"ეგონა, რომ მის საქციელს შეიძლებოდა შედეგი მოჰყოლოდა" - რას ყვება იმ კაცის მეუღლე, რომელმაც რუსთაველზე თავი დაიწვა
font-large font-small
"ეგონა, რომ მის საქციელს შეიძლებოდა შედეგი მოჰყოლოდა" - რას ყვება იმ კაცის მეუღლე, რომელმაც რუსთაველზე თავი დაიწვა
რას ყვება იმ კაცის მეუღლე, რომელმაც რუსთაველზე თავი დაიწვა

თბილისში მიტინგები, არეულობა, დაპირისპირება, დაუნდობლობა - არახალი თემაა. წლების წინ სამოქალაქო დაპირისპირებისადმი პროტესტის ნიშნად, 1991 წლის 19 სექტემბერს, ახალგაზრდა ექიმმა გია აბესაძემ რუსთაველის გამზირზე თავი დაიწვა. ამაღელვებელ და საზარელ ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავდა. გიამ თავისი ბოლო წერილი, მიძღვნილი ოჯახისადმი, ბარიკადებზე დატოვა, სადაც სვილს პატიებას სთხოვს. რუსუდან მშვენიერაძე იხსენებს მეუღლეს, იმდროინდელ პერიპეტიებს და დღევანდელ დღესაც ეხმიანება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"როცა მიტინგებზე მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა, საშინელი ზიზღი და აგრესია გამეფდა, სახლში ხშირად ვსაუბრობდით, რომ ნუთუ არ გამოჩნდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც ორივე მხარეს გონს მოიყვანდა. სწორედ წინა დღეებში, გიამ ჩეხი იან პალახი გაიხსენა. პიროვნება, რომლის მიერ სამშობლოსთვის გაღებულ მსხვერპლს ძალიან აფასებდა. იანმა თავი დაიწვა და ასე გამოხატა პროტესტი 1969 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების ოკუპაციის წინააღმდეგ. სხვათა შორის, მის ხსოვნას დღემდე დიდ პატივს მიაგებენ..."

"ბოლო ხანს სულ კრიზისიდან გამოსვლის შესახებ საუბრობდა. ორი დღით ადრე, ზუსტად იმ ადგილას გამოვიარეთ, სადაც თავი დაიწვა. ეს იყო ბორჯომის წყლების მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია, რომლის მოპირდაპირედ იყო ედპ-ს შტაბი. გია იცნობდა ერთ ზესტაფონელ ბიჭს, ამ პარტიის წევრს და ამბობდა: შტაბში უნდა შევიდე და გავიგო, რას ფიქრობენო. მისი გარდაცვალების მერე სახლში გაზეთი "თბილისი" ვნახე, წინა დღეს კითხულობდა. ერთი სტატია იყო გლადიატორების შესახებ. ჟურნალისტი წერდა, რომ ძველ რომში გლადიატორების ბრძოლას მოხუცი კაცი შეეწინააღმდეგა, რომელიც პროტესტის ნიშნად, ბრძოლის დროს შუაში ჩადგა..."

"ბენზინისთვის სახლიდან ორკილოიანი ქილა წაიღო და რად გინდა-მეთქი, რომ ვკითხე, ზეთს მოვიტანო. ვიღაც ბიჭისთვის უთხოვია ბენზინის ჩასხმა, მანქანის ჩაქრობა მოიმიზეზა. სამწუხაროდ, მისი თავის გაწირვით არაფერი შეცვლილა. ვფიქრობ, მაინც გულუბრყვილო ადამიანი იყო, რადგან ეგონა, რომ მის საქციელს შეიძლებოდა შედეგი მოჰყოლოდა..."

"ჩემს შვილს თუ ვუყვარდი, ვერ ვგრძნობდი, სანამ გია ცოცხალი იყო. ეკასთვის მამა ღმერთი გახლდათ. გია რომ გარდაიცვალა, ეკა 10 წლისა იყო. ფილმში ეკა ამბობს: მეგონა, რომ მამაჩემს ყველაზე მეტად მე ვუყვარდი და აღმოჩნდა, მას ჩემზე მეტად საქართველო ჰყვარებიაო..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 19 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
შემთხვევითი ემიგრანტის წარმატება ამერიკაში
ამერიკელმა მწერალმა ქალმა - ენ სეირმა როზალინდ ფრანკლინის ნამდვილი ბიოგრაფია დაწერა და სამართლიანობა აღადგინა
"ქუჩაში გაყრილი თოჯინების მერე გიკვირთ, რომ ბავშვებს კლავენ ან თვითმკვლელობამდე მიიყვანენ ხოლმე?!"
"ბარმენი განათლებული უნდა იყოს, რომ ყველა თემაზე გესაუბროს"
"მიკვირს, ასეთ ქვეყანაში გაზრდილი ადამიანები აქ ასე რატომ იქცევიან..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.