"გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება-მეთქი... ზღვა "ვაჩუქე"
font-large font-small
"გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება-მეთქი... ზღვა "ვაჩუქე"
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"

მართალია, მსახიობი ჯანო იზორია ზაფხულს ზღვისპირა ქალაქში - მშობლიურ ფოთში ატარებს, მაგრამ დილიდან საღამოს 6 საათამდე თეატრში, რეპეტიციას გადის. ამბობს, - საყვარელი საქმის კეთებით უფრო ვისვენებო. ჯანოს მაშინ შევეხმიანეთ, როცა მის ძმაკაცს და მეჯვარეს, "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობ გიორგი სურმავას ვაჟი შეეძინა...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"სასიხარულო ამბავი გვაქვს: ჩემს ძმაკაცს - გია სურმავას ("ჩემი ცოლის დაქალებში" ტონის როლს თამაშობს) ბიჭი შეეძინა - პატარა იოანე დაიბადა!.. ხვალ
თეატრში ისევ რეპეტიცია გვექნება (იცინის)..."

"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი. ზღვა "ვაჩუქე" (იცინის)... ჩემს ძმისშვილთან და რძალთან ერთად ზღვაზე დადის, როდესაც რეპეტიციას გავდივარ: ისვენებენ, მზეს ეფიცხებიან... მუშაობას დილით ვიწყებთ. საღამოს 6 საათის
მერე, დრო მრჩება, რომ გვანცასთან ერთად, სადმე გავიდე..."

"დაქვრივებული ქალი მინახავს, გუთანს როგორ უძღვებოდა, ცხენს როგორ კაზმავდა, ყანაშიც მუშაობდა... ქვრივ ქალს თავისი ცხოვრება ბოლომდე ღირსეულად მიუყვანია, შვილებისთვის სწავლა-განათლება არ მოუკლია. ჩემს ქვეყანაში არავის არაფერი უნდა შეეშალოს და არ გაუკვირდეს. რაღაცებს ვაბუქებთ ხოლმე. თითქოს ვიღაცებმა ველოსიპედი ახლა გამოიგონეს..."

"იდეას აქვე "ვაპატენტებ" (იღიმის): ღამით ზღვაზე ვიყავი. უცებ დავინახე, ცოლ-ქმარი ნავში (ის ნავი დღესაც დგას) ჩასხდნენ. წყალში ნიჩბებს ორივე ერთად უსვამდნენ და ზღვაში, მთვარის შუქზე სათევზაოდ შედიოდნენ (არის სეზონი, როცა თევზაობა დასაშვებია, ოჯახის სარჩოდ). მეგობრებთან ერთად ვიყავი და ვთქვი: აი, ქალისა და კაცის თანასწორობის ყველაზე მაგარი მაგალითი-მეთქი. ნავი თანაბარი ძალით თუ არ ატარე, ზღვაში ვერ შეხვალ..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 22 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"გვერდში ცოლი მახლდა და ლამის "დააწერეს" ქმარი"
"პატარა დეტალი, გრძნობა, ემოცია შეიძლება გახდეს ნახატის ინსპირაცია"
"ყოფილა შემთხვევა, გაცვეთილი საბურავები გვქონია"
სურვილი გამიჩნდა, ჩემი ანსამბლი მქონოდა
"ხშირად, ამ პროდუქტში მავნე ნივთიერებების რაოდენობა დასაშვებ ნორმას ათჯერ და ოცჯერაც კი აჭარბებს!"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.