საათი კარლო და ორი სქესის საათები
font-large font-small
საათი კარლო და ორი სქესის საათები
ფასი სიძველის მიხედვით დაედო და ასევე იმის, თუ ვინ იყო ხელოსანი

5 წელიწადში სხვადასხვა ქვეყანაში დამზადებული 200-ზე მეტი საათი შეაგროვა. ნაწილს შინ ინახავს, ნაწილს თეატრში, ნაწილს კი - მეგობრის სახლში. მათზე თავად ზრუნავს, შლის, ზეთავს, ლაქით ფარავს და როგორც თავად ამბობს, ეს საქმე დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ამშვიდებს კიდეც. ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ ირაკლი გოგიას საათების კოლექციაზე სასაუბროდ თეატრში ვესტუმრე. ამ ნივთების დათვალიერების შემდეგ ვიფიქრე, რომ თუ საათები ერთ ცალკე სივრცეში განთავსდება, თეატრში მისული დამთვალიერებელი საათების მუზეუმის სტუმარიც გახდება. თუმცა, ეს უბრალოდ ჩემი იდეაა, არ არის გამორიცხული, კოლექციის მფლობელმა სამომავლოდ ამაზეც იფიქროს.


- ირაკლი, როგორ საათებს აგროვებთ?
- აუცილებელი პირობებია: სიძველე, უნდა იყოს მექანიკური, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაშია წარმოებული და ვიზუალურადაც უნდა მომეწონოს. ვიზუალური თვალსაზრისით კრიტერიუმები სხვადასხვაგვარია. მაგალითად, ნიუ-იორკის გარეუბანში ჩინელი კაცი ყიდდა საათს, რომელიც მომეწონა. გზავნილს არ მიკეთებდა, რა არ ვცადე, ბოლოს ბიძაშვილი მივაგზავნე, ის 400-500 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს და მან გამომიგზავნა საათი საქართველოში.
GzaPress
- როგორ და როდის დაინტერესდით კოლექციონერობით?
- ბავშვობიდანვე მქონდა რაღაცების შეგროვების ინტერესი, თუმცა, ამოჩემებაც ვიცი. შევაგროვებ ერთი და იმავე სახეობის ნივთს, ბოლოს, შეიძლება რაღაცაზე გავბრაზდე და ყველა გავაჩუქო.Aამ ყველაფერში ვდებ როგორც დიდ ენერგიას, ასევე ფინანსებს. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს კოლექციაში არსებული საათები ძვირად ღირებულია, მაგრამ სიძველის მიხედვით აქვთ მათ თავიანთი ფასი. მაგალითად, მაქვს ტეხასის შტატის ევანგელისტური ტაძრის საათი, რომელიც 1849 წლით თარიღდება. ასევე "პირკენტონების საათი", რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი. ის მოვლილია და კარგად მუშაობს. ჩემი შვილები საათებს სახელებს არქმევენ. მაგალითად ერთს, რომელიც დაახლოებით 150 წლისაა, კარლო ჰქვია. ზოგი საათი ქალია, ზოგი - კაცი. რაც შეეხება იმას, თუ როგორ დავიწყე კოლექციის შეგროვება, ამასაც გეტყვით: სპექტაკლის - "აივანი" დადგმის დროს, დამჭირდა საათი. თეატრს თუ სურს რაიმეს შეძენა, ეს არა თეატრის სახსრებით, არამედ ჩვენი ჯიბიდან ხდება. სწორედ ასე შევიძინე მშრალ ხიდზე კედლის საათი. გაფუჭებული იყო და შევაკეთე. სპექტაკლში გამოვიყენე, მაგრამ მერე შევცვალე. ამის მერე დავიწყე საათების შეგროვება და ნელ-ნელა მათი რიცხვი გაიზარდა. დღეს მსოფლიოს მასშტაბით უამრავი აუქციონი იმართება და ინტერნეტით შეიძლება მათი გამოწერა, თუმცა, ბოლო 5 თვეა, თავი დავბლოკე და არაფერი მიყიდია. ბევრი საათი დამიგროვდა, რომელიც ჯერ ყუთიდან არ ამომიღია და არ გამიწმენდია, თუმცაღა ეს საქმე სიამოვნებას მანიჭებს, მამშვიდებს კიდეც. საათებს ვშლი და ვაწყობ, ზოგჯერ ამას შეიძლება რამდენიმე დღეც დასჭირდეს, მაგრამ თუ ვერ ავამუშავე, დასახმარებლად მეგობარ მესაათეს მივმართავ. არ მიყვარს მისი დახმარება, მირჩევნია, თავად გავართვა თავი (იღიმის). საათების სამუშაოდ ცხოველის ძვლის ზეთია საჭირო. კბილანები თუ არ დაიზეთა, გაფუჭდება და მის გარეშე ვერ იმუშავებს. გარეგნული მხარის გარდა, ძალიან საინტერესოა საათების მექანიზმი. მეტაფორაა "საათივით აწყობილი" და ასეცაა, საათი პატარა სახელმწიფოა, თავისი სამინისტროებით.
GzaPress
- კარლო ყველაზე ძველია თქვენს კოლექციაში?
