თბილისის საკრებულომ ბექა მშვილდაძის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა
font-large font-small
თბილისის საკრებულომ ბექა მშვილდაძის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა
მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი - "პალიტრა ნიუსის" ოპერატორი.

მხატვარი, კარგი კულინარი და ათამდე წიგნის ავტორი - ბექა მშვილდაძე თავისი ორიგინალური და ფერად-ფერადი, ტილოზე შესრულებული ნამუშევრებით საზოგადოების წინაშე პირველად წარდგა. მის პერსონალურ გამოფენას თბილისის საკრებულომ უმასპინძლა. ბექა თავისი გატაცებისა და ნამუშევრების შესახებ გვესაუბრება:


- ჩემს ნამუშევრებში, ძირითადად, ცხოველები და პეპლები ჭარბობს, იმდენად ფერადები და ლამაზები არიან, რომ მსიამოვნებს მათი ხატვა. თანაც, პეპლები ხომ სულ რამდენიმე დღე ცოცხლობენ, ჩემები კი მანამდე იცოცხლებენ, სანამ ჩემი ტილოები იარსებებს. ჩემი პირველი ნახატიც პეპელაა. ადამიანები სამყაროს ცოტა ვაშავთეთრებთ ჩვენი ყოველდღიურობით, შეიძლება უნებლიეთ და ჩემი სურვილია, რომ გავაფერადო. ჩემი ნახატების მთავარი არსი ის არის, რომ როცა ადამიანი დილით გაიღვიძებს და მათ შეხედავს, ლამაზმა ფერებმა კარგ განწყობაზე დააყენოს. თითოეულ ტილოს თავისი ისტორია და შინაარსი აქვს. მაგალითად, კორიდა - ხარი ამაყად დგას, იცის, რომ მალე აღარ იქნება, მაგრამ არ ნებდება ცხოვრებას და უნდა მეტი შეძლოს, ფეხზე დგას, რათა ადამიანს შეერკინოს, მაგრამ ისინი მაინც თანაბრები არიან, ერთი სიძლიერით ერევა, მეორე - ჭკუით. ცხოვრებაშიც ასე არიან ადამიანები; პატარა ბოჩოლები გაზაფხულს ელოდებიან, ისეთი თვალებით იყურებიან, გაზაფხულზე ჩვენი დროც მოვაო (იცინის); პინგვინს ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს - ზოგს ყინულში გაქვავებული ჰგონია; ერთ-ერთ ტილოზე ბორჯომის ხანძარი ავსახე. ოპერატორებს, ვინც იმ პერიოდში იქ ვცხოვრობდით, ზუსტად ისეთი კადრები გვქონდა თვალებში და უშუალოდ ადგილზე ვუყურებდით იმ ყველაფერს, ხალხი შავად ჩანდა და ცეცხლი ვულკანის ლავასავით მოიწევდა, ნახატზე ჩვენი ერთ-ერთი ოპერატორიც ავსახე, თუ როგორ აქრობდა ხანძარს. მე კი არა მარტო ვიღებდი, ხანძარსაც ვაქრობდი. ეს კადრი ამ ნახატითაც დარჩება ქვეყანას, როცა მე აღარ ვიქნები. ნახატს, რომელზეც ჟირაფს პეპელა აზის ცხვირზე, "მშვიდობა" დავარქვი. ჟირაფის რქები სენსორია, საფრთხის მოახლოებას გრძნობს და გარბის, ცხვირზე რომ პეპელა აზის, ნიშნავს, რომ უკვე მშვიდობაა. ტილო "შავი მარგალიტი" საჩუქრად გადავეცი საკრებულოს, დავით უჯმაჯურიძის ფონდს, მუზეუმი იქნება და ჩემგან სამახსოვროდ დარჩებათ.
ჩემს კოლექციაში მინიმალისტური ნახატებიცაა. მაგალითად, ნაცრისფერ-შავი ტილო თანამედროვე ინტერიერს უხდება, თავიდან მინიმალიზმით დავიწყე, მინდოდა, 2-3 ფერი ყოფილიყო, ნაკლებად გადატვირთული და ხალხს იმდენად მოეწონა, მერე კიდევ დავხატე. ხალხის ზეგავლენა იმ მხრივ მეტყობა, რომ მათ გემოვნებასაც ვითვალისწინებ, რა მოსწონთ მათ, ამიტომ, მეორე სერიაც დავხატე და ვინაიდან ახლა პარაპლანით ფრენას ვსწავლობ, პარაპლანის ელემენტებიც დავამატე, მერე ვიფიქრე, კიდევ გავამრავალფეროვნებ-მეთქი და საჰაერო ბურთებიც მივახატე.
GzaPress
თითო ნამუშევრის დახატვას 2-3 საათს ვანდომებ და ჩემს პირველ პერსონალურ გამოფენაზე დაახლოებით 30-მდე ტილო წარმოვადგინე. ჩემთვის მთავარია და მიხარია ის, რომ საზოგადოებას მოეწონა, ბევრი ადამიანი მოვიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დამაფასეს, დაათვალიერეს. უღრმესი მადლობა საკრებულოს, მარიკა დარჩიას და ვატო შაქარაშვილს.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
შემთხვევითი ემიგრანტის წარმატება ამერიკაში
ამერიკელმა მწერალმა ქალმა - ენ სეირმა როზალინდ ფრანკლინის ნამდვილი ბიოგრაფია დაწერა და სამართლიანობა აღადგინა
"ქუჩაში გაყრილი თოჯინების მერე გიკვირთ, რომ ბავშვებს კლავენ ან თვითმკვლელობამდე მიიყვანენ ხოლმე?!"
"ბარმენი განათლებული უნდა იყოს, რომ ყველა თემაზე გესაუბროს"
"მიკვირს, ასეთ ქვეყანაში გაზრდილი ადამიანები აქ ასე რატომ იქცევიან..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.