"პუტინი სულ ჩასაფრებულია, რადგან საქართველოს წინსვლა და აყვავება არ უხარია. საბაბს ელოდა და ეს საბაბი თავად მივეცით"
font-large font-small
"პუტინი სულ ჩასაფრებულია, რადგან საქართველოს წინსვლა და აყვავება არ უხარია. საბაბს ელოდა და ეს საბაბი თავად მივეცით"
"ყოველთვის, როდესაც რუსები საქართველოში ჩამოდიან და ცდილობენ, ქართველი გიდები რაღაცით მაინც გააღიზიანონ, ჩვენები ყოველთვის კორექტულად პასუხობენ"

საქართველოში არსებულ დაძაბულ სიტუაციას, რაც ჩვენს ქვეყანაში, პარლამენტის სპიკერის სავარძელში რუსეთის დუმის დეპუტატის - სერგეი გავრილოვის გამოჩენიდან დაიწყო, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის - ბევრი ცნობილი სახეც. ზოგმა საკუთარი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირა, ზოგმა - ცოტათი თავშეკავებულად. გადავწყვიტე, რამდენიმე მათგანის აზრი მკითხველისთვის გამეზიარებინა...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

ნინო მუმლაძე, მსახიობი:

"ალბათ ცხადზე ცხადი იყო, რომ ჩვენს ერს აუცილებლად ხმა უნდა ამოეღო და არ მიეცა რუსეთისთვის საბაბი, რომ ჰგონებოდათ, ასე მარტივად და უპრობლემოდ შემოვიდოდნენ თავიანთი ჩექმით. მეორე ფაქტი, რამაც ჩემში პროტესტი გააღვიძა, ქართველი სპეცრაზმელების საქციელი იყო: მესმის რუსეთის პოლიტიკა, ამ ქვეყნის ინტერესები, ვიცი, პუტინი ვინ არის, მაგრამ ვერასოდეს გავიგებ, როგორ შეიძლება, ქართველმა სპეცრაზმელმა ახალგაზრდა ქართველ გოგოს და ბიჭს მიზანმიმართულად ტყვია ესროლოს და დაასახიჩროს..."

"ყოველთვის, როდესაც რუსები საქართველოში ჩამოდიან და ცდილობენ, ქართველი გიდები რაღაცით მაინც გააღიზიანონ, ჩვენები ყოველთვის კორექტულად პასუხობენ. ერთი ეპიზოდის შესახებ გიამბობთ, რომელიც მეამაყება: ერთ-ერთი ტურის ჩატარებისას, რუსმა ტურისტებმა საქართველოში დაბადებულ-გაზრდილ გიდს ჰკითხეს, - რუსული წარწერები რატომ არ გაქვთო? ამ ბიჭმა რუსი ტურისტები იმ კედელთან მიიყვანა, სადაც რუსულად ეწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია - რუსული წარწერები ძალიან რომ გინდათ და მთხოვთ, აი, რუსულად წერია და იკითხეთო..."

ლიზა ვადაჭკორია, ტელეწამყვანი:

"იმას, რომ საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ჩვენი პროტესტი უნდა გამოგვეხატა, აბსოლუტურად ვეთანხმები, თუმცა შემდეგ პარლამენტში შეჭრის მცდელობა და პოლიციის მიერ აქციის მონაწილეთა დარბევა, უკვე აშკარად ზედმეტი იყო. პუტინი სულ ჩასაფრებულია, რადგან საქართველოს წინსვლა და აყვავება არ უხარია. საბაბს ელოდა და ეს საბაბი თავად მივეცით, რადგან ლოზუნგები, მოდი, ვთქვათ, არა მხოლოდ ანტიპუტინური, ანტირუსულიც იყო..."

"ტურისტს ნუ ვებრძვით, ვებრძოლოთ პუტინს, პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. ნუ ვიგონებთ ისეთ სისულელეებს, როგორიც რესტორანში რუსი ტურისტებისთვის 20%-ით მეტი გადასახადის დაწესებაა. ეს სრული მარაზმია... დაბოლოს, დღეს შექმნილ სიტუაციაში დამნაშავე ის არის, ვინც დაპატიჟა, შემოუშვა და პარლამენტში დასვა რუსეთის დუმის დეპუტატი. ამას მეც კატეგორიულად არ მივიღებ და არც ის ტურისტი, ვისაც ველაპარაკე. ერთ რუს ტურისტსაც არ უთქვამს, პუტინი "გვევასებაო"..."

თამთა შედანია, მოდელი:

"მინდოდა, უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული სტატიები სოციალურ ქსელში ჩემი მეგობრებისთვის გამეზიარებინა, რათა ასე ვთქვათ, საზღვარგარეთ საქართველოს გაპიარებაში მოკრძალებული წვლილი შემეტანა. ჩვენი ქვეყნის შესახებ რაც უფრო მეტი კამპანია იქნება და უცხოურ ჟურნალებში, ელექტრონულ გამოცემებში სტატიები დაიბეჭდება, უკეთესია. პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ საქართველოში რუსეთის გავლენა ძალიან ცუდია..."

რუსკა ქარქაშაძე, მსახიობი:
"ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების მჯერა და ზაფხულის საქართველოში გატარებასთან დაკავშირებულ კამპანიებს მაქსიმალურად მხარს ვუჭერ. ისეთი ლამაზი ადგილები, ბუნება, კლიმატი გვაქვს, რომ დარწმუნებული ვარ, უამრავი ტურისტი ჩამოვა და ჩვენს ძალიან მაგარ ქვეყანას იხილავს. დიდი სტუმართმოყვარეობით ველოდებით. ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ ზაფხული საქართველოში გავატაროთ, სხვადასხვა კუთხეში ვიმოგზაუროთ და დავისვენოთ. ჩემი რამდენიმე უცხოელი მეგობარი დაახლოებით 10 დღეში ჩამოვა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 27 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.