ანსამბლ "სამას" წარმატება ლოს-ანჯელესში
font-large font-small
ანსამბლ "სამას" წარმატება ლოს-ანჯელესში
სურვილი გამიჩნდა, ჩემი ანსამბლი მქონოდა

14 წელია, რაც ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "სამა" არსებობს, რომლის მუსიკალურ გაფორმებაზე კომპოზიტორი ჭაბუკა ამირანაშვილი ზრუნავს. ანსამბლი ახლახან წარმატებით დაბრუნდა ლოს-ანჯელესიდან, სადაც ჩატარდა კონკურსი სახელწოდებით "მსოფლიო ვარსკვლავი". "სამას" ქორეოგრაფი ნათია ალფაიძე ჰოლივუდურ შთაბეჭდილებებზე გვესაუბრება.


- 6 წლიდან დავიწყე ცეკვა და მას შემდეგ ერთი დღეც ვერ წარმომედგინა მის გარეშე. თუ ცუდად ისწავლი, ცეკვიდან გამოგიყვანთო, ასე მემუქრებოდნენ მშობლები, თუმცა სკოლაში კარგად ვსწავლობდი. ანსამბლ "ფერხულიდან" დავიწყე, შემდეგ კი სუხიშვილების სტუდიაში ნინო კირვალიძემ სულ სხვაგვარად დამანახვა ქართული ცეკვა. კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე და ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის პროფესიას დავეუფლე. პარალელურად ვცეკვავდი "როკვაში" უჩა დვალიშვილთან და ჯანო ჯანიაშვილთან. ამ ანსამბლში ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე. მერე იყო სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი. არა მგონია, ერთი მოცეკვავე მაინც არსებობდეს, ვისაც ამაზე არ უოცნებია. მე ამაყი ვიყავი ამ ოჯახის წევრობით. მერე სურვილი გამიჩნდა, ჩემი ანსამბლი მქონოდა და ასე გაჩნდა "სამა". სახელწოდებაზე დიდხანს ვფიქრობდი, მინდოდა განსხვავებული ყოფილიყო. "სამა" სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, ცეკვას ნიშნავს, ისევე როგორც როკვა, შუშპარი, ფუნდრუკი. ბევრი კითხულობდა, რას ნიშნავს ეს სიტყვაო, "სამაიას" უკავშირებდნენ. მოკლედ, ეს სახელწოდება დავაპატენტეთ და ჩემი მეგობრის იდეით გამორჩეული ლოგოც გავაკეთეთ. გვინდოდა, ძველი ქართული ასოებით გაგვეფორმებინა. ამიტომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ვთხოვეთ, რომ ლოგოს პირველ ასოდ XII საუკუნის გელათის სახარებიდან მოოქრული "ს" გამოგვეყენებინა.
GzaPress
- როგორც ვიცი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ქორეოგრაფიულ დადგმებსა და კოსტიუმებს.
- კოსტიუმებზე ჩემი ოჯახის წევრები მუშაობენ - დედა და დეიდა, დიზაინერები არიან. არ მინდა, მოცეკვავეების ფორმები ზუსტი ანალოგი იყოს. არის რაღაცები, რასაც ვერ შეცვლი, მაგრამ შეიძლება გაალამაზო და ისეთი იერი შესძინო, რომ უცხო და გამორჩეული გამოვიდეს. დედა და დეიდა ბევრს მუშაობენ. არა მარტო "სამა", საზღვარგარეთაც და საქართველოშიც ბევრი ანსამბლი ჩვენი შეკერილი ფორმებით ცეკვავს, რაც ძალიან გვახარებს. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ ორნამენტების ისტორიით დავინტერესდი და იმდენი მივიწყებული ორნამენტი აღმოვაჩინე, ვერ წარმოიდგენთ. ბევრი მათგანი საერთოდ არ გამოუყენებიათ. ერთ-ერთი ორნამენტი გავაცოცხლეთ ლოს-ანჯელესის კონკურსისთვის შეკერილ ფორმებში, რასაც სასურველი შედეგიც მოჰყვა.
- ნათია, ჯერ ამ კონკურსის შესახებ გვითხარით - როგორ აღმოჩნდით ჰოლივუდში, რა კრიტერიუმებით შეირჩა თქვენი ანსამბლი?
