"15 წლის ბავშვს, რომელსაც დედაქალაქში არავინ მყავდა, მარტოს მომიწია ფეხის ადგმამ..."
font-large font-small
"15 წლის ბავშვს, რომელსაც დედაქალაქში არავინ მყავდა, მარტოს მომიწია ფეხის ადგმამ..."
2 ოქროს, 1 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი - ასეთია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შედეგი ევროპულ თამაშებზე

2 ოქროს, 1 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი - ასეთია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შედეგი ევროპულ თამაშებზე. მედლების მფლობელები გახდნენ: ოქრო - ლუხუმ ჩხვიმიანი, გურამ თუშიშვილი; ვერცხლი - ვარლამ ლიპარტელიანი, ბრინჯაო - ამირან პაპინაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ლუკა მაისურაძე. ჩვენი რესპონდენტი მინსკიდან წარმატებით დაბრუნებული 26 წლის ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანია.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მესტიის რაიონის სოფელ ლაყვრში დავიბადე და გავიზარდე. ეს მიკარგული ადგილია, რომლის შესახებ ბევრმა სვანეთში მაცხოვრებელმაც არ იცის... იმ ადგილას ჩემი ოჯახის გარდა, არავინ ცხოვრობდა. ჩვენგან 5 კილომეტრის რადიუსში იყო 30 ოჯახი და ჩვენგან ყველაზე ახლოს 2 კილომეტრის მოშორებით 4 ოჯახი ცხოვრობდა, ანუ ირგვლივ მეზობელი არ მყავდა..."

"15 წლის რომ გავხდი, "ჭაბუკების საქართველო" მოვიგე. ამ გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად უნდა წამოვსულიყავი თბილისში, სადაც ნაკრებთან ერთად უნდა მევარჯიშა. თბილისში სახლი არ გვქონდა, ამიტომ მე, ჩემმა ძმამ და კიდევ ორმა სპორტსმენმა მეგობარმა ერთად, ჩვენი ნათესავის სახლში დავიწყეთ ცხოვრება და ოჯახები, როგორც შეეძლოთ, შორიდან გვეხმარებოდნენ. 15 წლის ბავშვს, რომელსაც დედაქალაქში არავინ მყავდა, არავის ვიცნობდი, არც გზა ვიცოდი, მარტოს მომიწია ფეხის ადგმამ..."

"ყველაფერი დავძლიე და სპორტს თავი არ დავანებე. ბევრი შეჯიბრება წამიგია, იყო იმედგაცრუება, მიფიქრია თავის დანებებაზეც, მაგრამ ამ აზრებს მაინც სძლევდა ხოლმე იმედი და გამარჯვების ჟინი. ვფიქრობდი ხოლმე, სადაც აქამდე მოვედი, კიდევ უფრო შორს უნდა წავიდე-მეთქი (იღიმის). სწორედ ეს მაძლიერებდა, ეს ფიქრები ყველაზე დიდ მოტივაციას მაძლევდა, რომ მომეხერხებინა დიდ სპორტში ერთი-ორი ნაბიჯის გადადგმა, რათა "დამეწერა" ჩემი პატარა ისტორია..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 4 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.