ზუგდიდელი ოსტატის გასაოცარი ნამუშევრები
font-large font-small
ზუგდიდელი ოსტატის გასაოცარი ნამუშევრები
"დღე ხეზე ვმუშაობ, ღამე ლითონზე მუშაობას ვსწავლობ"

ზუგდიდელი ფერმწერი, თენგიზ მიქენაია ხის მხატვრული დამუშავების ოსტატია. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, არაერთი პროფესიონალი მინახავს, თუმცა, ბატონი თენგიზის ნამუშევრებმა განსაკუთრებული დახვეწილობით გამაოცა. ოსტატმა ხის მხატვრული დამუშავება სოხუმის პროფესიულ სასწავლებელში შეისწავლა და მას შემდეგ ამზადებს ავეჯს, საერო, საეკლესიო ნივთებს და დაძველების ეფექტით ქმნის დეკორატიულ კომპოზიციებს. ბატონი თენგიზი ლითონზე გრავირების, ზარნიშისა და ინკრუსტაციის ტექნიკასაც ფლობს. როგორც ჩანს, მოკრძალებული ადამიანია, რადგან ასეთი მასშტაბის პროფესიონალის ნახელავს, გაცილებით მეტი ადამიანი უნდა იცნობდეს და იმედი მაქვს, ჩვენი ინტერვიუს შემდეგ, ასეც მოხდება.


GzaPress- ბატონო თენგიზ, ოჯახში ვინმე თუ იყო ხელსაქმით გატაცებული? როგორ დაინტერესდით ხეზე მუშაობით?
- ოჯახში ხელსაქმით გატაცებული მხოლოდ დედა იყო. ის საკმაოდ კარგად ქსოვდა. თვითნასწავლი იყო და ძირითადად მაგიდის გადასაფარებლებს ქსოვდა. მისი თითო-ოროლა ნამუშევარი დღემდე შემოგვრჩა. რაც შემეხება მე, სოხუმში ვსწავლობდი, ფერმწერი ვარ, შემდეგ ჯარში ვმსახურობდი. დიდი სახელოსნო გვქონდა იქ და ბევრი რამ ვისწავლე. ბიჭების ნაწილი მუშაობდა ჭედურობაზე, ნაწილი - ხეზე. ვუზიარებდით ერთმანეთს გამოცდილებასა და ცოდნას. მაშინ დავინტერესდი ხეზე კვეთით და ზუგდიდში რომ დავბრუნდი, მეც დავიწყე ხეზე მუშაობა. მაშინ ფერწერა იმდენად პოპულარული არ იყო და არც მე ვიყავი ლეონარდო და ვინჩი (იღიმის). ახალგაზრდა ვიყავი და დიდი ინტერესი მქონდა, თან, ხესთან უფრო ვიპოვე კავშირი. პრაქტიკაში ბევრი რამ ვისწავლე. უკვე 35 წელია, ამ საქმეს მივდევ.
- ავეჯი, საერო და საეკლესიო ნივთები, თითქმის ყველაფერი გაქვთ ხეში მხატვრულად დამუშავებული. დღეს რაზე მუშაობთ ყველაზე ხშირად?
- დიახ, თითქმის ყველაფერი. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მიმართულებით უფრო მეტად აქტიურობაა. ყველა ნამუშევარი ორნამენტებით დახუნძლული და მხატვრულად დამუშავებულია. საქართველოში დიდი ბაზარი არ არის და არც ხელნაკეთ ხის ნამუშევრებზეა მოთხოვნა. თითქმის ერთეულები არიან დაინტერესებულნი. თან,A ბოლო 4 წელია, ლითონზე ვარ გადართული, თუმცა, ხესაც არ ვივიწყებ. ასე ვიტყოდი, სწავლის პროცესში ვარ, მაგრამ მცირე დროში შევძელი ის, რომ ჩემი ლითონის ნამუშევრები ბევრს მოსწონს და დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
- ჩემი აზრით, ხის ნივთები უყვარს ხალხს. ზუგდიდში თუ არის მოთხოვნილება ისეთ ნივთებზე, როგორიცაა: საწოლი, ჭაღი, სანათი და ა.შ.
- უწინ იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეორადი ავეჯი შემოდის, ნაკლებად. ასევე კარგი ავეჯი შემოდის ეგვიპტიდან და დუბაიდან. ნელ-ნელა მომაკლდა ხალხი და მეც დიდად არ განვიცდი, რადგან ავეჯის დამზადება ძალიან შრომატევადი საქმეა. თან, ბავშვიც აღარ ვარ. 55 წელი არ არის ცოტა.
- მაგრამ არც ისე ბევრია, რა მასალით მუშაობთ?
- უმთავრესად - ცაცხვით.
- ბატონო თენგიზ, განსაკუთრებით გამაოცა ჭაღმა. ეს მასშტაბური ნამუშევარი თუ აქვს ვინმეს?
- დიახ, ეს ჭაღი სამეგრელოშია, კერძო სახლში. რაღაც ლამაზი უნდოდათ, დავხატე და შემდეგ შევასრულე. მასალა ფიჭვია და დაძველების ტექნიკითაა შესრულებული. ერთ სივრცეში ორი ასეთი ჭაღია - ერთი ოთხნათურიანი და მეორე ხუთი ნათურით.
- რამდენი დრო მოანდომეთ ამ ჭაღებს?