- 23 წელია, ეს კონკურსი ლოს-ანჯელესში იმართება. წელს 66 ქვეყანა მონაწილეობდა და პირველად - საქართველო. არ ვიცი, აქამდე რატომ არ ვმონაწილეობდით, ჩემთვის უცნობია მიზეზები. ქალბატონმა ნინო გელაშვილმა შარშან ჩამოიყვანა ამერიკელი პარტნიორები და ბათუმში კასტინგი ჩატარდა. ეს შემოდგომით იყო. ერთი კვირის განმავლობაში კასტინგში 50 ანსამბლი მონაწილეობდა და მიხარია, რომ სწორედ "სამამ" მიიქცია მათი ყურადღება. მომღერლებიდან კი თამუნა ლილუაშვილი შეარჩიეს. ეს იყო კონკურსი, სადაც გაფასებდა მეტად კომპეტენტური ჟიური. ინფორმირებულები იყვნენ ქართული ფოლკლორის შესახებ, პატარა ნიუანსსა და შეცდომასაც კი ამჩნევდნენ. პირველივე დღეს საქართველომ დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩვენ ყველაზე პატარა დელეგაცია ვიყავით, 17 კაცი, მაშინ როცა 300-კაციანი დელეგაციებით იყვნენ წარმოდგენილი სხვა ქვეყნები. ფასდებოდა არტისტიზმი, მოდელირება, ფოტოხელოვნება, ყველაფერს ექცეოდა ყურადღება, ზედმიწევნით ორგანიზებული იყო კონკურსი. შევეცადეთ, ჩვენი ქვეყანა წარგვედგინა მათ წინაშე, დავარიგეთ ფლაერები ინგლისურ ენაზე ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების, კუთხეების, ჩვენი ანსამბლის ისტორიის შესახებ, კონკურსის დამთავრების შემდეგ კი ქართული ღვინოც დავაგემოვნებინეთ.
GzaPress
- რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვეთ კიდეც.
- 3 ნომინაციაში ვიყავით წარდგენილი - ფოლკლორი, თეატრალურ-მუსიკალური და გახსნა, სადაც უნდა გეჩვენებინა გამოყენებული ტრიუკები და ზოგადად, ქართული ცეკვის ტექნიკა - ფარიკაობა, ცერები, მუხლზე დაცემა და ა. შ. პირველ ნომინაციაში ვაჩვენეთ აჭარული ფოლკლორი თავისი კოსტიუმებითა და საკრავებით და ვერცხლი ავიღეთ. ფარიკაობით განსაკუთრებულად მოიხიბლა ჟიური. ძალიან საინტერესო იყო მესამე ნომინაცია, წარმოვადგინეთ საქართველოს კუთხეები და ყველა ცეკვიდან აღებული ილეთებით, შოუს ელემენტებით გაჯერებული სანახაობა ვაჩვენეთ, რამაც ასევე დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ერთი სიტყვით, ამ ნომინაციაში მსოფლიო ჩემპიონები გავხდით, ოქრო დავიმსახურეთ. ამხელა კონკურენციის პირობებში ეს წარმატება ჩვენთვის ასმაგად სასიხარულო და საამაყო იყო. გარდა ამისა, ფასდებოდა, ანსამბლების კოსტიუმებიც და საქართველო ტაილანდსა და ფილიპინებთან ერთად საუკეთესო სამეულში მოხვდა, სპეციალური პრიზი დავიმსახურეთ. ამის გამო ვხუმრობდი, ეს პრიზი დედაჩემსა და დეიდაჩემს ეკუთვნის-მეთქი. 13-მა ადამიანმა ასეთი ყურადღება რომ მივიქციეთ, ახლაც არ მჯერა. კონკურსზე გამოაცხადეს, რომ წელს სხვა ქვეყნებს საქართველოს სახით დიდი კონკურენტი გაუჩნდათ. ბრინჯაოსაც რომ აცხადებდნენ, დარბაზი სიხარულისგან ინგრეოდა, ისეთ დიდ ქვეყნებს უხაროდათ წარმატება, როგორიცაა ამერიკა, გერმანია, საფრანგეთი, კანადა... ჩვენ კი არანაირი გამოცდილება არ გვქონდა და მაინც შევძელით წარმატების მიღწევა. ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აქვთ დღემდე, იქ ტარდებოდა სხვადასხვა აქტივობა და ვორკშოპი, ბევრი რამ გაიგეს და ნახეს. ამისთვის ბავშვების სახელით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას და მერს გიორგი ერბოწონაშვილს, რომელმაც ფინანსური დახმარება გაგვიწია, ასევე მშობლებს და კიდევ ღვინის კომპანიებს, ვინც მოგვცა საშუალება, ქართული ღვინო ჰოლივუდელებისთვისაც დაგვეჭაშნიკებინა.
- წარმატებები!
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."
"ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ... ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე"
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.