"ხელი მოვაწერეთ კონტრაქტზე და ჯარიმა საკმაოდ სოლიდურია" - ქართველი ქალი, რომელსაც "ფორსაჟში" იღებენ
font-large font-small
"ხელი მოვაწერეთ კონტრაქტზე და ჯარიმა საკმაოდ სოლიდურია" - ქართველი ქალი, რომელსაც "ფორსაჟში" იღებენ
ჰოლივუდი საქართველოში და ქართველი "ჯულიეტა მაზინას" ახდენილი ოცნება
პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის კიდევ ერთი ეპიზოდის -Fast and Furious 9 ("ფორსაჟი 9") გადაღება 19 აგვისტოს დაიწყო და პროცესი 20 სექტემბერს დასრულდება.

როგორც "აწარმოე საქართველოში" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია...

ფილმში მონაწილეობს ეთო მდინარაძეც, რომელსაც გარეგნობის გამო "ჯულიეტა მაზინას" ეძახიან... გადაღებიდან დაბრუნებულმა, თავისი შთაბეჭდილებები
ჟურნალ "გზის" მკითხველს გაუზიარა... გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"ამ ფილმს მსოფლიო ელოდება და ყურადღების ცენტრშია! ეს იყო საოცრება. მაგარი შეგრძნებაა, როცა მსგავსი ფილმის გადაღება შენ თვალწინ ხდება... პროფესიონალების უზარმაზარი ჯგუფი მუშაობს ფილმზე. ყველაზე ახალი ტექნოლოგიები და აპარატურა აქვთ, რაც კი არსებობს მსოფლიოში. სულ სხვა სამყაროში მეგონა
თავი... რაც შეეხება როლს, ეპიზოდებს, ვერაფერს გავამხელ, ხელი მოვაწერეთ კონტრაქტზე და ჯარიმა საკმაოდ სოლიდურია..."

"ჰოლივუდის დავალებით თბილისში კასტინგი გამოცხადდა, სადაც ჩემმა მეგობარმა - ლელა დალაქიშვილმა ჩემი ფოტოები დაუკითხავად გადააგზავნა. ჰოლივუდიდან მოვიდა პასუხი, რომ მე ფილმში მივიღებ მონაწილეობას... დაგვიბარეს 15 აგვისტოს და ამირჩიეს ოთხი სხვადასხვა სამოსი..."

"ამაზე ალბათ, ბევრი ოცნებობს; აქ უბრალოდ კადრში გამოჩენაც კი სანატრელი რამაა! მოგეხსენებათ, ფილმში მსოფლიო დონის ვარსკვლავები მონაწილეობენ..."

"ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და სიმდიდრე ამდენი ადამიანის სიყვარული, მათი თანადგომაა. ადამიანები გრძნობენ გულწრფელობას, რაც სამწუხაროდ, დღეს დეფიციტია. არასოდეს ვყოფილვარ ბოროტი, ეგოისტი, მოშურნე, პირიქით - ყველას სიხარული მიხარია და ყველას ტკივილს განვიცდი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 29 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."
"ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ... ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე"
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.