"10 წელზე მეტია, ერთმანეთს ვიცნობთ. ვმეგობრობდით... და ჩვენ შორის გრძნობაც გაჩნდა"
font-large font-small
"10 წელზე მეტია, ერთმანეთს ვიცნობთ. ვმეგობრობდით... და ჩვენ შორის გრძნობაც გაჩნდა"
"ჩემზე ამბობენ, აფრენსო"

"პირველად რომ შემიყვარდა, მაშინ ყველაზე არაკონტროლირებადი ვიყავი, სულ "დავფრინავდი". ახლა დაღვინებული ვარ", - ამბობს მომღერალი თათა გიორგობიანი. ვინ არის მისი რჩეული, ვის ეპარანჭება, რა ამბობენ მასზე მეგობრები, რის გამო იღებს საყვედურებს და რომელი თვისება მოსწონს (არ მოსწონს) საკუთარ ხასიათში ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი კოსმონავტი. პაპას ენციკლოპედიები მოჰქონდა და ვეცნობოდი. ერთი პერიოდი
კოსმოსით, არქეოლოგიით, დინოზავრებით სერიოზულად ვიყავი გატაცებული. მერე მომინდა ის პროფესია ამერჩია, რომელიც ადამიანებს კარგ განწყობაზე დააყენებდა..."

"სახლში 24 საათი ვცეკვავ, ვმღერი, მეზობლები და მეგობრებიც შეწუხებული მყავს. უეცრად სიმღერას რომ ვიწყებ, მეგობრები ჩაილაპარაკებენ ხოლმე, ეს მაგრად უბერავსო..."

"საწყის ეტაპზე მქონდა მომენტები, რაღაც თითქოს არ გამომდიოდა, ისეთივე
წარმატებით ვერ გამოვდიოდი, როგორც მსურდა - ასეთ დროს თითქოს ვითრგუნებოდი. დედა სულ მამხნევებდა. მეუბნებოდა, რომ პროფესიონალად არავინ დაბადებულა, რომ მიზანს დიდი შრომისა და გარჯის შედეგად აღწევენ, რომ არ უნდა გავტყდე და სულ წინ ვიარო, არ გავჩერდე..."

"ახლა შეყვარებული, ანუ ფსიქიკურად აშლილი ვარ. ეს ბიჭი პროფესიით მუსიკოსია, დასახელებისგან თავს შევიკავებ... 10 წელზე მეტია, ერთმანეთს ვიცნობთ. ვმეგობრობდით, მერე უფრო მეტად დავახლოვდით და ჩვენ შორის გრძნობაც გაჩნდა. ეს ბუნებრივად მოხდა. არ არის მარტივი იყო იმ გოგოს გვერდით, რომლის შესახებაც საზოგადოება ხან ცუდს ლაპარაკობს, ხან - კარგს..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 29 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.