ზაფხულის არდადეგებზე ფულის შოვნის საშუალება
font-large font-small
ზაფხულის არდადეგებზე ფულის შოვნის საშუალება
ძველ საქმესაც მივდევ - ტურისტებს ნავებით გასეირნებას ვთავაზობ

ალბათ, ძველ თბილისში გასეირნებისას შეგინიშნავთ პრომო გოგონები თუ ბიჭუნები, რომლებიც ტურისტებს ნავით გასეირნებას სთავაზობენ. 25 წლის მამუკა გოგოტიშვილი ერთ-ერთი მათგანია. მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ამ საქმეში ისეთი მაღალი კონკურენცია არ იყო, როგორიც ახლაა. მამუკას თქმით, ახალგაზრდებისთვის სამუშაოდ კარგი პირობებია, ვიდრე ზაფხულის არდადეგები აქვთ... მამუკას მშვიდობის ხიდთან მაშინ შევხვდი, როცა ტურისტებს ნავით გასეირნებას სთავაზობდა...


- თავდაპირველად, სახელოსნოში ვმუშაობდი - ხატებს "ვაკეთებდი". შემდეგ აქ, დეიდაშვილთან გადმოვედი სამუშაოდ, როგორც პრომო ბიჭუნა. წინათ ტურიზმთან შეხება არ მქონია. ჩემი პირველი სამუშაო დღე (3 წლის წინ) საკმაოდ წარმატებული იყო: 3 საათში, ნავზე დაახლოებით, 13 კაცი ჩავიყვანე. დასაწყისისთვის იდეალური შედეგი მქონდა. თავდაპირველად, სულ 3 ნავი იყო. მომდევნო წელს უკვე კომპანიები მოემატა და ნავების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.
- ტრენინგის გავლა დაგჭირდა თუ მაშინვე მუშაობას შეუდექი?
- სიმართლე გითხრა, ამ საქმეს დამოუკიდებლად შევეჩვიე. ფაქტობრივად, ინგლისურიც აქ ვისწავლე და ახლა ნორმალურად ვლაპარაკობ. ინგლისურად და რუსულად ტურებსაც ვატარებ... მოკლედ, პირდაპირ პრაქტიკით დავიწყე. ისეთი არავინ მყავდა, რომ ესწავლებინა, რა და როგორ გამეკეთებინა, რადგან პირველი ვიყავი, ვინც ამ საქმეს აკეთებდა: არც კონკურენტი მყავდა და არც - მასწავლებელი. დამოუკიდებლად ვცდილობდი განვითარებას, ამ საქმიდან მეტის სწავლას. როცა ბევრ, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანს უყურებ, უამრავ რამეს სწავლობ. ჩემი აზრით, ეს უმაღლეს განათლებაზე უკეთესია, რადგან ყველა ადამიანს განსხვავებული აზრი აქვს და მათგან ბევრი რამის გაგება შეგიძლია. შარშან, მეგობართან ერთად, ტურისტული კომპანიაც დავაარსე. საქართველოს მასშტაბით ტურებს ვატარებთ. პარალელურად, ძველ საქმესაც მივდევ - ტურისტებს ნავებით გასეირნებას ვთავაზობ.
- როგორი ნავით სთავაზობ მათ გასეირნებას? მომსახურებაში რა შედის?
- თუ არ ვცდები, ამერიკული წარმოების კატამარანია (მისისიპიში აწარმოებენ). ფაქტობრივად, ნახევარ საათში ძველ და ახალ თბილისს ვაჩვენებთ. ნავში სასმლის (ჩაი, ყავა, ღვინო, არაყი) დეგუსტაცია შეუძლიათ. ეს მომსახურების საფასურში შედის. ნავით გასეირნება 1 ადამიანისთვის 25 ლარი ღირს.
- რამდენი ეტევა ნავში?
- ოცამდე. ნავს გააჩნია: ზოგში უფრო მეტი ადამიანი ეტევა, ზოგში - ნაკლები.
- გასასეირნებლად ნავი ბოლომდე უნდა შეივსოს?
- არა, 1 კაცსაც შეუძლია გასეირნება.
- კიდევ რა შედის მომსახურებაში?
