"ხარისხიანი "კუპალნიკის" შეკერვა ძალიან რთულია"
font-large font-small
"ხარისხიანი "კუპალნიკის" შეკერვა ძალიან რთულია"
მთლიანი საცურაო კოსტიუმიც მოდურია

ამერიკელი ტოპმოდელი, კენდალ ჯენერი ქართველი დიზაინერების სამოსში არაერთხელ გამოჩენილა. ახლახან მან თაკო მექვაბიძის სამოსიც მოირგო... ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თაკოს სამოსს მსოფლიო ვარსკვლავები ირჩევენ. როგორც დიზაინერმა გვითხრა, დილაობით, სოციალურ ქსელში სიურპრიზები ხვდება...


- თათა ქართველიშვილს, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, თავისი PR სააგენტო აქვს. დიზაინერებს ის გვეხმარება - ვარსკვლავებთან ჩვენი დაკავშირება ასე ხდება. ასევე, Mercedes-Benz Fahion Week-იც ძალიან გვეხმარება. მაგალითად, სწორედ Mercedes-Benz Fashion Week-ზე მოსულ სტუმრებს შორის იყო ანჯელა ფეჯიკის სტილისტიც, რომელმაც ჩემი კოლექციიდან სამოსი წაიღო. საერთოდ, არ ვიცი, ჩემ მიერ შექმნილი სამოსი ვის მიაქვს, ვინ იცვამს. არც მინდა, რომ ვიცოდე. ძალიან დაძაბული სიტუაციაა, როცა იცი და ელოდები... შეიძლება, ზოგჯერ მოეწონოს, გითხრას, ეს "ლუქი" ამას უნდაო, მაგრამ ისე მოხდეს, რომ მსურველმა ვერ ჩაიცვას, ზომა არ დაემთხვეს. ამიტომ მირჩევნია, წინასწარ არ ვიცოდე. მერე, დილით სოციალურ ქსელში სიურპრიზები მხვდება ხოლმე (იცინის).
- კენდალ ჯენერმა თქვენი შექმნილი სამოსი რომ მოირგო, ესეც სოციალური ქსელით შეიტყვეთ?
- კი. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. თან, "სელებრითებს" შორის, დღესდღეობით კენდალი ძალზე რეიტინგულია. მისი გარეგნობაც მომწონს და გემოვნებაც. ძალიან სასიამოვნო იყო, ჩემი სამოსი რომ ასე მოეწონა. იპოზიორა, საინტერესო ფოტოები გადაიღო. ძალიან გახარებული ვარ!
GzaPress
- ქსოვილი, ფერი, მოდელი როგორ შეარჩიეთ?
- საერთოდ, ამ კოლექციაში მწვანე ფერი დომინირებდა. კონკრეტულად იმ სამოსს რაც შეეხება, რომელიც კენდალმა მოირგო, სალათისფერი, ტაფტის ქსოვილი იყო. საერთოდ, მინდოდა, ეს კოლექცია ვარსკვლავური ყოფილიყო და ამერიკაში გამეგზავნა. ასეც მოხდა: კოლექციის 80% ამერიკაში გავგზავნე და მოეწონათ. ჩემმა მიმართულებამ გაამართლა (იღიმის). სხვათა შორის, ამავე კოლექციიდან სამოსი შჰაედ ბენდის სოლისტმა გოგონამაც მოირგო. ბოლო დროს, ჩემი სამოსი მიყოლებით იმდენმა ვარსკვლავმა ჩაიცვა, რომ ცოტათი დავიბენი (იცინის).
- თუ ყოფილა შემთხვევა, რომ კოლექციიდან რომელიმე სამოსი არ გაყიდულა?
- კი, სხვათა შორის. შეიძლება, 1-2 სამოსი ვერ მოირგეს ან არ გაამართლა... არც მახსოვს, ასეთ სამოსს რა ბედი ეწია.
- თაკო, საცურაო კოსტიუმებზე გიმუშავიათ?
- ერთხელ შევკერე, მაგრამ იცი, ეს როგორ იყო? შევუკვეთეთ და "გაგვიკეთეს". საცურაო კოსტიუმებზე მუშაობა ძალიან რთულია. ამისთვის ცალკე დანადგარები უნდა გქონდეს. 3-4 წლის წინ, კოლექციისთვის მჭირდებოდა და იმიტომ შევქმენი, მაგრამ შემდეგ, როცა გაყიდვაში ჩაეშვა, კომერციული თვალსაზრისით, მომგებიანი არ აღმოჩნდა. ზუსტად ისე ვერ აკეთებდნენ, როგორც მინდოდა და ამ საქმეს შევეშვი, თავი დავანებე. ხარისხიანი "კუპალნიკის" შეკერვა ძალიან რთულია.
- სამუშაოდ საინტერესოა?
- კაბას რომ კერავ, პროცესში მთლიანად ჩართული ხარ, მე კი, "კუპალნიკების" ერთი კოლექცია რომ გავაკეთე, სამუშაო პროცესში ჩართული არ ვყოფილვარ: რაც დავხატე და ესკიზი მივაწოდე, ისიც ვერ გამიკეთეს ზუსტად. ამიტომ ვერ გეტყვი, საინტერესოა თუ არა - ვერ ვიკაიფე... ჩემთან რომ გამეკეთებინა, პროცესში თავად ვყოფილიყავი ჩართული, ალბათ, ამ შეკითხვაზე პასუხი უფრო მექნებოდა.
GzaPress
- კარგი. მაშინ საცურაო კოსტიუმის მოდურ ტენდენციებზე გვითხარით...
- წელს მთლიანი საცურაო კოსტიუმიც მოდურია და ბიკინიც. თხელი ფაქტურა, "მაკარონკა" ტრიკოტაჟია აქტუალური... ფერებს რაც შეეხება, ღია ცისფერი და მწვანე ტონალობებია მოდური. საერთოდ, ღია ფერის "კუპალნიკები" წელს აქტუალურია.
- სხეულის აღნაგობის მიხედვით, ქალბატონებმა საცურაო კოსტიუმი როგორ უნდა მოირგონ, რომ მოდურად გამოიყურებოდნენ?
- ცოტა მუცლიანმა ქალბატონებმა, კარგი იქნება, მთლიანი "კუპალნიკები" მოირგონ, რომელიც მუცელს ფარავს. მაგალითად, მეც ეს პრობლემა მაქვს და სულ დახურული საცურაო კოსტიუმის მომხმარებელი ვარ.
- მომცრო ზომის მკერდიანმა ქალბატონებმა რა უნდა იღონონ?
- "ფუშ აფ" ბიკინი წელს მოდაში არ არის, მაგრამ ვფიქრობ, მაინც უნდა ჩაიცვან (იცინის).
- დუნდულებზე ცელულიტის არსებობის შემთხვევაში?
- წელს ძალიან ტრენდულია ფოთლების პრინტი (შარშანაც აქტუალური იყო და წელსაც გადმოვიდა). შეგვიძლია, საცურაო კოსტიუმის პრინტს იმავე პრინტის ხალათი შევუხამოთ.
- როგორ ფიქრობთ, წელს ბათუმში მოდურად ჩაცმული დამსვენებლები არიან?
- ამას ვერ ვიტყვით, რადგან ყველა მაინც პლაჟური ჩაცმულობით დადის, პლაჟური სამოსი კი მოშვებულია. ზოგს "კუპალნიკზე" ხალათი აცვია და ქალაქში ისე დადის. პლაჟს რაც შეეხება, ნამდვილად საინტერესო სანახავია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, განსხვავებული კულტურის მქონე დამსვენებლები...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.