- ასე თქმა ძნელია, ალბათ 1 თვეში გავაკეთებდი.
- ლითონს ვსწავლობო თქვით და ყველაზე ხშირად რას ამზადებთ ამ მასალით?
- უფრო მეტად სანადირო დანებს. სანადირო თოფებიც მაინტერესებს, მაგრამ თუ არ დაინტერესდებიან, ისე არ გავაკეთებ, რადგან დიდი დრო სჭირდება. ვზივარ ჩემთვის სახელოსნოში, ვუსმენ მუსიკას. დღე ხეზე ვმუშაობ, ღამე ლითონზე მუშაობას ვსწავლობ. ლითონზე მიკროსკოპით ვმუშაობ, სპეციალური განათება სჭირდება. ერთი დანა რომ დავამზადო, 1-2 თვე დამჭირდება, მაგრამ ავადმყოფობასავით ყოფილა, ლითონის სიყვარული შემეყარა და ძალიან მიმიზიდა (იღიმის).
- თუმცა, თქვენს ნამუშევრებს ნამდვილად არ ეტყობა, რომ ახლა სწავლობთ.
- სწავლა და ახლის ძებნა ყოველდღიურად ხდება. სხვაგვარად არ გამოდის. ისეთი ოსტატები არიან, მათთან ვერ მივალ და ჩემი ნამუშევრებით ვერავის გავაკვირვებ. ბავშვიც აღარ ვარ და მინდა, ისეთ დონეს მივაღწიო, რომ ვთქვა, ეს ჩემთვის იყო უმაღლესი მწვერვალი-მეთქი. ცხოვრებაში ეს მიზანი მაქვს. ოქროზე მუშაობაც მაინტერესებს, ბევრი კარგი ოსტატი გვყავს, საქართველო მდიდარია მათი არსებობით, შემპირდნენ გასწავლითო და ვნახოთ. რაღაც მეც ვიცი, მხოლოდ თეორიულად, მარილი სჭირდება, ამ მარილს ვეძებ და იმედია ვიპოვი (იღიმის).
- ამ 4 წელიწადში ლითონში თუ გააკეთეთ ისეთი ნივთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და რომლის დათმობა გაგიჭირდებათ...
- მართალი გითხრათ, თითოეული რთული დასათმობია, რადგან ყველა ნივთი ერთმანეთზე უკეთესი გამოდის და მიჭირს, შეველიო. ეს პრაქტიკას მოაქვს, თუ დაინტერესებული ხარ, ბუნებრივად ხდება. საფეხურებივითაა, ნელ-ნელა ზევით ადიხარ.
ამას წინათ ბაზალეთზე გამოფენაზე ვიყავი. ადგილს, სადაც ეს ღონისძიება ტარდება, "ოქროს აკვანი" ჰქვია. იქ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ხელოვანები და თავიანთ ნამუშევრებს ტოვებენ. გამოფენა ზაფხულში ეწყობა და ოსტატები იკრიბებიან. ყოველ წელს საკმაოდ კარგი კოლექტივი იკრიბება და ქართული სული იგრძნობა. ძალიან კარგი სანახაობაა. დოღიც ეწყობა და ძალიან ლამაზი რიტუალია. ბაზალეთზე, ჩემმა ერთ-ერთმა დანამ დიდი მოწონება დაიმსახურა და ისეთი ბედნიერი და კმაყოფილი დავბრუნდი სახლში, ვერ აღგიწერთ. ასეთმა შეფასებებმა მაფიქრებინა, რომ კიდევ ერთი საფეხურით მაღლა ავედი.
GzaPress
- ისე, ხშირად არ მონაწილეობთ გამოფენებში, როგორც ჩანს...
- მართალი ხართ, არა.
- ესკიზებს, სხვადასხვა ნივთის დიზაინსაც თავად ქმნით?
- დიახ. ზოგჯერ ლიტერატურასაც ვიშველიებ, მაგრამ ბოლოს უმთავრესი ნაწილი მაინც ჩემია.
GzaPress
- მგონი, თქვენი შვილებიდან ერთ-ერთი მინანქარზე მუშაობს. ასეა?
- კი, ბავშვები დაინტერესებული არიან. 2 გოგონა და 1 ბიჭი მყავს. ჩემი მეუღლე ექთანია. ჩვენი უმცროსი შვილი, სანდრო, სამხატვრო აკადემიაში მესამე კურსზე სწავლობს და მინანქარზე მუშაობს. შუათანა გოგონამაც აკადემია დაამთავრა, ფოტოდიზაინის ფაკულტეტი, მისგან შვილიშვილი მყავს - ნინუცა. ხოლო უფროსმა - გამოყენებითი მათემატიკა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და თბილისში მუშაობს.
GzaPress
- სანდრო თუ ინტერესდება ხეზე კვეთით, ასწავლით ხოლმე რამეს?
- ხეზე არც მიფიქრია, მაგრამ მისი ბავშვობიდან მოყოლებული უფრო მეტად მინდოდა ძვირფას ლითონზე გრავირება ესწავლა და ამ საქმეს დაუფლებოდა. გამოუვიდა, ჩემზე ბევრად უკეთესია.
- და ცხადია, ეს გახარებთ, როგორც მამას და თან როგორც ცნობილ ანდაზაშია: "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო"..
- რა თქმა უნდა (იღიმის).
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.