- თუ ტურისტს სურვილი აქვს, ფასში ნავზე გიდის მომსახურებაც შედის. რეალურად, ნავით გასეირნებისას, ტურისტი უამრავ რამეს ათვალიერებს.
- მუშაობას რომელ საათზე იწყებ?
- დილის 10 საათიდან ღამის 12-მდე, ხან - 10-მდე ვმუშაობ. დღეს, ტურისტების აქტიურობას გააჩნია.
- ტურისტების აქტიურობა რაზეა დამოკიდებული?
- ტურისტული სეზონი ოფიციალურად უკვე დაწყებულია. ყველაზე მეტი ხალხი ივლისსა და აგვისტოში შემოდის. სექტემბრის შუა რიცხვებამდე პიკია.
- როგორ ახერხებ ტურისტთან დაკონტაქტებას, მის დაინტერესებას და მომსახურების შეთავაზებას?
- საკმაოდ დიდი კონკურენციაა. სტანდარტული მეთოდი მაქვს, ადამიანს ვესალმები და ვეუბნები, თუ შეიძლება, 1 წუთი დამითმოს, რომ რაღაც შევთავაზო. ნდობის საკითხს პირველი რამდენიმე წამი წყვეტს, ტურისტმა რომ დაგიჯეროს და წამოგყვეს. თუ ადამიანი არ გაჩერდა და არ მოგისმინა, სათქმელი რომ მიაძახო, უტაქტობა გამოდის. ამიტომ ვცდილობ, ადამიანი გავაჩერო, გავუღიმო, პოზიტივი გადავცე, რომ მიიღოს, რასაც ვეუბნები.
- ამ მომსახურებით ქართველები თუ ინტერესდებიან?
- სხვათა შორის, კი. მქონია შემთხვევები, როცა მაგალითად, ნავიდან ქორწილებიც კი გადაუღიათ. თან, საღამოს ძველი თბილისი ძალიან ლამაზია, ნავით რომ მიდიხარ. დღის განმავლობაშიც კარგი და საინტერესოა... თან, მნიშვნელოვანია, რომ აქ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა დასაქმდა. სტუდენტებს არდადეგები რომ ეწყებათ, შეუძლიათ, იმუშაონ, შემდეგ კი დასასვენებლად ზღვაზე ან მთაში წავიდნენ. სამუშაოდ საკმაოდ კარგი პირობებია. საერთოდ, საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა (ბიჭიც და გოგონაც) მუშაობს, ვისაც ფულის შოვნა უნდა. ევროპაში ახალგაზრდებს დროებითი სამუშაოთი ფულის შოვნის საშუალება აქვთ, რაც საქართველოში დიდი პრობლემაა, აქ კი, სადაც მე ვმუშაობ, შეუძლიათ, ფული იშოვონ და მშობლების შემოსავალზე არ იყვნენ დამოკიდებული. ჩემი აზრით, ეს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
- გასეირნების შეთავაზებით, დღეში საშუალოდ, რა თანხას გამოიმუშავებ?
- კარგ პრომო ბიჭუნას თუ გოგონას დღეში მინიმუმ, 100 ლარი აქვს შემოსავალი. ზოგს არ აინტერესებს: რაღაც გარანტირებული ხელფასი აქვს, რამდენიმე კაცს ნავზე ჩაიყვანს და ზის, მუშაობა ეზარება... ვინც მართლა გულით მუშაობს, საკმაოდ დიდ ფულს - დღეში 100-150 ლარს აკეთებს.
GzaPress
- კონკურენციის გამო, ერთმანეთს კლიენტებს თუ ართმევთ და ამის გამო კონფლიქტური სიტუაცია ხომ არ იქმნება?
