საკერავი მანქანისგან აწყობილი საოცარი ნივთები
font-large font-small
საკერავი მანქანისგან აწყობილი საოცარი ნივთები
"თითოეულს დაახლოებით 3-4 თვე ვუნდები"

ვაჟა ხაჩიური პროფესიით ინჟინერ-ენერგეტიკოსია და ამჟამად ერთ-ერთ კომპანიაში ენერგეტიკული სამსახურის უფროსად მუშაობს, თუმცა მთავარი სამუშაო სამსახურის შემდეგ იწყება ხოლმე - ავტოფარეხში მოწყობილ სახელოსნოში. "ეს არის "მერსედეს 540", ნახეთ, როგორი სკამი აქვს უკან?" "ამას სიდედრის სავარძელს ეძახიან, საკმაოდ ძვირად ღირებული მანქანაა". "ეს ალ კაპონეს საყვარელი ავტომობილია, ეს კი ინგლისის დედოფლის კარეტა, ანალოგია ზუსტად", - მაცნობს საკუთარი ხელით შექმნილ ნამუშევრებს ბატონი ვაჟა და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ადამიანის შესაძლებლობებს, ნიჭსა და ფანტაზიას ზღვარი მართლაც არ აქვს. აბა, თქვენ წარმოიდგენდით, ძველი საკერავი მანქანებისგან ხელოვნების ულამაზესი ნიმუშების შექმნა თუ შეიძლებოდა?


- ბავშვობიდან მინიატიურების კეთება მიტაცებდა, აი, ეს ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ჩემი გაკეთებულია თითბრისგან. დაახლოებით 6 წლის წინ, სპონტანურად დავიწყე საკერავი მანქანის ნაწილებისგან სხვადასხვა ნივთის აწყობა. ძირითადად, საკერავი მანქანის სადგამისგან მაგიდებს აწყობდნენ და მეც მოვინდომე მისი გაკეთება. მორჩენილ ნაწილებს რატომღაც სხვა თვალით შევხედე, ამით სხვა რამის გაკეთება შეიძლება-მეთქი და გადავწყვიტე, საკერავი მანქანის "რემენი" ბორბლებად გამომეყენებინა, რომლებზეც ამა თუ იმ ნივთის კონსტრუქციას მოვარგებდი. ასე შეიქმნა არაერთი რეტრომანქანა, ინგლისის დედოფლის "კარეტა", თვითმფრინავი, ზარბაზანი, მოტოციკლი, ორთქლმავალი, გემი სახელად "ნეფი" და ტროას ცხენი. მასაც ხომ აქვს ბორბლები ეტლზე.
- თავიდანვე დარწმუნებული იყავით, რომ რაღაც გამოგივიდოდათ?
- კი, ამის იმედი რომ არ მქონოდა, ხელს არ მოვკიდებდი, მაგრამ რა ხარისხის იქნებოდა, ეს არ ვიცოდი. ხელობის ხარისხსა და ტექნიკას ნელ-ნელა ვხვეწდი.
GzaPress
- ალბათ საკმაოდ შრომატევადია?
