როგორ აქცია ნათია ცერცვაძემ ჰობი პროფესიად
font-large font-small
როგორ აქცია ნათია ცერცვაძემ ჰობი პროფესიად
"პრე­ზი­დენ­ტ­საც დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი აქვს ჩე­მი ნა­კე­თო­ბე­ბი"

31 წლის ნათია ცერცვაძემ აქსესუარების კეთება დაიწყო. პროფესიით ექთანი მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, ეს საქმე ასე თუ გაიტაცებდა, ჩანთების კერვას დაიწყებდა და დიდ წარმატებასაც მიაღწევდა. ნათიას საქმიანობაში აქტიურად ეხმარებიან მეუღლე და შვილები.


- 15 წლისამ მედდად დავიწყე ქუთაისში მუშაობა. სკოლის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო სამსახურში, ქუთაისის საკრებულოში მიწვეულ სპეციალისტად ვმუშაობდი. ვგიჟდები ჩემს პროფესიაზე. დღესაც, საახლობლოში თუ ვინმეს რამე გაუჭირდება, ყველა მე მთხოვს დახმარებას.
- თუმცა, სულ სხვა სფეროში გააგრძელე საქმიანობა, რატომ?
- მე და ჩემს მეუღლეს ოჯახური ბიზნესი გვქონდა და გავკოტრდით. არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოვჩნდით და ბუნებრივია, განვიცდიდი. მოკლედ, ერთ დღეს თმა ძალიან მოკლედ შევიჭერი და იმდენად არ მომიხდა, ჩემს მეგობარს დავურეკე და ვთხოვე, ცხელი წებოს "პისტოლეტი" წამოეღო, რამე აქსესუარს თვითონ გავაკეთებ-მეთქი. არასდროს მომწონდა ბანალური რამეები. ძველი მაქმანები მქონდა და იმით გავაკეთე თმის სამაგრი. ვინც ნახა, ყველას მოეწონა. მეორეს ჩემი შვილისთვის გავაკეთებ-მეთქი, ვიფიქრე. ასე დავიწყე, ვიყენებდი ძველ მაქმანებსა და ფარდის ნაჭრებს, ოღონდ სანთლის ცეცხლზე ვწვავდი. ვაკეთებდი ბროშებს, სხვადასხვანაირ თმის სამაგრებს. არასდროს დამავიწყდება, ვინც პირველად შეიძინა ჩემი ნამუშევარი. სადაც მაქმანებს ვყიდულობდი, იქ გამყიდველებს ძალიან მოეწონათ და ერთ-ერთმა მთხოვა, მისთვისაც დამემზადებინა. ამან სტიმული მომცა, რომ სხვებსაც მოეწონებოდათ. ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, გამოფენაა ბეთლემის ეკლესიასთან, ცნობილი დიზაინერები შეიკრიბებიან და შენც მოდიო. მახსოვს, 3 ნივთი გავყიდე და თავი მილიონერი მეგონა (იცინის). იქ გავიცანი გოგონები, რომლებმაც მითხრეს სხვა გამოფენების შესახებაც. 26 მაისს ყვავილების ფესტივალზეც ვიყავი და 500 ლარის ღირებულების ბროშები, საყურეები, სამაგრები გავყიდე. 2014 წელი იყო და მაშინ იშვიათად აკეთებდნენ ასეთ ნივთებს. მოკლედ, ასე იქცა ჩემი ჰობი პროფესიად.
GzaPress
- ჩანთების კერვა როგორღა დაიწყე?
- ჩემს მეგობარს ფეხსაცმელების საამქრო ჰქონდა და ვთხოვე, თუ ნარჩენი ტყავები გექნება, მომეცი-მეთქი. მის ლოცვაში არ დავიღლები. მაშინ მასალის შესაძენი ფული არ მქონდა. არტ-გენი მოდიოდა, სადაც ეს ტყავები წავიღე, ექსპრომტად იქვე რომ მემუშავა. მაშინ გავაკეთე ფოთლის ფორმის საყურე, რომელიც დღემდე აქტუალურია. იქვე გავაკეთე პატარა ჩანთებიც, ბევრს მოეწონა და ამის შემდეგ ჩემი მეუღლე სულ მეუბნებოდა, ჩანთების კერვა დამეწყო. თავიდან ვერ წარმოვიდგინე, როგორ ან რანაირი უნდა შემეკერა, რომ მოსწონებოდათ, მაგრამ ესეც გავბედე - სტიმული მომცა იმან, რომ ჩემი აქსესუარების წასაღებად უკვე სახლში მაკითხავდნენ. ამიტომ გადავწყვიტე მაღაზიის გახსნა. ჩემი მეუღლეც თავისთავად ჩაერთო ჩემს საქმიანობაში, ხან რაღაც გამომიჭრა, ხან სხვა რამეში მომეხმარა და ბოლოს გადაწყვიტა, მთლიანად ამ საქმეში ჩაფლულიყო. ერთი პერიოდი მხოლოდ ჩანთებს ვაკეთებდი და მომხმარებლებმა გამიპროტესტეს, რატომ სამკაულებს - საყურეს, ბროშებს, "აბადოკებს" აღარ აკეთებო? ბევრ მხატვარს უკითხავს ჩემთვის, რომელ წელს დაამთავრე სამხატვრო აკადემია, ფერთა საოცარი შეხამებააო. არადა, საერთოდ ვერ ვხატავ.