- ადამიანები ვართ და არა - რობოტები. როგორი წესებიც უნდა დავადგინოთ, მათი დარღვევისკენ გვაქვს მიდრეკილება. ამიტომ ჩვენს სფეროშიც იქმნება ასეთი სიტუაციები: მაგალითად, ახალი პრომოა მოსული და ყველაფერი კარგად არ იცის. ერთი პრომო ტურისტს რომ ესაუბრება, მომსახურებას სთავაზობს, ახალი თანამშრომელი მივა და თავადაც შესთავაზებს. შეიძლება, უფრო იაფი მომსახურების შეთავაზებით ტურისტი სხვას წაართვას, მაგრამ ასეთი საკითხები მშვიდობიანად წყდება, რადგან როდესაც პრომო ხედავს, რომ მას ხალხი (კლიენტები) წესების დარღვევით წაართვეს, თავის უფროსს უკავშირდება. შემდეგ უფროსები სიტუაციას ერთმანეთთან აგვარებენ - ანგარიში სწორდება. ამ დროის განმავლობაში, ყველაფერი კარგად ჩამოყალიბდა და ერთმანეთს ანგარიშს ვუწევთ, სხვა რა გზა გვაქვს? ვცდილობთ, წესები დავიცვათ.
- ყოველთვის სწორად არჩევ ადამიანს, ვისაც მომსახურება უნდა შესთავაზო?
- რა თქმა უნდა, შეცდომებს ყველანი ვუშვებთ, მაგრამ 3 წლის განმავლობაში, თვალით (ერთი შეხედვით) ხალხის ცნობას შევეჩვიე: გარკვეულ დონეზე გარჩევა შემიძლია, დაინტერესებული ვინ არის და ვინ - არა. საქართველოში ძირითადად, დამხარჯველი, ჩვენი ისტორიითა და კულტურით დაინტერესებული ტურისტები, პირველ რიგში, რუსები იყვნენ. ამას ვერავინ უარყოფს - 100%-იანი ფაქტია. ასევე, ტურისტები არიან: უკრაინიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან, ესტონეთიდან... ყველაფერი აინტერესებთ. ღვინოც მოსწონთ, სანელებლებიც, ჩურჩხელებიც... ცდილობენ, წაიღონ.
- როგორ საზღვრავ რომელ ენაზე უნდა შესთავაზო ტურისტს მომსახურება?
- ამის განსაზღვრა ერთი შეხედვით შემიძლია. 10-დან 9 შემთხვევაში ვხვდები, ადამიანი საიდან არის. იოლი გასარჩევია ინდოეთიდან, არაბეთიდან, ირანიდან და რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები.Fფაქტობრივად, შეუძლებელია, რომ პრომომ, რომელიც წელიწადია მუშაობს, შეცდომა დაუშვას.
- მაგალითად, არაბებს, ინდოელებს ინგლისურად ელაპარაკები?
- კი, ინგლისურად, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, რაც აქ ვმუშაობ, რამდენიმე, თუნდაც, არაბი მეგობარი გავიჩინე და არაბულად რამდენიმე სიტყვა ვიცი, მაგალითად - "გამარჯობა", "როგორ ხარ?" აქედან გამომდინარე, ვცდილობ, მათ მშობლიურ ენაზე ვესაუბრო. ასე უფრო იოლად ვამყარებ კონტაქტს, ყველას სიამოვნებს. საქართველო რომ სტუმართმოყვარე ქვეყანაა, ამას ყველას ვუმტკიცებ. ბოლო პერიოდში, რუსი ტურისტები მყავდა. მათ ვაჩვენე, რომ ქართველებმა სტუმარმასპინძლობა ვიცით და უბრალო ხალხი პოლიტიკაში არ ვერევით. სტუმარს, ვინც კეთილი განწყობით მოდის ჩვენს ქვეყანაში, არავინ ესვრის და კლავს. ამას ტურისტებს ყოველთვის ვუხსნი. თუნდაც, "ქართვლის დედა" სტუმართმოყვარეობის ნიშანია: ღვინო თასით ყოველთვის სტუმრისთვის გვაქვს, ხმლით კი - თავს ვიცავთ.
GzaPress
- რა უნარ-ჩვევებია საჭირო, ტურისტისთვის შეთავაზება წარმატებული რომ იყოს?
