"დედა არასდროს მყავდა ნანახი. როცა ციხეში იყო, ბევრს ვფიქრობდი მასზე. ვიცოდი, ურთიერთობის აწყობა გამიჭირდებოდა, მაგრამ მე ყველაფერი გავაკეთე..."
font-large font-small
"დედა არასდროს მყავდა ნანახი. როცა ციხეში იყო, ბევრს ვფიქრობდი მასზე. ვიცოდი, ურთიერთობის აწყობა გამიჭირდებოდა, მაგრამ მე ყველაფერი გავაკეთე..."
"ვიცოდი, ურთიერთობის აწყობა გამიჭირდებოდა, მაგრამ მე ყველაფერი გავაკეთე..."

17 წლის ნინოს ცხოვრება ბევრი მისი თანატოლის ცხოვრებისგან განსხვავებული იყო. ამ ლამაზ გოგონას მიზნები და ოცნებებიც სხვა ჰქონდა. სამწუხაროდ, პატარაობიდან ლუკმაპურის შოვნა თავად უწევდა. დამლაგებლადაც მუშაობდა და პატარა ხელებით ცდილობდა, თავისი სარჩო გამოემუშავებინა, ლუკმა რომ არავის დაეყვედრებინა. დედის სითბოზე ოცნებობდა. ეგონა, ეს დღე დადგებოდა და დედასთან შეხვედრის შემდეგ დედაშვილობის დანაკლისს აინაზღაურებდა, მაგრამ ესეც არ მოხდა, დედამ მას სითბო ვერ მისცა და მათი გზები ისევ გაიყარა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში
"გზა" გამოქვეყნდა:

"9 კლასი დავამთავრე და სკოლიდან გამოვედი, მინდოდა, სკოლა დამემთავრებინა და სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გამეგრძელებინა, მაგრამ ვიცოდი, ამას ვერ შევძლებდი. ასეთ პატარა ასაკში ბავშვები სწორედ იმიტომ მუშაობენ, რომ უჭირთ. ვისაც მშობლები ჰყავს, ისინიც ცდილობენ, ოჯახს დაეხმარონ. მათგან განსხვავებით, მე არც მამა მყავდა, არც დედას
ეცალა ჩემთვის და მარტო დარჩენილს თავი რომ გამეტანა, იძულებული ვიყავი, საკუთარი შრომით მომეპოვებინა სარჩო..."

"სულ ამაზე ვფიქრობდი, მთავარი იყო, ცუდ გზას არ დავდგომოდი და პატიოსნად ვყოფილიყავი. ახლობლის დახმარებით 14 წლისამ ქარხანაში, დამლაგებლად დავიწყე მუშაობა. ვცდილობდი, დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შემესრულებინა და ნდობა მომეპოვებინა..."

"პირველი ფულით სახლისთვის პროდუქტები და ფეხსაცმელი ვიყიდე, რადგან გახეული მქონდა. მაშინ ნათლიასთან ვცხოვრობდი, მას ჰქონდა ჩემზე მზრუნველობა აღებული. ბევრჯერ მტკენია მისი სიტყვებისგან გული. მავალდებულებდა, ფული მეშოვა. შენი საჭმლის ფული შენ უნდა გამოიმუშაოო, ამიტომ სწავლის ნაცვლად, ფიზიკურად ვშრომობდი, სახლში პროდუქტი რომ მიმეტანა..."

"არ ვიცნობდი დედას, არასდროს მყავდა ნანახი. როცა ციხეში იყო, ბევრს ვფიქრობდი მასზე. ისიც ვიცოდი, ურთიერთობის აწყობა რომ გამიჭირდებოდა, მაგრამ მე მართლა ყველაფერი გავაკეთე... ბევრი მცდელობის მიუხედავად, არ გამომივიდა, რადგან მას არ სურდა. ვცდილობდი შევყვარებოდი. 2 წელი დაჰყო ჩემთან და მერე სახლიდან წავიდა..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" პირველი აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."
"ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ... ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე"
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.