ტრავმის მიუხედავად მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული
font-large font-small
ტრავმის მიუხედავად მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული
ქართველმა ძალოსანმა, ირაკლი ჩხეიძემ ფიჯის დედაქალაქ სუვაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი - ასეთია მისი მონაპოვარი (ირაკლი ჩხეიძემ ატაცში 162 და 167 კილოგრამი დასძლია, რომლითაც მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
ოქროს მედლები აკვრაში მიიღო 199 და 204 კილოგრამის დაძლევის შედეგად და ორჭიდში დაგროვილი 371 კილოგრამით). სპეციალისტები ირაკლის მნიშვნელოვან სპორტულ კარიერას უწინასწარმეტყველებენ და ერთ-ერთ პერსპექტიულ სპორტსმენად ასახელებენ. წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული ჩემპიონი მშობლიურ კუთხეში გაემგზავრა დასასვენებლად, თუმცა, "გზის" რამდენიმე შეკითხვაზე პასუხი მაინც მოახერხა.


GzaPress- ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში დავიბადე და გავიზარდე. მამა ხელოსანია, დედა დიასახლისი. ერთი უფროსი ძმა - გოგა მყავს. ბიძაჩემი ძალოსანი იყო და ბავშვი რომ ვიყავი, სულ ვაკვირდებოდი და ვინტერესდებოდი მისი ვარჯიშით. 10 წლისამ დავიწყე მომზადება. შემდეგ ბათუმში ჩატარებულ ღია პირველობაზე ოქროს მედალი ავიღე. ეს ჩემი პირველი წარმატება იყო. ჩემი მწვრთნელი, ბეჟან ჭიჭინაძე ხშირად მიყვებოდა ოლიმპიურ ჩემპიონებზე და მეც მინდოდა, წარმატებული გავმხდარიყავი. ეს ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო. სოფელში ძალოსნობის გარდა, სპორტის სხვა სახეობა არ იყო განვითარებული. მახსოვს, ერთხელ ვიღაცამ კარატეს წრე ჩამოაყალიბა. ცოტა ხანს კარატეზე ვიარე, მაგრამ მერე ისევ ძალოსნობა ვარჩიე.
- 2 ოქრო და 1 ვერცხლი. როგორი იყო წინა ეტაპი ფიჯიზე გამგზავრებამდე და მზადების პროცესი?
- წელს აპრილში ბათუმში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მუხლის ტრავმა მაწუხებდა და 2 თვე დავისვენე. მერე მოვემზადე და ისე გავემგზავრე მსოფლიოზე. მართალია, მუხლი მაწუხებდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი იყო და მაინც ვვარჯიშობდი. უწინ 370 კილოზე მეტი შედეგიც მაქვს მიღებული - 390 კილო. უბრალოდ, ახლა ფეხის ტკივილის გამო, მეტის აწევა ვერ შევძელი. სამ თვეში, 20-23 წლის ასაკის სპორტსმენთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომელზეც 3 ოქროს მოპოვება მაქვს გეგმაში.
GzaPress
- როგორც ჩანს, ბიძათქვენის გამო დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით. თქვენს წარმატებულ სპორტულ კარიერაში დიდი წვლილი ვის მიუძღვის?
- ზუგდიდიდან თბილისში 2014 წელს გადავედი სავარჯიშოდ და ჩემი მწვრთნელი ზურაბ ანთაური გახდა. მან გამოთქვა სურვილი, ავეყვანე და ვევარჯიშებინე. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში. ის დღესაც ჩემი პირადი მწვრთნელია და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველაფრისათვის.
- ვარჯიშის გარდა, როცა თავისუფალი დრო გრჩებათ, რას აკეთებთ?
- მანქანით სეირნობა მიყვარს. შინ კატა და სამი ძაღლი მყავს. ქართული ნაგაზი და ორი მონადირე. სოფელში ზოგჯერ ვნადირობ იხვზე, მწყერზე, სეზონს გააჩნია.
- მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული, მშობლიურ სოფელში წახვედით. ეს ის ადგილია, სადაც დასვენებასა და ძალების აღდგენას ახერხებთ?
- დიახ, აქ ვისვენებ. თუმცა, ამ ხნის განმავლობაშიც ვვარჯიშობ, რომ ფორმიდან არ ამოვვარდე. უბრალოდ, ფეხის ტრავმის გამო, შედარებით მსუბუქად და ნაკლები დატვირთვით.
- ირაკლი, ყოფილი თუ მოქმედი სპორტსმენებიდან ვინ არის თქვენთვის მისაბაძი?
- წინა წლებიდან ასეთები იყვნენ: კახი კახიაშვილი და გიორგი ასანიძე, ხოლო ახლა ჩემთვის მისაბაძი სპორტსმენი და ადამიანი ლაშა ტალახაძეა.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცხოველების ქომაგ ქალბატონს დახმარება სჭირდება
"ულამაზესი აქსესუარებით ბავშვებს წიგნებსა და კითხვას ვაყვარებ"
"ძაღლმა 3-4 ადამიანი დაკბინა და ვიღაც მაინც ამტკიცებს, რომ ის აგრესიული არ არის"
სიკეთე - თბილისის კლასიკური გიმნაზიის სახელით
გადავწყვიტე, გარკვეული პერიოდი ძველი პროფესიის ქაოსს გავრიდებოდი
"ბრძოლამ მომიწია ჩემზე ასაკით უფროსთან, თან 15 კილოთი მეტი იყო"
როცა კომპლიმენტი ოცნებების ახდენის ძალას გაძლევს
თაფლის სანთელი ბუნებრივი ანტისეპტიკია
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.