- ჩემი აზრით, ცხოვრებაში ერთადერთი უნარ-ჩვევაა აუცილებელი: როცა ადამიანი მონდომებული ხარ, ყველაფერი გამოგდის. ამის ბევრი მაგალითი მინახავს. მაგალითად, სამუშაოდ ბიჭი მოსულა, რომელმაც არც ინგლისური ენა იცოდა, არც - რუსული. რამდენიმე დღეში ძირითადი, საკვანძო ფრაზები, რაც სჭირდებოდა, თავად ისწავლა და მუშაობა დაიწყო. დღესდღეობით, საუკეთესო პრომოა... 2 წლის წინ იყო შემთხვევა, როცა ადამიანმა ინგლისურიც კარგად იცოდა და რუსულიც, მაგრამ ნავზე 1 კაციც ვერ ჩაიყვანა, რადგან ხალხთან კონტაქტი არ შეეძლო.
- ალბათ, მუშაობისას სახალისო სიტუაციებიც იქმნება...
- კი, ბევრი. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა ენობრივი ბარიერის გამო, ტურისტი და პრომო შეკამათდნენ, რადგან ერთმანეთს ვერ გაუგეს. სასწრაფოდ ჩარევამ მომიწია. რომ მივედი, აღმოჩნდა, რომ ტურისტი პრომოს უბრალოდ, მადლობას უხდიდა, პრომოს კი ეგონა, რაღაც ცუდს მეუბნებაო და იყო ერთი ამბავი (იცინის). რა თქმა უნდა, არავინ დაზარალებულა და არ დაშავებულა. საბოლოოდ, სასაცილო იყო, რადგან ბოლოს, როცა მივედი და "ვითარჯიმნე", ორივე მიხვდა, რაში იყო საქმე და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა... ზოგჯერ არის შემთხვევა, როცა მაგალითად, ახალგაზრდა, რუს ტურისტ გოგოსთან მივდივარ და თუ ფლაერი არ მაქვს, გოგოს ჰგონია, მეარშიყება და სადმე დაპატიჟებას მთავაზობსო. ამიტომ წინასწარ ვეუბნები, - ოფიციალურად, კომპანიას წარმოვადგენ, სხვა ინტერესი არ მაქვს-მეთქი.
- დასვენების დღე არ გაქვს?
- გუშინ დავისვენე. ასე ვთქვათ, საკუთარ თავს გავეპარე: სტუმრები გვყავდა და მათთან ერთად წავედი... დასვენების დღე იშვიათად მაქვს ხოლმე. ფაქტობრივად, 24 საათი ვმუშაობ: დღისით აქ ვარ და ტურისტებს ნავით გასეირნებას ვთავაზობ, ღამით კომპიუტერთან ვმუშაობ, რომ ტურისტებთან პირდაპირი კავშირები მქონდეს, ტურები დავგეგმო... საკუთარ თავს დასვენების უფლებას ვერ მივცემ: 25 წლისამ რომ დავისვენო, სახლში მეძინოს და მშობლების ხარჯზე ვიცხოვრო, სისულელე იქნებოდა...
- კიდევ რამე მნიშვნელოვნის თქმა ხომ არ გინდა, რის შესახებაც მე არ მიკითხავს?
- ერთადერთი, მინდა, რომ რასაც ვაკეთებთ, ამ საქმეს ხელი არ შეეშალოს.
- ამის საფრთხე არსებობს?
- კი, რა თქმა უნდა, რადგან ტელევიზორში ბევრჯერ გაჟღერებულა ინფორმაცია, რომ თითქოს მთავრობას თავისი ნავების "ჩასმა" და ჩვენი საქმიანობის აკრძალვა უნდა... ჩვენ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცული გვაქვს. სამაშველო ჟილეტები ყველა ნავზეა. ჯერ ისეთი შემთხვევა არ გვქონია, რომ ვინმე წყალში ჩაგვარდნოდეს ან დაშავებულიყოს. ჩვენი საქმიანობით ხალხი სიამოვნებას იღებს. საქართველოში ჩამოსული ტურისტი კმაყოფილი რჩება. ინტერნეტშიც დადებითი გამოხმაურებები გვაქვს... ნავზე ნახევარსაათიანი ექსკურსიის ჩატარების შემდეგ, ტურისტებმა უკვე იციან, რომელი ეკლესიები, ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები მოინახულონ. ინფორმაციას ყველაფრის შესახებ იღებენ. ისიც იციან, მაგალითად, სად არის კარგი რესტორანი...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.