- სამი საათი მაქვს დაახლოებით ერთი ასაკის და მათ შორის სხვაობა მხოლოდ 5-10 წელია. აბსოლუტურად ყველა საათს აწერია დამზადების თარიღი. მაქვს ამერიკული, გერმანული, ინგლისური და განსაკუთრებით მიყვარს ფრანგული კედლის საათები. თეატრშივე მაქვს 7-8 საბჭოთა პერიოდის საათი, ყველა მუშაობს, მაგრამ დიდი ხმა აქვს და გაჩერებულია. რუსეთში კარგი ხარისხის საათებს ამზადებდნენ. არსებობდა ორლოვსკის საათების ფაბრიკა, იქ დამზადებული საათები "ოჩეზე", განსაკუთრებული ხმით გამოირჩეოდა, რადგან მაშინდელი ხელოსანი მათ ეკლესიის ზარების ხმას ამსგავსებდა, მაგრამ ანონიმური წერილის საფუძველზე, სადაც მინიშნებული იყო, რომ ის სპეციალურად აყენებდა ეკლესიის ზარების ხმას, დასაჯეს. "ოჩეზე" შემდეგ ფირმა "იანტარად" გადაკეთდა და შემდეგ წლებში ამ ფაბრიკის წარმოებული საათები უფრო ცუდი ხარისხის იყო.
GzaPress
- რაოდენობრივად ყველაზე მეტი საათი სად გაქვთ?
- შინ. თავიდან ძალიან ძნელად მიიღეს ჩემი გატაცება, მაგრამ მერე, როცა ძალიან გადაიტენა სახლი და ნაწილის თეატრში წამოღებას ვაპირებდი, აღარ გამომატანეს. შინ მაქვს ასევე მუსიკალური ზარდახშები. ზარდახშა რომელი კომპოზიტორის მელოდიასაც უკრავს, იმ კომპოზიტორის ბიუსტითაა. თუმცა, ასეთი ზარდახშა ბევრი არ მაქვს.
- რა ხის მასალისგანაა საათები დამზადებული და რას აკეთებთ, ჭია რომ არ გაუჩნდეს?
- საათები დამზადებულია ბლის, კაკლის, ვაშლის ხისგან. ჭია აუცილებლად გაუჩნდება, თუ სადმე ლაქი გადასძვრა, ამიტომ უნდა მოვლა. საათს ფასი არა აქვს, თუ რომელიმე მისი ნივთი დაკარგული ან გატეხილია.
- დღეს თბილისში მშრალ ხიდზე გასაყიდად ძველი საათები კიდევ გამოაქვთ თუ ამოიწურა?
- სულ უფრო ნაკლებად. მშრალ ხიდზე ძირითადად რუსული საათები იყიდება. იშვიათად ნახავთ ევროპულს. რამდენიმე ნივთი მაქვს მშრალ ხიდზე ნაყიდი, მათ შორის რუსული საათი, გარდერობის ფორმის, რომელიც სულ მინდოდა მქონოდა. კარგ მდგომარეობაში წავაწყდი და შევიძინე. ინტერნეტმაღაზიებსა და აუქციონებზე იშვიათად, მაგრამ მაინც ნახავთ ძველ უხმარ საათებს, ყუთებში შეფუთულს. ისინი 80-90 წლის წინაა დამზადებული. 15-მდე ასეთი საათი მაქვს.
GzaPress
- ყველაზე მინიატიურული ზომის რომელია?
- ასეთი ძველი მაღვიძარაა. სამწუხაროდ, არ მუშაობს, დაზიანებულია და ვეღარ იმუშავებს. საზღვარგარეთ რომ დავდივართ, თან დამაქვს 2 პატარა ზომის მაღვიძარა. ფრენისას მათ ხელჩანთაში ვინახავ. ერთია ის, რომ ყოველთვის მინდა საათი მქონდეს, რადგან მას გარკვეული ენერგეტიკა აქვს და მომწონს და მეორე ის, რომ გაღვიძებაში მეხმარება.
- ინტერნეტმაღაზიებსა და აუქციონებზე თუ შეხვედრიხართ ისეთ საათს, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებულია?
- რა თქმა უნდა, ბევრი ძვირად ღირებული ნივთია, მათ შორის მილიონად შეფასებული და ზოგჯერ მეტადაც. ასეთი ძვირად ღირებული საათი ბევრია ჰოლანდიაში, კერძო კოლექციებში. მათ ეს ფასი სიძველის მიხედვით დაედო და ასევე იმის, თუ ვინ იყო ხელოსანი. ზოგიერთს ცნობილი მხატვრის მიერ მოხატული ციფერბლატი აქვს ან ოქროს დეტალები, ან მექანიზმის ნაწილია ძვირფასი ლითონის.
- დაბოლოს, თუ გაქვთ თვალი დადგმული რომელიმე საათზე, რომელიც ძალიან ძვირი ღირს...
- კი, როგორ არა. 3 წელია, ამსტერდამში იყიდება ერთი საათი, რომელიც ძალიან ბევრ მელოდიას უკრავს და "დადიან" ფიგურები. ეს საათი დაახლოებით 150 წლისაა. ასევე 2 საათი მომწონს ირანის შაჰის სასახლიდან, რომლებიც მისთვის საჩუქრად მიუტანიათ.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.