"იქ, სადაც ტაძარი იდგა, დღესაც ეკლესია უნდა იდგეს"
font-large font-small
"იქ, სადაც ტაძარი იდგა, დღესაც ეკლესია უნდა იდგეს"
პარაფსიქოლოგი - პარლამენტის შენობის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე...

მას შემდეგ, როგორც კი ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზით ხალხი პარლამენტის შენობასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბება, მაშინვე საზოგადოების ნაწილი წარსულს იხსენებს. ბევრი ფიქრობს, რომ მრავალი უბედურებისა და სისხლის ღვრის მიზეზი, რაც კი ამ ადგილას მომხდარა და სამწუხაროდ დღესაც ხდება, შენობის საძირკველში მოქცეული ტაძრის ნაშთებია. ალბათ თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც სმენია ფრაზები იმის შესახებ, რომ ტაძრის ადგილას აგებული ნებისმიერი შენობის ბედი წარუმატებლობისთვისაა განწირული, რომ პარლამენტის შენობა და მის გარშემო ტერიტორია სამუდამოდაა დაღდასმული და ავბედითი მოვლენების ეპიცენტრი მისი უარყოფითი აურის გამოა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებობს წმინდა მამა გაბრიელის (ურგებაძე) ჩანაწერიც, რომლის თანახმად ვიგებთ, რომ ამ ეკლესიის ქვები ფუნიკულიორზეც აიტანეს და მშენებლობისას გამოიყენეს: "...სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება".

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

დავით ბუტიკაშვილი:
"დედამიწაზე არსებობს გარკვეული ადგილები, რომლებსაც ჩვენ გეოპათოგენურ ზონებს ვუწოდებთ. ასეთ ადგილებში ენერგეტიკული ნაკადი დედამიწასა და კოსმოსს შორის გაძლიერებულია. გეოპათოგენური მათ იმიტომ ჰქვია, რომ ადამიანის ასტრალური სტრუქტურა ამ ზონებში არსებულ ენერგეტიკულ სტრუქტურას არ ემთხვევა. ამიტომ, თუ ადამიანი ასეთ გეოპათოგენურ ზონაში ცხოვრობს, ეს გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობასა და ცხოვრებაზე. გეოპათოგენურ ზონაში არათუ სახლისა და ნებისმიერი შენობის მშენებლობა, ცხოველის გაჩერებაც კი არ შეიძლება..."

"ერთადერთი გამონაკლისი კატაა, რომელიც საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს გეოპათოგენურ ზონაში და მიგვანიშნებს, სად არის ეს ზონა, ძაღლი კი პირიქით, ასეთ ზონებს გაურბის..."

"არ არის გამორიცხული, რომ გეოპათოგენური ზონა ამ სახლებისა და კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამიტომ ვამბობ, რომ სასურველია, მშენებლობამდე ბიოლოკაციური მეთოდით განისაზღვროს, რამდენად ბევრია იქ პათოლოგიური ზონები. ამის განსაზღვრა მარტივია, ორივე ხელში იჭერენ ვაზის ლერწს. როცა გეოპათოგენურ ზონას უახლოვდები, ის ბრუნვას იწყებს და დაბლა იხრება..."

"ეკლესიის ადგილას პარტიული თავშეყრის ადგილებსა და კლუბებს აარსებდნენ. ეს იმისთვის იყო გამიზნული, რომ იქ შესულ ადამიანს ყოველგვარი დადებითი პიროვნული თვისება დაეკარა და ასეთ ადგილას ადამიანის მართვა გაცილებით მარტივია..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 27 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.