ცისფერი სიხარული და ფერებიანი ემოციები
font-large font-small
ცისფერი სიხარული და ფერებიანი ემოციები
"ბუნებით მელანქოლიკი ვარ"

თიკო ბახტაძე ადრეული ასაკიდან ხატავს. საქართველოში უკვე 4 პერსონალური გამოფენა გამართა. მისი ნახატები წარმოდგენილია ჯგუფურ გამოფენებზეც არა მარტო აქ, არამედ ქვეყნის გარეთაც. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, კარავაჯოს სახელობის პრიზი გადაეცა, მისი ნახატი შესულია საერთაშორისო კატალოგში. რაც იმის დასტურია, რომ ის გამორჩეული ხელწერის მქონე ხელოვანია.


- იმ პერიოდში, როცა სკოლას ვამთავრებდი, ტანსაცმლის დიზაინერობა ძალზე აქტუალური იყო. მანამდე სულ ვხატავდი, უმეტესად - ქალებს. სამხატვრო აკადემიაში ტანსაცმლის მოდელირებაზე რომ ჩავაბარე, აღმოვაჩინე, რომ ჩემს საქმესთან ხატვა არაფერ შუაში იყო. მე ხატვა მინდოდა და არა - ტანსაცმლის კერვა, თუმცა ფაკულტეტი მაინც დავამთავრე. იყო ბევრი ცდა და აღმოჩენა. დღეს ფერწერაში ვმუშაობ.
ხატვა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. შევდივარ სახელოსნოში და აღარაფერი მესმის. შეიძლება ითქვას, ხატვისას "მომსახურების ზონიდან" ვარ გასული.
ბოლო წლებში კომპოზიციებზე გადავედი, რაც ტექნიკურად ძალიან რთული შესასრულებელია და არა მარტო ტექნიკურად. კომპოზიციას რომ წარმოვიდგენ, ნახატს თითქოს ფაზლივით ვხედავ, რომელიც უნდა ავაწყო. რაც ძალზე დამღლელია. ბოლო 3 წელია, მსუბუქ ნახატებზე ვეღარ ვმუშაობ.
- ეს მიმართულება რატომ აირჩიეთ?
- არ ამირჩევია, თავად "მოვიდა".
GzaPress
- ყველაზე ხშირად პალიტრასთან რა დროს მიდიხართ?
- სულ მინდა ვხატო. ბუნებით მელანქოლიკი ვარ, ეს განწყობა ხშირად მახატვინებს. მერე განწყობა ნახატებში აისახება. ამას გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელიც აღნიშნავს.
- თქვენს ნამუშევრებში ცივი ფერები ჭარბობს. ესეც მელანქოლიის ბრალია?
- გეთანხმები, არადა, ვცდილობ, თბილი ფერებიც გამოვიყენო, მაგრამ არ გამომდის. წლების წინ, სულ თბილ ფერებში ვხატავდი, შემოდგომის ფერები მიყვარდა, დღეს კი მიმართულება რადიკალურად შევიცვალე. არ ვიცი, მერე რა იქნება.
- ყველა ნახატით რაღაც ამბავია გადმოცემული. ერთი კონკრეტული ნახატის შესახებ მიამბეთ.
- ერთ ნამუშევარს "ღრუბლებში მოცურავე" დავარქვი. ნახატზე მამის სახეა გამოსახული. მამა გარდაიცვალა და ეს ჩემთვის ძალიან დიდი შოკი იყო. მას ვერაგი დაავადება ჰქონდა, გარდაცვალებამდეც ბევრი იწვალა. ეს ამბავი რთულად გადავიტანე. ამ ხატზე გამოსახულია ქალაქის ფრაგმენტი, თავზე ღრუბლებია, სადაც მამის სახეს ვხედავ. გემი თითქოს იძირება და ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან. ასახსნელად ცოტათი რთულია. ხელოვნება ძალიან უნდა გიყვარდეს, ასეთი დამთრგუნველი ნამუშევარი რომ შეიძინო. ამ ნახატს სხვა ნახატებში თითქოს გაგრძელებაც აქვს.
- ნახატების უმრავლესობაზე ადამიანები არიან გამოსახული. სახის ნაკვთები, კონტური იმდენად ნათლადაა გამოსახული, რომ ზოგიერთმა შეიძლება საკუთარი თავი აღმოაჩინოს?
- არა. ეს ადამიანები არავის პროტოტიპები არ არიან. გამონაკლისია "ღრუბლებში მოცურავე", სადაც მამის სახეა გამოსახული. უმეტესად ტილოზე მელანქოლია და სევდა გადამაქვს, ვიდრე - სიხარული.
- კარავაჯოს პრიზი როგორ აიღეთ?
- ეს კონკურსი მსოფლიო მასშტაბით, გამორჩეული ხელწერის მქონე მხატვრების გამოსავლენად ჩატარდა. უამრავი ნახატი იყო წარმოდგენილი. მათგან რამდენიმე საუკეთესო შეარჩიეს და კატალოგი გამოსცეს. მათ შორის ჩემი ერთ-ერთი ნახატიც მოხვდა. ამ ნახატს სახელი არ აქვს. სახელებს იშვიათად ვარქმევ.
- თქვენი ნამუშევრების უმრავლესობაზე გამოსახულია ღრუბელი. ყველა ნახატზე - ჩიტი. ამას რა დატვირთვა აქვს?
- ღრუბელი იმედის, სისუფთავის, სიწმინდის სიმბოლოა, ჩიტი - თავისუფლების. ყველა ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს. ამაზე დიდი ფასეულობა არ არსებობს. ჩემი ფერწერული ტილოების ნახვისას გაჩენილი ზოგიერთი შეკითხვა პასუხგაუცემელია. ერთ-ერთ ნახატზე წყლის სამყარო ცაშია. არ ვიცი, ასე რატომ გადავწყვიტე. ერთ ადამიანს მარტო იშვიათად ვხატავ. ამ სამყაროში იმდენი სიყალბე, უსიყვარულობა, უღმერთობა და უიმედობაა, ისე დაკარგეს ადამიანებმა ურთიერთგატანის უნარი, რომ ნახატებში თითქოს ვაჯგუფებ და ამით თანადგომისკენ და ერთად ყოფნისკენ მოვუწოდებ. ამიტომაა ჩემს ნახატებში გასაჭირში მყოფ ერთ ადამიანს ვერ იპოვი, მის გვერდით აუცილებლად არიან სხვებიც. წლებია, სოციალურ ქსელში არ შევდივარ, ხალხი ნეგატივის ზღვასა და აგრესიაში იხრჩობა, სულ ერთმანეთს განიკითხავენ.
GzaPress
- დამეთანხმებით, ყველა ემოციას თავისი ფერი აქვს. თქვენთვის სიხარული რა ფერია?
- ცისფერია.
- ბედნიერება?
- ესეც ცისფერია, ოღონდ იასამნისფერში გადასული.
- სიყვარული?
- ის აუცილებლად წითელია.
- იმედი?
- ძალიან ღია, სითეთრისკენ წასული ცისფერია. სითბოს ყვითელი ფერი აქვს.
- მხატვრები, რომლებიც გამორჩეულად გიყვართ, ვინ არიან?
- ვან გოგი და სალვადორ დალი. მათი შემოქმედება ჩემთვის ძალზე ძვირფასი და საინტერესოა.
- წარმატებებს გისურვებთ!
- გმადლობ.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.