"ვერ გავიგე, დედამ რატომ დამტოვა, რატომ არ წამიყვანა. ერთ დღეს მივაგენი... მივხვდი, მას არ ვჭირდებოდი"
font-large font-small
"ვერ გავიგე, დედამ რატომ დამტოვა, რატომ არ წამიყვანა. ერთ დღეს მივაგენი... მივხვდი, მას არ ვჭირდებოდი"
ბავშვები, რომლებიც ოჯახს არჩენენ

ბევრ არასრულწლოვანს უწევს ბრძოლა არსებობისთვის და ბავშვები მართლაც ყველგან ეძებენ სამუშაოს. განსაკუთრებით ზაფხულში ბევრ მოზარდს ვხვდებით სხვადასხვა ობიექტზე დასაქმებულს. ძირითადად, ხელშეკრულების გარეშე მუშაობენ, ზეპირი შეთანხმებით ასრულებენ სხვადასხვა სამუშაოს. ზოგი ავტომანქანის სამრეცხაოშია დასაქმებული, ზოგი მტვირთავად მუშაობს, ზოგიერთი სავაჭრო ობიექტებსა და სწრაფი კვების ობიექტშია შემოსავლის საძებნელად მისული. მართალია, სამშენებლო სამუშაოებში არასრულწლოვნის მუშაობა აკრძალულია, მაგრამ მაინც ასაქმებენ მათ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

დათო, 16 წლის:
"ჩემი თანატოლებისგან განსხვავებით, არ მქონია იმის ფუფუნება, რომ მშობლებთან გავზრდილიყავი. 2 წლიდან ბებია მზრდის. აფხაზეთიდან დევნილები ვართ. თურმე 2 წლის ვიყავი, ბებოსთან რომ დამტოვეს. ჩემი მშობლები რუსეთში წავიდნენ სამუშაოდ. ბებოს უთხრეს, სკოლის ასაკის რომ გახდება, ჩვენთან წავიყვანთო. ისინი მას მერე არ მინახავს. მე და ბებოს საცხოვრებელიც კი არ გვქონდა, მერე შევედით ერთ-ერთ მიტოვებულ ობიექტზე და ცარიელ კედლებში ვცხოვრობდით..."

"ვერ გავიგე, დედამ რატომ დამტოვა, რატომ არ წამიყვანა. ერთი სიტყვით, არასოდეს შევხვედრივარ. რომ გავიზარდე, მას მერე სოციალური ქსელით ვეძებდი, ერთ დღეს მივაგენი... მივხვდი, მას არ ვჭირდებოდი. მას მერე აღარც დავკონტაქტებივარ..."

"ერთი კარგი ადამიანი გავიცანი და ვუთხარი, რომ სამუშაოს ვეძებდი. შევეცოდე და მანქანის სამრეცხაოში დამაწყებინა მუშაობა. თითო მანქანის რეცხვაში 3 ლარს მიხდიდნენ, მაგრამ ჩემი ფული რომ მქონდა, მიხაროდა. ყველაფერს ბებოს ხომ ვერ ვთხოვდი და ამ ფულით რაც აუცილებლად მჭირდებოდა, იმას ვყიდულობდი. მერე ცოტა ხანს "სტაიანშიკადაც" ვიმუშავე. 16 წლის რომ გავხდი, სამშენებლო კომპანიაში დამხმარედ დავსაქმდი და დღეში 15-20 ლარს მიხდიდნენ. ძალიან დაღლილი ვბრუნდებოდი შინ, მაგრამ მიხაროდა, ჩემი ფული რომ მქონდა. ბებო განიცდიდა, დღესაც ვეცოდები და სულ ამბობს, ამდენი არ იმუშაო, ჯერ პატარა ხარო, მაგრამ მისი 200 ლარით როგორ უნდა გაგვეტანა თავი?.."

ელვინი, 17 წლის:
"კახეთში გვაქვს სახლი, მამაჩემს თბილისში წლებია ბიზნესი აქვს და 15 წლიდან მაღაზიაში მასთან ვმუშაობ. არ გვიჭირდა, მაგრამ ჩემი ფული მინდოდა მქონოდა. უფრო პატარაც ვეხმარებოდი, მაგრამ მაშინ ფულს არ მაძლევდნენ. 15 წლისამ ავიღე პირველი ხელფასი. 600 ლარი მომცა, ძალიან გამიხარდა, სკოლის ტანსაცმელი ვიყიდე იმ ფულით, იმ 600 ლარიდან დედამ 200 ლარი გამომართვა და მითხრა, ამ ფულს შეგინახავ და ცოლს რომ მოიყვან, შენი პირველი ხელფასით რაიმე სამკაულს ვუყიდიო. ჩემი ფული რომ მქონდა, ეკონომია ვისწავლე..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 25 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.