ანაკლიელი ოჯახის სიკეთე - მაწანწალა ძაღლების მოვლა-მფარველობა
font-large font-small
ანაკლიელი ოჯახის სიკეთე - მაწანწალა ძაღლების მოვლა-მფარველობა
"ვიღაცები შეგნებულად ტოვებენ აქ ძაღლებს"

რამდენიმე დღის წინ ანაკლიაში, საერთაშორისო ფესტივალ "არტ-კოლხზე" ჟიურის წევრებად მიგვიწვიეს და ორგანიზატორებმა საოცრად თბილი და ყურადღებიანი ადამიანების საოჯახო სასტუმროში დაგვაბინავეს. პირველად ძაღლების რაზმი ყეფით სწორედ იქ შემოგვეგება, რამდენიმეს ბულვარშიც შევეჩეხეთ - თხილს მივირთმევდით და ისეთი მავედრებელი თვალებით გადაგვიღობეს გზა, მეგობრულად გავუყავით ლუკმა. მერე შევშფოთდით კიდეც, რადგან იქვე დაბინავებული მონაწილე ბავშვების ნაწილს მათი ყეფა აშინებდა, არადა, ძალიან მალე დავრწმუნდით, რომ სრულიად უწყინარ და მოსიყვარულე ცხოველებთან გვქონდა საქმე და ბავშვებიც დავამშვიდეთ. მოკლედ, ყველანი დავმეგობრდით და მხოლოდ ამის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ამ ძაღლებს ჩვენი მასპინძელი სათნო ქალბატონის - ემა მოლაშხიასა და დათა და კახა შელიების ოჯახი ჰპატრონობდა. ძაღლები აცრილებიც იყვნენ და დაპურებულებიც, თუმცა მიკვირდა, ამდენი ძაღლის შენახვას ერთი ოჯახი როგორ ახერხებდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ძაღლების მთავარ შემფარებელს, ზუგდიდის საკრებულოს წევრს, დათა შელიას გავსაუბრებოდი.

- დათა, გაოცებული ვარ, ამდენი ძაღლის შენახვა არ გიჭირთ, მით უფრო, რომ მითხარით, ახლა სეზონია და 4-5 მაწანწალა ძაღლი კიდევ შემოემატა ანაკლიასო?
- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ცხოველები ბავშვობიდან მიყვარს, განსაკუთრებით კი - ძაღლები. ჯერ ერთი მაწანწალა ძაღლი მოვიდა ჩვენს სახლთან, მერე - მეორე, მესამე... თითოეულს ვაპურებდით და ნელ-ნელა, შემოგვეჩვივნენ. ერთი ძაღლი ენგურის პირას ვიპოვე და შინ წამოვიყვანე. სამ დღეში მას რაღაც დაავადება შეეყარა და ვუმკურნალეთ. იმავე ზამთარს ისევ მძიმედ დაავადდა და მისი მკურნალობა საკმაოდ ძვირიც დაგვიჯდა. მახსოვს, ზუგდიდში წავიყვანე გადასხმისთვის და გამეღიმა, როდესაც ყველა ჯიშიანი ძაღლით იყო მისული, მე კი - მაწანწალა ძაღლით.
GzaPress
- ამ ქუჩის ძაღლებში ჯიშიანიც შევნიშნე... ალბათ ვიღაცამ გამოაგდო, არა?..
- სხვათა შორის, ერთი კი არა, ჯიშიანი რამდენიმეა. ერთი ლაბრადორიც კი მოვიყვანე - ერთხელ ანაკლიისკენ მოვდიოდი და სოფელ კახათის დაუსახლებელ ადგილზე შევნიშნე, მარტო მიდიოდა. ძალიან გამხდარი და მოუვლელი ჩანდა და მივხვდი, მაწანწალა იყო. მანქანა გავაჩერე, დავუძახე და მაშინვე მოვიდა. საბარგული გავუღე, ჩავუგდე იქ ლავაში, ძაღლიც მაშინვე ჩახტა, დავუხურე საბარგულის კარი და შინ წამოვიყვანე. საერთოდ, ლაბრადორს სხვა ძაღლებთან შედარებით, გამორჩეული სამყარო აქვს. საკმაოდ ჭკვიანებიც არიან, მაგრამ ეს თავისებურად ჭკვიანია. მოკლედ, სახელი ხომ უნდა დამერქმია? ჰოდა, ხან ერთი შევურჩიე, ხან მეორე, ხან მესამე, მაგრამ არაფერი ესმოდა. ბოლოს, ავდექი და "ტუპოი" დავარქვი. ნეტავ იცოდეთ, ამ სახელზე როგორ რეაგირებს! მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ, რუსი ტურისტები როგორ რეაგირებენ! - ეს ლაბრადორი ხშირად დასეირნობს ბულვარზე და ან მე, ან ვინმე ჩემიანი რომ დაუძახებს, "ტუპოი", აქ მოდიო, ამ დროს იქ მყოფი რუსი ტურისტები გაოგნებული გამომეტყველებით იყურებიან, "ტუპოი" ვინ არისო (იღიმის)? სხვათა შორის, ეს ჩვენი "ტუპოი" ძალიან მოჩხუბარიცაა. რომ დააკვირდეთ, შენიშნავთ, რომ ბევრი ნაიარევი აქვს. გუშინაც კი იჩხუბა სხვა ძაღლებთან, მაგრამ ადამიანებს არ ერჩის. ერთი ძაღლი გვყავს, საოცარი ღიმილი აქვს. მისთვის არაფერი დამირქმევია, რადგან სტუმარივითაა - მიდი-მოდის.
