ვინსენტ ვან გოგის ყელსაბამი და თოჯინა
font-large font-small
ვინსენტ ვან გოგის ყელსაბამი და თოჯინა
ჩემს თავს მაინც ხელოვნების მასწავლებლად ვხედავ რომელიმე მაღალმთიან სოფელში

მარგარეტ დაიაური სამხატვრო აკადემიაში სწავლობს და სამკაულის დიზაინს ეუფლება. ამბობს, რომ ხელოვნებით ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული. მისი შექმნილი ულამაზესი და ორიგინალური ყელსაბამი უამრავმა არტგვერდმა განათავსა თავის გვერდზე და ახალგაზრდა სტუდენტს დიდი წარმატებაც მოუტანა.


- ხელოვნება პატარაობიდანვე მხიბლავდა. ბაღის ასაკიდან ვმღერი, ვხატავ და ვცეკვავ. დაწყებით კლასში ვსწავლობდი, ქარგვა, ძერწვა და დეკორატიული ნივთების შექმნა რომ დავიწყე. მაშინ არავის უთქვამს, რამეს გასწავლიო. მამას სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, მისი ორივე ბიძაც ხატავდა. ბევრჯერ მითხოვია მამასთვის, ხატვა მეც მასწავლე-მეთქი, მაგრამ უარს მეუბნებოდა, ცარიელ ფურცლებს მიბრუნებდა, თვითონ სცადეო. ისე მოხდა, რომ ოჯახის სურვილს ანგარიში გავუწიე და ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩავაბარე. მაგრამ ერთ წელიწადში მაინც თავი დავანებე და საბუთები ბავშვობის საოცნებო სამხატვრო აკადემიაში გადავიტანე. თავიდან გრაფიკული დიზაინი მინდოდა, მაგრამ რაკი ადგილები არ იყო, სამკაულის დიზაინის განხრით დავიწყე სწავლა. სამკაული საერთოდ არ მიყვარდა, არც თავად ვატარებდი, მერე და მერე, შექმნის პროცესი შემიყვარდა უფრო. ძირითადად, მინანქარზე ვმუშაობ. ბოლო კურსზე ვარ და ამჟამად სადიპლომო ნამუშევარს, ქალის ხევსურულ სამოსს ვამზადებ.
GzaPress
- მომიყევი ყელსაბამზე, რომელმაც წარმატება მოგიტანა.
- ვინსენტ ვან გოგი ჩემი საყვარელი მხატვარია. ყვითელი ფერით კი არა, თითქოს მზის სხივებით ხატავდა, იმდენად კაშკაშა და მანათობელია მისი ნამუშევრები. VIII კლასში მასზე ბევრი რამ წავიკითხე და მივხვდი, რომ პიროვნულად ჩემთან ძალიან ახლოს იყო. სულ მინდოდა, მისთვის რამე მიმეძღვნა და მე-2 კურსს რომ ვამთავრებდი, გადავწყვიტე ყელსაბამი გამეკეთებინა. ესკიზიც შევქმენი და მიუხედავად იმისა, რომ მირჩევდნენ, არ ღირსო, გავჯიუტდი და მაინც გავაკეთე. მიხარია, რომ ასეთი წარმატება მოჰყვა. მსოფლიოს თითქმის ყველა არტგვერდმა თავის გვერდზე განათავსა, სხვადასხვა საიტზე დაიდო და მარტო იმ დღეს 300 მეგობრობის მოთხოვნა გამომიგზავნეს სოციალურ ქსელში. მას შემდეგ დამავიწყდა, რას ნიშნავს მშვიდი ძილი, მუდმივად ორიგინალურ, კრეატიულ იდეებზე ვფიქრობ და იმდენად ბევრი დამიგროვდა, ხანდახან მეშინია, განუხორციელებელი არ დამრჩეს რომელიმე (იცინის). ბევრი მწერდა, რომ მისთვისაც გამეკეთებინა მსგავსი ყელსაბამი, ყველასთვის პასუხის გაცემასაც ვერ ვასწრებდი. სამწუხაროდ, დღემდე ვერ ვახერხებ. ამის მერე ვინსენტის სტილში გავაკეთე მეორე ყელსაბამიც - რენე მაგრიტის "შეყვარებულები". ასეთი ფორმისა და იდეების მქონე ყელსაბამი მანამდე არ არსებობდა.
- როგორც ვიცი, იდეა მოგპარეს, ხომ?
- თეირანელ იუველირს რომელიღაც საიტზე უნახავს ვინსენტის ყელსაბამი, ავტორი მითითებული არ ყოფილა და მისი ზუსტი ასლი გაუკეთებია. როდესაც მივწერე, რომ ჩემი ნამუშევარი იყო, მომიბოდიშა, არ ვიცოდიო. ერთმა რუსმაც გააკეთა მსგავსი დიზაინით და როცა დავუკავშირდი, გახარებულმა მიპასუხა, როგორც იქნა, გიპოვე და აღფრთოვანებული ვარ თქვენი კრეატიულობითო.
GzaPress
- მარგარეტ, სხვა რა გატაცებები გაქვს?
- ბევრი რამ მიყვარს, განსაკუთრებით გამოვარჩევდი კითხვას, ფოტოგრაფიასა და ლაშქრობას. მე თვითონ ხევსურეთიდან ვარ. თითქმის ყოველ ზაფხულს მთაში ვატარებდი ხოლმე, არის ასეთი სოფელი - კარწაულთა, მუდმივად მარტო ბებია და პაპა ცხოვრობდნენ იქ ბოლო 50 წლის განმავლობაში, ახლა იქაურობა ცარიელია. სულ სხვანაირი ემოციები მეუფლებოდა იქ ყოფნისას. ყველაფერი, რასაც ახლა ხელოვნების სფეროში ვქმნი, სწორედ იქ გატარებული არდადეგებისა და იქაური ზღაპრული პეიზაჟების დამსახურებაა და ჩემს ოჯახს ვუძღვნი, განსაკუთრებით კი ბებიას და პაპას - მარიამ ჭინჭარაულსა და ნიკოლოზ ლიქოკელს. დიდია მათი ამაგი ჩემს აღზრდაში.
GzaPress
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
- კერვა მეხერხება და სამოსის დიაზაინზე მუშაობა მომწონს. ახლახან პირველი თოჯინა გავაკეთე, რა თქმა უნდა, ვან გოგის, სამოსიც მე შევუკერე. ისეთი საყვარელია, ხელში რომ ამყავს, გული მიჩუყდება, მგონია, რომ წუთი წუთზე ამოისუნთქებს და რაღაცას მეტყვის. კულინარიითაც გატაცებული ვარ, 12 წლიდან თვითონ ვამზადებ კერძებს და მინდა, პროფესიულ დონეზე დავეუფლო. კალიგრაფიის სრულყოფილად შესწავლასაც ვაპირებ და ვფიქრობ, მომავალში ამ კუთხით აქტიურად ვიმუშავებ. მოკლედ, ბევრი რამ მაინტერესებს, თუმცა ყველაზე მეტად ჩემს თავს მაინც ხელოვნების მასწავლებლად ვხედავ რომელიმე მაღალმთიან სოფელში, რადგან ძალიან მიყვარს ბავშვები.
- წარმატებები!
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.