- გააჩნია მოცულობასა და სირთულეს, თითოეულს დაახლოებით 3-4 თვე ვუნდები. ერთი თვე მარტო იმისთვის მჭირდება, რომ განვსაზღვრო, დეტალები სად რას უნდა მოვარგო. ორთქლმავალს ყველაზე დიდხანს ვაწყობდი - მისი სიგრძე 95 სანტიმეტრია და ყველაზე მეტი საკერავი მანქანაც სწორედ მის შექმნას დასჭირდა, დაახლოებით 6 ცალი. მის გაყიდვას არც ვაპირებდი, მაგრამ მთხოვეს, საჩუქრად გვინდაო. ჯერ აზერბაიჯანის რკინიგზის მინისტრისთვის წაიღეს, მერე თურქეთის რკინიგზის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრისთვის, თურმე მასაც მოეწონა. თავიდან ესკიზი კეთდება, ანუ რა ნაწილი სად უნდა ჩაჯდეს. ყველა დეტალი პარამეტრებში უნდა გათვალო. მერე ვშლი იმდენ საკერავ მანქანას, რამდენიც მჭირდება და ვიწყებ მუშაობას. უშუალოდ მუშაობისას მიჩნდება იდეები. ისეც მომხდარა, რომ არ მომწონებია, დამიშლია და ხელახლა ამიწყვია. პროპორციებში 1 ან 2 მილიმეტრითაც რომ შეგეშალოს რაღაც, მანქანას ვეღარ "შეკრავ", დიდ განსხვავებას გაძლევს. იმ ნაწილებს "ბარგალკით" სასურველ ფორმებად ვჭრი, დანარჩენს კი უკვე თითბრით ვაკეთებ - "ფარებს", მოაჯირებს, განათების სისტემებს. სულ ხელით ვამუშავებ, დანადგარების გარეშე, რაც საკმაოდ შრომატევადია. ფერადი ლითონების გარდა ტყავსა და ხავერდს ვიყენებ, აწყობილ ნივთს ისე ვღებავ, როგორც ჩვეულებრივ მანქანას, ძვირად ღირებული საღებავებით. ამის შემდეგ გადავდივარ სანათებზე. ჩემს ნამუშევრებს მუსიკალური მექანიზმები, სიგნალები აქვს, დაქოქვის ხმები ჩიპზეა ჩაწერილი, ზოგს მოტორი აქვს ჩადგმული. შეიძლება მთელი დღე მოვუნდე ერთი პატარა დეტალის ხელით დამუშავებას, მაგრამ ვიდრე ისეთი არ გახდება, როგორიც მინდა, არ ვეშვები. ზოგჯერ არის პერიოდი, ვერ ვმუშაობ, ზოგჯერ კი შეიძლება თავზე დამათენდეს, მუზასავით არის... როდესაც დასრულებულ სახეს ვაძლევ, ჩემზე ბედნიერი იმ წუთში არავინაა, ასე მგონია, მილიონი ვიშოვე.
GzaPress
- როდესაც თქვენს სახლში სტუმრები მოდიან და ასეთ კოლექციას ხედავენ, რა რეაქცია აქვთ?
- ეს ანტიკვარიატი საიდან გაქვთო? - ძალიან უკვირთ. ბევრმა არც იცის, რას ვაკეთებ და არც სჯერათ, ჩემი ხელით რომ არის გაკეთებული. სხვები კი არა, თავიდან ჩემს მეუღლესაც არ სჯეროდა, რამე თუ გამომივიდოდა. ვინმე რომ დარეკავდა და იკითხავდა, ვაჟა რას აკეთებსო, თამაშობსო, პასუხობდა. მერე, როცა ერთი გაიყიდა, მალევე მეორეც, სიუჟეტიც გავიდა ტელევიზიით, შეცვალა დამოკიდებულება და ასე პასუხობდა, მუშაობს და გონება არ გაეფანტოს, არ ვაწუხებთო (იცინის).
GzaPress
- სამომავლოდ თუ აპირებთ გამოფენა-გაყიდვის მოწყობას?
- სექტემბრის ბოლოსთვის ვგეგმავ, ვნახოთ, როგორ მოხერხდება, მაგრამ მხოლოდ გამოფენას - იმდენი შრომა მაქვს ჩადებული თითოეულ მათგანში, რომ მათი გაყიდვა ძალიან მენანება.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ
"მეგობრებთან, რომლებიც სხვა არხზე გადავიდნენ კარგი ურთიერთობა მაქვს"
"მიმაჩნია, რომ როცა საქართველო გიყვარს და ქალი ხარ, ყველაზე კარგი, რაც შეგიძლია გააკეთო, ქართველთან ერთად ოჯახის შექმნაა..."
"საქმე ის კი არ არის, რამდენი წლის ხარ, მთავარია, რისი უნარი გაქვს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.