"დაე, ჩემი ქვეყნის მოქალაქის მადლიერება იყოს ჩემთვის უმაღლესი ჯილდო!"
font-large font-small
"დაე, ჩემი ქვეყნის მოქალაქის მადლიერება იყოს ჩემთვის უმაღლესი ჯილდო!"
როცა რისკიან საქმეს ემსახურები...

მამუკა სეფიაშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ რამდენიმე თვის წინ დაინიშნა და მას შემდეგ, არაერთ სამაშველო ღონისძიებაში მიუღია აქტიური მონაწილეობა. აღნიშნავს, რომ მაშველობა გმირების პროფესიაა და თანამოქალაქეების თუ ტურისტების გადასარჩენად და სტიქიასთან საბრძოლველად, ნებისმიერ წუთს არიან მზადყოფნაში, რადგან მათი ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სამშობლოს სამსახურში ყოფნა და ადამიანების დახმარებაა.


- შსს-ში 1999 წლიდან ვმუშაობ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი მარტის თვიდან, კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დავინიშნე. ეს საქმიანობა ჩემთვის უცხო არ იყო, მანამდეც მქონდა გამოცდილება და პრაქტიკა. ორი წლის წინ, საქართველოში მასშტაბური ხანძრებისას, თითქმის ყველგან მომიწია ყოფნამ, რადგან მაშინ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ვმუშაობდი. მაშველობა ნამდვილად საინტერესო პროფესია, ვაჟკაცების, გმირების სამსახურია, სადაც სულ სხვა სული ტრიალებს, ერთ მუშტად ვართ შეკრულები და სხვანაირად შეუძლებელიც კია. ჩვენ ფიცს ვდებთ, რომლის ბოლო ფრაზა ასეთია: "დაე, ჩემი ქვეყნის მოქალაქის მადლიერება იყოს ჩემთვის ყველაზე მაღალი ჯილდო!" - ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი.
- რა სირთულეები აქვს თქვენს საქმიანობას, გარეშე თვალი რომ ვერ ამჩნევს. რით იწყება თქვენი ერთი სამუშაო დღე?
- როდესაც შეტყობინება შემოდის, ზოგადი ინფორმაცია კი გვაქვს, მაგრამ დეტალები არ ვიცით, რა და როგორაა, ამას ხელმძღვანელი აფასებს და ადგილზე მისვლისას წყვეტს. რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი უნდა გქონდეს, მათ კაბინეტიდან ვერ მივცემ მითითებებს. ყოველ წამს ჩვენ მზადყოფნასა და ფორმაში ვართ, დასვენების დროსაც კი.
- ორი წლის წინ, მასშტაბური ხანძრების დროსაც ჩართული იყავით სამაშველო ღონისძიებებში. გაიხსენეთ ის ამბები.
- რისკის ფასად გვიწევდა ყველაფრის კეთება. ნებისმიერ ადგილზე, სადაც უნდა გავდიოდეთ, უსაფრთხოების წესებით ვიწყებთ შემოწმებას, მაგრამ რაღაც მომენტში გარკვეულ რისკებზეც გვიწევს წასვლა. ცოტა იღბალიც საჭიროა. იმ ხანძრებისას, ძირითადად, წიწვოვნები იწვოდა, რაც კიდევ უფრო ართულებდა საქმეს, ცეცხლი მასიურად იყო გავრცელებული და მასთან გვიწევდა ბრძოლა. ამხელა ხეები იქცეოდა, რომლებსაც უნდა მოვრიდებოდით, აქეთ ქვები გორდებოდა და ა.შ. ღმერთის და იმ ხელმძღვანელი რგოლის წყალობით, ზარალი მინიმალური იყო. ეს მათი პროფესიონალიზმის დამსახურებაა, ბიჭებმა უდიდესი შრომა გასწიეს.
GzaPress
- გამოუვალ მდგომარეობაში თუ ჩავარდნილხართ, როცა გგონია, რომ იმ სიტუაციიდან გამოძრომა უკვე წარმოუდგენელია?
- მაგალითად, ტყის ხანძრებისას ისეთი ადგილებიცაა, სადაც სახანძრო მანქანა ვერ მიდის და ვერტმფრენით გვიწევს იქ მუშაობა, სხვადასხვა სპეციალური საშუალებით ვაქრობთ ცეცხლს. ნიჩბები გვაქვს. ზოგჯერ შეიძლება ღია ცეცხლი ვერ ჩავაქროთ, მაგრამ გარშემო ხნულებს ვაკეთებთ, იმ ტერიტორიას ვაშიშვლებთ, ცეცხლი რომ არ გავრცელდეს, სანამ დამხმარე ძალა მოვა. მოკლედ, ადგილზე მისულებს რა სიტუაციაც გვხვდება, გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით ვიღებთ.