- როგორც ვიცი, აქტიურად მუშაობთ ექსპორტზეც, რომელ ქვეყნებში გაგაქვთ თქვენი ნამუშევრები?
- გაგვაქვს ჰოლანდიაში, ბელგიაში, უკრაინაში, ვგზავნით მოსკოვშიც. გავამხელ, რომ ამერიკაშიც ვაპირებთ ჩვენი მაღაზიის გახსნას, მოლაპარაკების პროცესში ვართ. ჰოლანდიელებს ღვინის ფესტივალზე უნახავთ ჩვენი შეკერილი, ღვინის ბოთლის ჩასადები ჩანთები, მოსწონებიათ და თვითონ დაგვიკავშირდნენ. სადაც უნდა წავიდე, მალტა და იქ მიღებული შთაბეჭდილებები არასდროს დამავიწყდება. ჯერ ერთი, რომ ულამაზესია და მეორეც, იქაურებს ძალიან მოეწონათ ჩვენი ნამუშევრები, აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ - გამოფენა-გაყიდვის შემდეგ სასტუმროში მაკითხავდნენ, კიდევ თუ გაქვთ რამეო, საოცარი იყო... უკრაინაში საქართველო-უკრაინის დღეებზე გახლდით მიწვეულები. ტრადიციული რეწვის ასოციაციაში ვართ გაწევრებული და აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა გამოფენაში საქართველოს მასშტაბით, მიგვაქვს მასალებიც და სადაც არის ამის საშუალება, მასტერკლასებს ვატარებთ. ივლისში დაგეგმილია ფესტივალი რაბათში - იქნება სახელოსნოების გამოფენა, იქაც მასტერკლასები გვექნება მე და ჩემს მეუღლეს. სექტემბერში კი გერმანიაში მივდივართ. გამოფენას ქართული ღვინის სახლი აწყობს, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული თიხა, ტიხრული მინანქარი...
GzaPress
- ნათია, როგორ ფიქრობ, ასეთი წარმატება რამ განაპირობა?
- ტყავის ნივთებს ნატურალური ქვებით, ლითონებით ვაწყობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღემდე არავის აქვს მსგავსი. არც ინტერნეტიდან ვიღებ ნიმუშებს, ყველაფერი - სამკაულები, ჩანთები, ჩემი ინსპირაციითაა შექმნილი. ვფიქრობ, წარმატების მიზეზი ესეც არის.
- და რა ხდება შენთვის ინსპირაცია, მუშაობის პროცესზეც მითხარი რამე?
- გადმოვიღებ ტყავს და მისი დაბოლოება მკარნახობს, რას გავაკეთებ, ის არის ჩემი ინსპირაციის წყარო, დანარჩენს უკვე მოდელი მკარნახობს. მუშაობაში ძალიან მეხმარებიან ლუკა, ნუცა და მართა. საფულეებს, საპასპორტეებს, ჩანთის გვერდებს კერავენ, შრომის ფასი უკვე იციან და სხვათა შორის, მათი შრომა ანაზღაურებადია.
- გამორჩეული კლიენტები თუ გყავს?
- ძალიან ბევრი. ოპერის ბევრ მომღერალს აქვს ჩემი შეკერილი ქეისი, მაგალითად, ანიტა რაჭველიშვილს. გოჩა კაპანაძეს ვუკერავთ ჩანთას, ხშირად გვსტუმრობს შაინინა, მას ბევრი ჩემი აქსესუარი აქვს, ასევე მსახიობებს - მაკა ძაგანიასა და სალომე შარვაძეს, ხათუნა ბოკუჩავას, და კიდევ ბევრს, ვერ ვიხსენებ ყველას. ახლანდელ პრეზიდენტსაც დათვალიერებული აქვს ჩემი ნაკეთობები, თუმცა არაფერი შეუძენია.
- სამომავლო გეგმებზე მითხარი, საუბრისას ახსენე, რომ რაღაც სიახლეები გექნება ახლო მომავალში...
- სულ მალე სახლში მექნება სახელოსნო, მივიღებ ტურისტებს და ჩავუტარებ მასტერკლასებს, ასევე დავაგემოვნებინებ ტრადიციულ კერძებს, მაგალითად, ხაჭაპურს, შქერის ფოთლებში კეცზე გამომცხვარ მჭადს - ბებიაჩემისგან მაქვს ნასწავლი, საოცარი გემო აქვს. ასე რომ, წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ მელის...
- წარმატებები!
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სიკეთე - თბილისის კლასიკური გიმნაზიის სახელით
გადავწყვიტე, გარკვეული პერიოდი ძველი პროფესიის ქაოსს გავრიდებოდი
"ბრძოლამ მომიწია ჩემზე ასაკით უფროსთან, თან 15 კილოთი მეტი იყო"
როცა კომპლიმენტი ოცნებების ახდენის ძალას გაძლევს
თაფლის სანთელი ბუნებრივი ანტისეპტიკია
"არ შეიძლება ერთ პატარა საქართველოში ხალხი კუთხეების მიხედვით დაყო..."
"თვითონ იაპონელებმაც არ იციან ყველა იეროგლიფის დაწერა. მე დაახლოებით 600 ვისწავლე"
მარი ბორძიკაშვილი 2018 წლის ზაფხულიდან სხვადასხვა აქსესუარს ქმნის.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.