როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ქალბატონები ჯანმრთელობას ზღვაზე დასვენებისას
font-large font-small
როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ქალბატონები ჯანმრთელობას ზღვაზე დასვენებისას
"ზღვაზე ყოფნისას გასათვალისწინებელი რეკომენდაციები"

ზღვაზე დასვენება დადებითი ემოციებით დამუხტვის გარდა ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესების კარგი საშუალებაცაა. ზღვის წყალი შემადგენლობით ადამიანის სისხლის პლაზმას ჰგავს. ამიტომაც ვგრძნობთ წყალში განსაკუთრებულ კომფორტს. სპეციალისტების მტკიცებით, ზღვაზე გატარებული დღეები ადამიანში სტრესის დონეს ადაბლებს, მცირდება არტერიული წნევა და პულსის სიხშირე. ორგანიზმი გაცილებით მეტ ლიმფოციტს გამოიმუშავებს. ლიმფოციტები კი იმუნური სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უჯრედებია, რომლებიც ვირუსებსა და ავთვისებიან უჯრედებს ანადგურებს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"თუ ორსული არის 30 კვირამდე და ორსულობა გაურთულებლად მიმდინარეობს, ზღვაზე დასვენება არ იკრძალება. 30 კვირის შემდეგ ორსულები რთულად იტანენ მგზავრობას. იზრდება ნაადრევი მშობიარობის რისკი. ზოგადად, ფიზიკური დატვირთვის სახეობათა უმრავლესობა უსაფრთხოა ორსულებისთვის. სიარული, ცურვა, ველოსიპედის ტარება მათთვის კარგ ვარჯიშადაა მიჩნეული. მზის სხივები სასარგებლოა კანისთვის, რადგან იგი ხელს უწყობს იმ ვიტამინის გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია კალციუმის წარმოსაქმნელად".

"ზღვის წყალში ყველა მიკროორგანიზმი ვერ ძლებს. მაგალითად, არ არის სწორი მოსაზრება, თითქოს, ზღვისგან, შესაძლოა დაავადდეთ ქლამიდიოზით, სიფილისით, გონორეით, აივ-ინფექციით, ჰეპატიტებით, მუცლის ტიფით, ტუბერკულოზით და ა.შ. მაგრამ ნამდვილად გადამდებია როტა და ენტეროვირუსები - ყველაზე ხშირი მიზეზი ზღვის გასტროენტერიტების (კუჭ-ნაწლავის აშლილობები), ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკები, ქოლერის ვიბრიონი. ეს მიკროორგანიზმები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და ორსულებისთვის".

"ზღვაზე ყოფნისას გასათვალისწინებელი რეკომენდაციები:

1. ზღვის წყალი აშრობს კანს. უფრო მეტად საშიში, ამ თვალსაზრისით, სხეულზე შერჩენილი წყლის წვეთებია. ისინი კრებენ მზის სხივებს და ზრდიან მათი მოქმედების ინტენსივობას, რაც კანის გამოშრობას იწვევს. დამწვრობაც სწორედ ამ წვეთების დამსახურებაა. ამ პრობლემებს თავიდან აიცილებთ, თუ ზღვიდან ამოსვლისთანავე სხეულს პირსახოცით შეიშრობთ.

2. წყლიდან ამოსვლისთანავე მიიღეთ შხაპი. სუფთა, მტკნარი წყალი სხეულს მარილის ნარჩენებისგან ასუფთავებს. თუ ზღვის წყალზე (იოდზე) ალერგია არ გაქვთ, ზღვაში ცურვა არ გავნებთ. პირიქით, გარგებთ კიდეც - რამდენიმე საათით სხეულზე დარჩენილი მარილი აძლიერებს კანის იმუნიტეტს, ერთგვარი გამაჯანსაღებელი ნიღბის როლს ასრულებს. ზღვის წყალი მეტად სასარგებლოა თმისა და ფრჩხილებისთვისაც. მინერალები, კალიუმისა და მაგნიუმის მარილები მათ სიმტკიცესა და სიჯანსაღეს სძენს".

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" რვა აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.