ეს იგივე ბრძოლის ველია და როცა ებრძვი, გამოგდის კიდეც საქმე, მოტივაციაც მატულობს. ამ დროს უკვე დაღლილობაც ნაკლებია, ის წყურვილი და შიმშილიც აღარ გაწუხებს, ყველანაირი გრძნობა კვდება. ერთადერთი მიზანი ბოლომდე გასვლაა - დაიწყე? უნდა დაასრულო! სიტყვებით ამ ყველაფრის გამოხატვა ძნელია... როცა ფაქტის წინაშე დგები, სულ სხვა ადამიანი ხდები და სულ სხვა განწყობა გაქვს. საკუთარ თავზე კი არა, შენს თანამებრძოლებსა და იმ ადამიანებზე ფიქრობ, ვინც უნდა გადაარჩინო. გუნდურობის პრინციპია მთავარი. იქ ჩვენ ერთმანეთის პატრონები ვართ და როდესაც შედეგით კმაყოფილი ხარ, ეს უკვე სულ სხვა მომენტია.
- ასეთ დროს, ელემენტარულად კვებას, წყლის დალევას როგორ ახერხებთ, რომ ენერგია შეინარჩუნოთ?
- ეს ყველაფერი წინასწარ გათვლილია, საველე პირობებში გამოსაყენებელი მშრალი საკვები მიგვაქვს, 1-2 დღის სამყოფი. მერე დამხმარე ძალა გვეხმარება. გააჩნია, რამდენი დღით გვიწევს ადგილზე ყოფნა.
- პრაქტიკიდან გამომდინარე, რა უფრო რთულია - წყალთან თუ ცეცხლთან ბრძოლა?
- ყველა საშინელებაა, ცეცხლსაც, წყალდიდობასაც და ქარიშხალსაც თავისი სირთულეები ახლავს. მიზანი ერთია - ადამიანებისა და ბუნების გადარჩენა. ცოტა ხნის წინ, ახალსოფელში დიდი ხანძარი იყო, თუმცა, მოკლე დროში შეუძლებელი შევძელით, ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია მოვახდინეთ. ყველაფერი მყისიერად მოხდა - ტერიტორიის შესწავლა, სიტუაციის შეფასება, სწორი დაგეგმარება. ქარი მუშაობას კიდევ უფრო ართულებდა და საშიშროება იყო, ხანძარი ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარესაც გადმოსულიყო, მაგრამ შემადგენლობა ისე გადავანაწილეთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. ჩვენი სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად იყო ჩართული, სისტემატური რადიოკავშირი გვქონდა. თავდაცვის სამინისტროს შეჯავშნული მანქანა, სამი ვერტმფრენი გვეხმარებოდა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც აქტიურად ჩაერთო, ყვარლის მერი - როსტომ სესიაშვილი სულ ჩვენ გვერდით იყო. შევძელით და ის ხანძარი დავამარცხეთ.
- სხვა მხრივ, ძირითადად, რაზეა ხოლმე გამოძახებები?
- ყველაფერზე. მაგალითად, სახლის ხანძრებზე. ზაფხულის პერიოდში, დედოფლისწყაროს რაიონში მინდვრის ხანძრები ხშირი გახლდათ. იყო შემთხვევა, არასრულწლოვანმა დაგვირეკა, კარადის ქვეშ ლეკვი შეძვრა და ვეღარ გამომყავსო. ჩვენი მხრიდან რეაგირება აბსოლუტურად ყველაფერზე ხდება. შემოვიდა ზარი? ვალდებულები ვართ, გავიდეთ ობიექტზე.
- რაიმე სახის ჯილდოები და წახალისებები თუ გაქვთ?
- დიახ, მათ შორის, ფულადი ჯილდოები. ჩვენს თანამშრომლებს უყურადღებოდ ნამდვილად არ ვტოვებთ. ყველანაირად ვცდილობთ, ნორმალური პირობები და გარემო შევუქმნათ. ჩვენი ხელმძღვანელობა ამაზე მართლაც მოტივირებულია, მათი დიდი იმედი გვაქვს, საქმეზე არიან ორიენტირებული. მალე ახალ ფორმებს ველოდებით, პრეზენტაციაც იყო. ახალი ტექნიკაც შემოდის, ავტოპარკის განახლებაც მოხდება.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."
"ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ... ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე"
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.