- სახელი ყველა ძაღლს დაარქვით?
- თითქმის ყველას: "ტუპოისა" და ყურშას გარდა, დუგაც გვყავს, ტუგაც, პატარაც, ბათაც, წითელიც... ოჯახში საკუთარი, შინაური ლაბრადორიც გვყავს. უჭკვიანესი ძაღლია. რაც გინდა, უთხარი, ყველაფერს ზუსტად შეასრულებს. ეტყვი - დაჯექიო, დაჯდება; ეტყვი - თათი მომეციო, მოგესალმება; თუ საჭმელს დაუდებ და ეტყვი, - არ შეიძლებაო, - პირს არ დააკარებს. ამბობენ, ძაღლი პატრონს ემსგავსებაო, ჰოდა... (იცინის) ახლა ჩვენი ლაბრადორი ცოტა შეუძლოდ არის და უნდა მივხედო... ზოგადად, იცით, პრობლემა რა არის? მე როგორი ვარ, კარგი თუ ცუდი, რადგან ამ ძაღლებს ვიფარებ და ვუვლი, ეს კი არ არის სალაპარაკო, სათქმელი ისაა, რომ ამდენი მაწანწალა, უპატრონო ძაღლი გვყავს. პრობლემა კი ჩვენშია - ადამიანებში. საქართველოში ძალიან მოდურია ძაღლის ყოლა, ამიტომ პატარა ლეკვს ბევრი ყიდულობს და მიჰყავს შინ. პატარა - ყველა სულიერი ძალზე საყვარელია, ლეკვსაც ხალისი შემოაქვს ოჯახში და მისი წევრებიც სიამოვნებით უვლიან, მაგრამ... ლეკვი იზრდება და მერე პატრონი სათანადოდ ვეღარ უვლის; მერე საერთოდაც ვეღარ უვლის და ძაღლს გარეთ აგდებს. ძაღლის მოვლა სულაც არ არის იოლი. აცრები, კვება, მოწესრიგება - ყველაფერი თანხებთან და დროსთანაა დაკავშირებული. თუ მოვლის საშუალება, თავი ან დრო არა გაქვს, შინ რომ მიგყავს, საკუთარი შესაძლებლობები წინასწარ არ უნდა გათვალო?
GzaPressმეორე პრობლემაა ამ საკითხისადმი სახელმწიფოს, თუნდაც ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომა. თუკი ბათუმშია ცხოველთა თავშესაფარი, თუკი ქუთაისშია, ოზურგეთშია, ზუგდიდში რატომ არ უნდა იყოს?! ზუგდიდში კი არა, ცხოველთა თავშესაფარი მთელ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არ არის!
- აუცრელი და დაავადებული ძაღლები ისევ და ისევ ადამიანებს უქმნიან საფრთხეს. თქვენი შეფარებული ძაღლები აცრილები არიან?
- ყველა ძაღლს გავუკეთე ცოფის საწინააღმდეგო აცრა, მაგრამ მთელ ანაკლიაში ბევრი მაწანწალა ძაღლია და მათი უმეტესობა აცრილი არ არის. ახლებიც შევნიშნე, საიდან მოვიდნენ, არ ვიცი.
- თქვენ რამდენ ძაღლს მფარველობთ?
- 12-ს. ამ თორმეტში შედის ის ორი ძაღლიც, რომელიც მაწანწალა ძაღლების შეფარებამდე ოჯახში გვყავდა. ახლა, რადგან ზაფხულია და ღია კაფე-ბარებიც იხსნება, ძაღლებს მიგრაცია ეწყებათ. ზოგი აქედან მიდის, სხვები კი ჩვენკენ ინაცვლებენ. მაგრამ შემოდგომა რომ დადგება, აქედან წასული ყველა ძაღლი უკან დაბრუნდება. მახსოვს, ერთი ულამაზესი, ჯიშიანი ძაღლი იყო, ბებერო ერქვა, რომ შეხედავდი, მართლა ბებერი ჩანდა - ჭაღარა და ყრუ იყო, კბილებიც არ ჰქონდა. წავიდა და აღარ დაბრუნებულა. აქ ერთი სეტერიც იყო, მაწანწალა და თბილისელმა დამსვენებელმა ქალმა ის და კიდევ რამდენიმე მაწანწალა ძაღლი წაიყვანა თბილისში.
- ვთქვათ, კიდევ გაიზარდა ამ მაწანწალა ძაღლების რიცხვი, შეძლებთ მათ შეფარებას? ან როდემდე შეძლებთ ცხოვრების ასე გაგრძელებას?
- როდემდე? ამ შეკითხვას საკუთარ თავს ხშირად ვუსვამ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაცები შეგნებულად ტოვებენ აქ ძაღლებს. იციან, რომ მათ პური მაინც ექნებათ საკვებად. ერთს გეტყვით, ერთ-ერთი ცნობილი პიროვნება (ამ ეტაპზე მის სახელსა და გვარს არ დავასახელებ) დამპირდა, რომ სექტემბრისკენ ანაკლიას ეყოლება ადამიანი, ვინც ამ მაწანწალა ძაღლებზე იზრუნებს - აცრის, აღრიცხავს და დანომრავს... თავშესაფარზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ ზრუნვაც უდიდესი საქმეა. ამით ჩვენ ერთი ნაბიჯით მაინც წინ წავიწევთ.
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.