოებლად. ასე რომ, ეს პროფესია უპერსპექტივო ნამდვილად არ არის.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყველაზე მძაფრი ეპიზოდების ქართველი შემსრულებლები
"როცა მიომა დიდი ზომისაა, ქალმა შეიძლება საშვილოსნო დაკარგოს"
"ყოველ დილით ოჯახს სხვადასხვაგვარ საუზმეს ვუმზადებ"
ზემო იმერეთის ულამაზესი სოფელი, ითხვისი საუკუნეებს ითვლის.
"ვაღიარებ, რომ ვყოფილვარ მარიხუანას მომხმარებელი"
ბევრი მასალა გავაფუჭე, ვიდრე კარგად ვისწავლიდი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.