"ვნახე დაჩოქილი ზურაბ ჟვანია, ასე გულმხურვალედ მლოცველი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს, ვკითხე, - რა შესთხოვე უფალს-მეთქი?"
font-large font-small
"ვნახე დაჩოქილი ზურაბ ჟვანია, ასე გულმხურვალედ მლოცველი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს, ვკითხე, - რა შესთხოვე უფალს-მეთქი?"
"ჟურნალისტი და პრესა ყოველთვის იყო იარაღი უსამართლობასთან საბრძოლველად"

ელენე თევდორაძემ სულ 19 წელი იმუშავა შეწყალების კომისიაში, აქედან 9 წელი კომისიის თავმჯდომარე იყო. 2013 წელს ტელევიზიით შეიტყო, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სამსახურიდან რომ გაათავისუფლა და ასე აღმოჩნდა პენსიაში. ამბობს, რომ უსამსახუროდ დარჩენილს დეპრესია ჰქონდა, თუმცა ეს პრობლემები მალე გადალახა და დღეს ყველაზე საყვარელი საქმით, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ურთიერთობით ტკბება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"როცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ბევრი სხვა საკითხის მოგვარებაში ვეხმარებოდი ადამიანებს, მათ შორის იმათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო შევარდნაძის დროს. ოპერაციის ფული არ ჰქონდა ხალხს, უკიდურეს გაჭირვებაში იყვნენ, ჯანდაცვა რა მდგომარეობაში იყო, ყველამ იცის. მე არ მქონდა ფინანსური რესურსი მათ დასახმარებლად, მაგრამ ვიცოდი, ვისაც ჰქონდა ამის საშუალება და იმ ხალხს ვთხოვე დახმარებოდნენ ოპერაციის გაკეთებაში.
სხვათა შორის, არც ერთი ბიზნესმენისგან უარი არ მიმიღია..."

"ერთ საკანში შევედი, დავკეტე კარი და ყველა პატიმარს ველაპარაკე მათ პრობლემებზე. იქიდან რომ გამოვედი, გივი ყვარელაშვილმა მითხრა, როცა საკანში მეორედ შეხვალთ, კარი არ დაკეტოთ, ახლა თქვენ მათ მძევლად რომ აეყვანეთ, რა უნდა გვექნაო? არადა, არ შემშინებია. იქიდან რომ გამოვედი, საპირისპირო საკნის გაღება ვითხოვე. გამიღეს. სრულიად განსხვავებულ საკანში აღმოვჩნდი, სადაც 4 კაცი იყო, კარგად მოწყობილი ყველაფერი, იატაკზე ხალიჩებიც ეფინათ, მაგიდა ედგათ, ჩაიდანი, ყველა ნივთი ჰქონდათ, საოცრად კარგ პირობებში იყვნენ. ამ დროს იმ წინა საკანში იმდენი ადამიანი იყო, დასაწოლადაც კი მორიგეობით წვებოდნენ..."

"ჟურნალისტი და პრესა ყოველთვის იყო იარაღი უსამართლობასთან საბრძოლველად. მე ვიყენებდი ამ იარაღს იმისთვის, რომ სიმართლე მიმეტანა საზოგადოებამდე. კახა თარგამაძე, კობა ნარჩემაშვილი, სოსო ალავიძე და კიდევ ბევრ სხვა ძალოვან ჩინოსანთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ვფიქრობ, ისეთი მინისტრი, როგორიც გიორგი გახარია იყო, არც ერთი არ გახლდათ. გული მეტკინა 20 ივნისს მომხდარი მოვლენების გამო. ჩემი აზრით, ამის შემდეგ ის უნდა გადამდგარიყო..."


"ზურაბ ჟვანია არის ჩემთვის პოლიტიკოსის სახე, მას მერე ვერავინ დავინახე. მე, მიშა სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ბევრი სხვა, ერთადროულად შევედით პარლამენტში. ეს ხალხი ზურას ფრთის ქვეშ იყვნენ. ძალიან ნიჭიერი იურისტები იყვნენ მიშა და ნინო. ზურაბ ჟვანია ღმერთმორწმუნე ადამიანიც იყო. ერთად ჩავედით ერთხელ ისრაელში. მთავარ ტაძარში შევედით, იქ არის ადგილი, სადაც შეიყვანეს გარდაცვლილი იესო. ყველამ მოვილოცეთ და გამოვედით. ბოლოს ზურაბ ჟვანია შევიდა. გავიდა 20 წუთი, ნახევარი საათი... არ გამოდის. ვეღარ მოვითმინე და შევიხედე. ვნახე დაჩოქილი ზურაბ ჟვანია უფლის წინაშე როგორ ლოცულობდა. ასე გულმხურვალედ მლოცველი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს. რომ გამოვიდა, ვკითხე, - რა შესთხოვე უფალს-მეთქი? მითხრა, რა თქმა უნდა, ოჯახზე, თქვენზე ყველაზე ვილოცე, მაგრამ ყველაზე დიდხანს უფალს ვთხოვდი საქართველო გადამირჩინეო. სწორედ ასეთი დარჩა ზურაბ ჟვანია ჩემს მეხსიერებაში"

"როცა გავიგე 28 აგვისტოს შეწყალებულების შესახებ, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა. ცდილობდნენ გამართლებას, პოლიციელს ფორმა არ ეცვა და მოვალეობას არ ასრულებდაო. რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი ხომ მოკლა, არ შეიძლება ასეთი ბრალდებით დაკავებულები, თან, რომლებსაც სასჯელის ნახევარიც კი არ მოუხდიათ, შეიწყალონ..."

P.S. ქალბატონი ელენეს ინტერვიუს საინტერესო მეორე ნაწილს, სადაც ის ღიად საუბრობს მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიასთან ურთიერთობაზე, იმაზეც, თუ როგორი იყო ციხეებში ვითარება შევარდნაძისა და სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, გამოთქვამს ვარაუდს, თუ რატომ ჩამოიცილეს გზიდან ჟვანია და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო ამბავს "გზის" მომდევნო ნომერში წაიკითხავთ.

სტატიას სრულად წაიკითხავთ ჟურნალ "გზის" 19 სექტემბრის ნომერში.

თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."
"ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ... ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე"
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.