"ქალბატონი მედეა ჯაფარიძე რეალურად იდეალისტი და რომანტიკული ბუნებისა იყო..."
font-large font-small
"ქალბატონი მედეა ჯაფარიძე რეალურად იდეალისტი და რომანტიკული ბუნებისა იყო..."
მაღალი და სიმპათიური 14 წლის ბიჭი ქუჩაში გააჩერეს და კინოში გადასაღებად მიიწვიეს. ასე აღმოჩნდა ფილმში "მზე შემოდგომისა"

მაღალი და სიმპათიური 14 წლის ბიჭი ქუჩაში გააჩერეს და კინოში გადასაღებად მიიწვიეს. ასე აღმოჩნდა ფილმში "მზე შემოდგომისა", რომელიც მისი ცხოვრების ერთი ძალიან ლამაზი ეპიზოდია და ამ თემაზე საუბარი ყოველთვის სიამოვნებს. შემდეგ კი არჩევანის წინაშე დადგა, გამხდარიყო ექიმი თუ მსახიობი? საოჯახო გადაწყვეტილებით, ექიმის პროფესია აირჩია, მით უმეტეს, რომ ლევან ჩოლოყაშვილი ამაზე ბავშვობიდან ოცნებობდა.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"კასტინგზე რამდენიმე ბიჭი ვიყავით. გამიმართლა და აღმოჩნდა, რომ ისეთი ვარსკვლავების გვერდით უნდა ვყოფილიყავი, რომლებიც მხოლოდ ფილმებიდან და ტელევიზიით მყავდა ნანახი.
ფილმი "მზე შემოდგომისა" გადაღებულია რეზო თაბუკაშვილის ავტობიოგრაფიული სცენარის მიხედვით. ქალბატონი მედეა ჯაფარიძე რეალურად იდეალისტი და რომანტიკული ბუნებისა იყო..."

"სკოლას ვამთავრებდი და გადაწყვეტილი მქონდა ექიმი გავმხდარიყავი. მაშინ ატესტატის ნიშნებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სიკო დოლიძე ფილმს სამამულო ომის გმირებზე იღებდა, მიმიწვიეს და დამამტკიცეს კიდეც მთავარ როლზე. ძალიან სერიოზული და ბევრი სინჯი გავიარე. უნდა განმესახიერებინა 16 წლის ჩრდილო-კავკასიელი ბიჭი, რომელიც გერმანელების ნაწილში "ტაჩანკაზე" მოთავსებული ტყვიამფრქვევით შეიჭრებოდა და მტერს ანადგურებდა... ამ ფილმში მონაწილეობით, ფაქტობრივად, ერთი წელი უნდა გამეცდინა და სწავლაზე არ მეფიქრა, ამიტომ უარი ვთქვი..."

"ასპირანტურიდან გარიცხვას ჩემმა უშუალო ხელმძღვანელმა გადამარჩინა. ლენინგრადში მუშაობდა ლეონიდ იურის ძე დიმარსკი, რომელიც სულ სხვა კუთხიდან სწავლობდა ონკოლოგიურ დაავადებებს. მოგეხსენებათ, რემბრანდტი და რუბენსი თავის "ნატურშიცებს" რეალისტურად, ფოტოგრაფიულად ხატავდნენ. რემბრანდტის შთაგონების წყარო იყო მისი ჯერ შეყვარებული და მერე ცოლი - სასკია, რომლის შიშველი მკერდი ზუსტად ასახავდა ძუძუს კიბოს მიმდინარეობის პროცესს. ეს ქალი ახალგაზრდა გარდაიცვალა, წყაროებში არსად წერია, რომ ეს დაავადება ჰქონდა. ასევეა რუბენსის ნახატებში. ეს დიმარსკიმ აღმოაჩინა..."

"იმ სოფლიდან ხრუშჩოვმა ხალხი აყარა და კასპში ჩაასახლა. როგორც ამბობენ, იმ დღეს სოფელში ქორწილი ყოფილა, მოვიდნენ ჩეკისტები და მაშინვე, პირდაპირ ურმებზე დასვეს ყველა, ტირილით დაატოვებინეს იქაურობა. კასპში კომპაქტურად დასახლდნენ და უბანს ვარჯაანი დაარქვეს. ნასოფლარში მივაკვლიე დანგრევის პირას მისულ, მეათე საუკუნის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიას და ორგანიზება გავუწიე მის აღდგენას..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 25 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი

ბეჭდვა