"მახსოვს პირველად კომპიუტერი და ფერადი ტელევიზორი რომ ვნახე, გაკვირვებული ვუყურებდი"
font-large font-small
"მახსოვს პირველად კომპიუტერი და ფერადი ტელევიზორი რომ ვნახე, გაკვირვებული ვუყურებდი"
ახალგაზრდა ქართველი მსახიობის ჰოლივუდური ცხოვრება

თემო მელიქიძე ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. დაახლოებით 22 წლის წინ მისი ოჯახი საქართველოდან საზღვარგარეთ გაემგზავრა, ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. ბელგიაში გაჩნდა თემოს და. ემიგრაციაში ცხოვრება ბევრ სირთულეს უკავშირდება და არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი, მაგრამ ზოგიერთი მტკიცე ხასიათისა და ოცნების ახდენის იმედით ახერხებს "გადარჩენას".

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"5 თუ 6 წლის ვიყავი, საქართველოდან რომ გავემგზავრეთ. მოგეხსენებათ, მაშინ საქართველოში როგორი მძიმე პირობები და ქაოსი იყო. პირველი დიდი სხვაობა რაც
ამ ორ ქვეყანას შორის დავინახე, ეს ეკონომიკური მდგომარეობა გახლდათ. მახსოვს პირველად კომპიუტერი და ფერადი ტელევიზორი რომ ვნახე, გაკვირვებული ვუყურებდი. იყო გათბობა, დენი, ონკანიდან ცხელი წყალი მოდიოდა, რაც საქართველოს მოსახლეობას უკვე დავიწყებული ჰქონდა (იღიმის)..."

"ბავშვობაში ბრუს ლის მონაწილეობით ფილმები რომ ვნახე, ჩემთვის ემოციური იყო და ასე
ვთქვათ, ის გახდა ჩემი შთაგონების წყარო. ერთხელ სკოლაში დავალება მოგვცეს, წერილი მიგვეწერა საკუთარი თავისთვის მომავალში, 20 წლის მერე. დავწერე, რომ იმ დროს უკვე მსახიობი ვიქნებოდი ისევე, როგორც ბრუს ლი და ვიმუშავებდი ჰოლივუდში. ეს აზრი არასოდეს შემიცვლია..."

ნიუ-იორკიდან მალე ლოს-ანჯელესში გადავიდა და ახლა უკვე იქ დაელოდა ახალ შანსს პროფესიაში. თითქმის 3 თვე არაფერი ხდებოდა. არავის იცნობდა, არც მენეჯერი ჰყავდა, არც პირადი კონტაქტები ჰქონდა. ერთხელ ის ერთ-ერთმა აგენტმა ნახა და რეკლამაში გადასაღებად დაუკავშირდა. ერთმანეთი უკეთ რომ გაიცნეს, ეს ადამიანი მსახიობის აგენტი გახდა. სწორედ ამ დროს რეჟისორი პიტერ ბერგი და პროდიუსერი მარკ უოლბერგი ფილმისთვის მსახიობებს არჩევდნენ...

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" პირველი აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ და იმასაც შეიტყობთ, თუ ვინაა ქართველი მსახიობის რჩეული ქალბატონი.

ანა კალანდაძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.