"შედეგით ტკბობა იმდენად სასიამოვნოა, რომ ყველაფერი მავიწყდება"
font-large font-small
"შედეგით ტკბობა იმდენად სასიამოვნოა, რომ ყველაფერი მავიწყდება"
"საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და ძალიან ვიღლები"



ნარგიზა ერგემლიძე პროფესიით მხატვარია, ამჟამად საკუთარ ქალაქში - ზესტაფონში ხელოვნებას ასწავლის ბავშვებს. ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო, ხატავდა ყველგან, სადაც უნდა ყოფილიყო, ნებისმიერ დროს, რის გამოც დედა თურმე ხშირად საყვედურობდა. მოგვიანებით გამოყენებითი ხელოვნებით დაინტერესდა - ჩანთებისა და აქსესუარების კერვა დაიწყო. უკვე უფუნქციო ნივთებსაც კი ახალ სიცოცხლესა და დანიშნულებას აძლევდა, თუმცა, გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ გამორჩეულად მშვენიერი და ლამაზი მის მიერ განახლებული ავეჯია. თუ როგორ ახერხებს, ამაზე თავად მხატვარი გვესაუბრება.

GzaPress
- პატარაობიდანვე ვხატავდი, ბევრჯერ სახელმძღვანელოები გვერდზე გადამიდვია და სახატავი რვეულისთვის მომიკიდია ხელი. ბუნებრივია, დედას აღელვებდა ეს ამბავი, რადგან ხედავდა, რომ ზოგჯერ გვიან ღამითაც კი ვიჯექი და ვხატავდი, მაგრამ ეს ჩემდა უნებურად ხდებოდა. მოკლედ, დავამთავრე ვანის სამხატვრო სკოლა ფერწერის განხრით, მერე მოსკოვის ფილიალში ვსწავლობდი, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო სწავლას თავი დავანებე. ხატვით კი სულ ვხატავდი, რამდენიმე გამოფენაც მქონდა სტამბოლში. გასაყიდად ისე მენანებოდა ჩემი ნახატები და იმდენად განვიცდიდი ამას, რომ გადავწყვიტე, გასაყიდად აღარასდროს დამეხატა. წლების შემდეგ გამოყენებითი ხელოვნებით დავინტერესდი და ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების კერვა დავიწყე. პარალელურად, ზესტაფონის მერიის სურვილით, კულტურის ცენტრში ბავშვებს გამოყენებით ხელოვნებას ვასწავლი. იმდენად დაინტერესებულები არიან, ვერ წარმოიდგენთ. დღეგამოშვებით კი არა, ყოველდღე მოდითო, მეუბნებიან, დაინტერესებულები არიან, რაც ძალიან მახარებს. ინტერესი რომ აქვთ, ეს უკვე კარგია - მეც ბავშვობიდან მეხერხებოდა კერვა, ქსოვა, მიყვარდა ხელსაქმე. დედაჩემი სამსახურში რომ იყო, მის კაბებს ვჭრიდი და თოჯინებს ტანსაცმელს ვუკერავდი, რის გამოც ხშირად მტუქსავდნენ კიდეც (იცინის).
- როდესაც თქვენ მიერ განახლებული ავეჯი - საძინებლები, პიანინოები ვნახე, გაოცებული დავრჩი მათი სილამაზითა და გამორჩეულობით. როგორ ახერხებთ ამას?
- ძველ ავეჯს ვაახლებ, დაძველების ეფექტით. საერთოდ, მიყვარს ძველი ნივთების გაცოცხლება, ყველა ჩემთან მოარბენინებს, ძველსა და გამოუყენებელს თუ ნახავს - ლამპას, უთოს... თითქოს წარსულს ეხები და ეფერები, აწმყოში გადმოგყავს. მოთხოვნა დიდია, ყველა კმაყოფილი და მოხიბლულია ჩემი ნაკეთობებით. რამდენიმე დღის წინ თბილისიდან დამირეკეს, საძინებლის გაკეთება გვინდაო.
GzaPress
- ქალისთვის საკმაოდ მძიმე სამუშაო უნდა იყოს.
- ჯერ "ვშკურკავ", აუცილებლად ხარისხიან, აკრილის საღებავებს ვიყენებ. მართლაც საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და ძალიან ვიღლები, მაგრამ შედეგით ტკბობა იმდენად სასიამოვნოა, რომ ყველაფერი მავიწყდება.
- რა არის შენი ინსპირაცია ჩანთების, აქსესუარების შექმნისას?
- რა თქმა უნდა, სხვა პროფესიის ადამიანებიც კერავენ ჩანთებს, მაგრამ მხატვრის თვალით დანახული მაინც სულ სხვაა, დიზაინერს სულ სხვა თვალი და ხედვა აქვს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ჩემი ხელწერა მაქვს, რაც სხვისგან გამომარჩევს. ძირითადად, მასალა მეხმარება იმაში, მივხვდე, რისი გაკეთება შეიძლება მისგან. მახსოვს, პირველი ჩანთა ჩემთვის შევკერე და ყველას მოეწონა. ტექნიკა ვიდეოებით ვისწავლე. ჩემი კლიენტები ძირითადად, უცხოელები არიან. მყიდველს ჩანთას რომ ვატან, ვეკითხები ვინ არის, რას საქმიანობს, მაინტერესებს, კარგი ადამიანია თუ არა. მინდა, იცოდეს იმის ფასი, რასაც ყიდულობს.
GzaPress
- გარდა ამისა, წერთ ლექსებს, უკრავთ და მღერით კიდეც, ხომ ასეა?
- VIII კლასში ვიყავი, ბიძაშვილი რომ დამეღუპა და მაშინ დავწერე პირველი ლექსი, ბოლო პერიოდში უფრო აქტიურად ვწერ. ხელოვნების - ხატვის, სიმღერის, ლექსების გარეშე არ შემიძლია. საუბარს ჩემი ერთი ლექსით დავასრულებ: "ბავშვურ ოცნებად დამრჩა,/ თეთრ მყინვარწვერზე ასვლა./ კავკასიონის ქედიდან/ არწივის ფრთების გაშლა./ ცაში აფრენა ღრუბლებთან/ და ვარსკვლავებთან აღმა,/ სემირამიდას ბაღების/ ოცნებად დამრჩა ნახვა./ უკიდეგანო ზღვაში, თეთრი იალქნის გაშლა,/ ცხელ უდაბნოში მწყურვალს,/ პირამიდების ნახვა./ კლდეზე ჯიხვებთან ჭიდილი,/ გოლგოთას მთაზე ასვლა,/ ტყეში ქორბუდა ირმების/ ფარულად თვალის წაკვრა./ აღვირაგლეჯილ ფაშატის/ ფეხთა თქარუნის ათვლა,/ თავდავიწყების ჭიხვინი/ თავისუფლების ნატვრა./ ეს ყველაფერი მენახა,/ სიცოცხლე ღირდა ამად,/ არ დამრჩენოდა ბალღობად/ და აუხდენელ ნატვრად".
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."
"ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ... ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე"
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.