"მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩემი საქმე იყო თუ არა, მაინც ყველას საქმეში ვერეოდი, ვეხმარებოდი, სასწაულებს ვაკეთებდი... "
font-large font-small
"მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩემი საქმე იყო თუ არა, მაინც ყველას საქმეში ვერეოდი, ვეხმარებოდი, სასწაულებს ვაკეთებდი... "
"კონკურენტი რატომ არ მყავს, იცი?"

გასული კვირის განმავლობაში, გია ჯაჯანიძის შოუს ეთერში გასვლამდე, ტელემაყურებლებს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს "სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად" ეთერში აღარ გავიდოდა. მიზეზი გადაცემის ანონსში ნახსენები "ბოლო გადაცემა" და წამყვანის ცრემლები იყო, რაც საბოლოო ჯამში, "ცრუ განგაში" აღმოჩნდა. თავად გია ჯაჯანიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს ინტრიგა არ ყოფილა...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ვაიმე, არა... ამას ჩემი ამბიციის გამო არ ვამბობ: კონკურენტი რატომ არ მყავს, იცი? იმიტომ კი არა, რომ ნიჭიერი, შეუდარებელი ვარ? ჩემზე მაგრებიც არიან, ახალგაზრდებიც, განათლებულებიც, ჭკვიანებიც, მდიდრებიც... შეიძლება,Yყველაფერი ჰქონდეთ ჩემზე მეტი, მაგრამ მე ჩემი "ხელწერა" მაქვს, მე ვარ "მე". ამიტომ კონკურენციის შეგრძნება არ მაქვს. ხვალ ტელევიზიიდან რომ წავიდე, კონკრეტულად, გია ჯაჯანიძეს ვერავინ შეცვლის, თორემ წამყვანს კი შეცვლიან - შეუცვლელი არავინ არის. ეს შოუ ცას კი არ გამოეკერება? ერთ დღესაც "დაიხურება" და შეიძლება, სხვა სახელწოდებით, მსგავსი გადაცემა წაიყვანონ. ამასაც ველოდები, გართულება არ მაქვს - მალე 60 წლის ვხდები და კამერის წინ ხომ არ მოვკვდები?!. ახალგაზრდებზე ვგიჟდები, ისე მიყვარს! ჩემი ყველა სტაჟიორი იტყვის, როგორ ვცდილობ, რომ წარმოჩინდნენ, ეკრანზე გამოჩნდნენ, სიუჟეტი გააკეთონ"...

"20 წლის წინანდელ ამბავს მოგიყვები: მთელი ცხოვრების განმავლობაში, მთხოვდნენ თუ არა, ჩემი საქმე იყო თუ არა, მაინც ყველას საქმეში ვერეოდი, ვეხმარებოდი, სასწაულებს ვაკეთებდი... მოკლედ, დიდ ამბებში ვიყავი. ხომ იცი, გონებაში რაღაც რომ ჩაგიძვრება? ერთ მშვენიერ დღეს, ასე გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემთვის მადლობა ეთქვათ. სულ სტრესის ქვეშ ვიყავი, რომ მადლობას არ მეუბნებოდნენ. ერთხელ ცოლ-ქმარი შემხვდა. ამ წყვილმა ერთმანეთი ჩემთან გაიცნო. დაოჯახდნენ. ძალიან ვეხმარებოდი. მერე ბავშვიც შეეძინათ, კარგ სამსახურებში მუშაობა დაიწყეს... ჰოდა, როცა შემხვდნენ, იმ პერიოდში ცოტათი მიჭირდა. - გამარჯობა, როგორ ხარო? - მითხრეს და წავიდნენ".

"ტანსაცმლის მაღაზიაში ვიყავი, სადაც რიგები იყო. უცბად, ტანსაცმელს ჩაფრენილი მცირეწლოვანი ბავშვი დავინახე - ფეხზე ძლივს იდგა (ტანსაცმელი საკიდზე ეკიდა). პატარის დანახვისას შევცბი. მივიხედ-მოვიხედე. დედამისი საწინააღმდეგო მხარეს იდგა ანუ ბავშვი დედას მოსცილდა. პატარას გავუღიმე, მან კი უცებ წარმოსთქვა: "ჯაჯანიძე". ყველაზე სასწაული ის იყო, რომ თურმე, მანამდე ბავშვი არ ლაპარაკობდა".

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" რვა აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."
"ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ... ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე"
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.