"დე, შენნაირი სიკვდილი მარგუნოს ღმერთმა მეც და უპატრონოდ მომკლას..."
font-large font-small
"დე, შენნაირი სიკვდილი მარგუნოს ღმერთმა მეც და უპატრონოდ მომკლას..."
"მოგონებები არ მასვენებს. ვიგერიებ, მაგრამ ყოველი მხრიდან მოძვრებიან გულში, სულში, ტვინში, მთელს სხეულში ქოთქოთებენ..."

მაშინ 23 წლის იყო. ამდენი ხნის შემდეგ შეძლო იმაზე საუბარი, რაც გადაიტანა. როდესაც მის ჩანაწერს ვკითხულობდი, მეგონა, მეც იგივე გზა გავიარე, მეც გავურბოდი სიკვდილს, მეც მივატოვე დედა ჩემი შვილების გადასარჩენად და ძალიან მტკიოდა ეს ყველაფერი. ეკა თბილისში ცხოვრობს, შვილები დაიზარდნენ. ნაბოლარა, ქრისტინე სწორედ ომის ტოლიაო, - მითხრა ეკა საჯაიამ...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მოგონებები არ მასვენებს. ვიგერიებ, მაგრამ ყოველი მხრიდან მოძვრებიან გულში, სულში, ტვინში, მთელს სხეულში ქოთქოთებენ...

1993 წელია. 27 სექტემბრის დილა გათენდა. მე და დედა ვკამათობთ: უნდა გავიქცეთ, დე, გავასწროთ, სოხუმში შემოსულან უკვე. ვცდილობ, შევაშინო, რომ დავიყოლიო. შენ წადი, ბავშვები წაიყვანე, მე არსად მოვდივარ, სახლს არ დავტოვებ, - ჯიუტად იმეორებს დედა. ბევრი კამათისა თუ ხვეწნა-მუდარის შემდეგ, როგორც იქნა, დავიყოლიე. "კალიასკაში" 3
თვის ქრისტინა მიწევს. 6 წლის ირაკლი და 7 წლის თამთა ჩაბღაუჭებულები არიან "კალიასკას", გვერდით ჯოხით ხელში, 63 წლის დედაა. გავუდექით გზას ჯანდაბისკენ და ჯოჯოხეთისკენ..."

" ჰაერში სიკვდილის სუნი იდგა და ვგრძნობდი, ჩემ გვერდით მოაბიჯებდა. ვაგზლის ქუჩაზე მოვდიოდი დაფეთებული, შეშინებული, შერცხვენილი, დამარცხებული და ამ სიცარიელისგან განადგურებული. დაგვამარცხეს, გადაგვიარეს, გადაგვთელეს და გავრბივართ... უცებ ყურებს რაღაც ტკაცატკუცის ხმები მოსწვდა. გაძლიერდა, უკვე სროლის ხმებიც კარგად გავარჩიე და ტანკების გრუხუნიც..."

"ტვინმა გამალებულმა დაიწყო გადარჩენისთვის ფიქრი და ბრძოლა. ხიდის ქვეშ შევალ, გადავლენ და მერე გავაგრძელებ გზას, ვფიქრობ. არა, რომ დამინახონ, დამცხრილავენ, ბავშვებს რა ეშველებათ? გაიქეცი, გაიქეცი, ეკა, გადაასწრებ, გაიქეცი, შევძახე ჩემს თავს და გავიქეცი. მივარბენინებ "კალიასკას" და გავრბივარ ხიდზე. ისვრიან უმოწყალოდ..."

"დედა წუხდა, ფეხები ასტკივდა, ვეღარ მოდიოდა. ვინანე, რომ წამოვიყვანე. შემეშინდა, გზაზე არ მომკვდომოდა... გაწამდა, ტირილი დაიწყო. მე ხვალ დავბრუნდები, ვერ გავაგრძელებ გზასო... ტირილ-ტირილით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს. ჩაკოცნა ბავშვები და გაუდგა გზას. მიდის კოჭლობით, უკან ერთხელაც არ მოიხედა. თვალწინ მიდგას ახლა, ჩია, სუსტი, პატარა, კაფანდარა, მაგრამ ცეცხლისმფრქვეველი ქალი, კოჭლობით მიმავალი. ნეტავ რას ფიქრობდა? რატომ ერთხელ მაინც არ მოიხედა? ყველანი გაშეშებულნი ვდგავართ... უყურეთ, ბავშვებო, კარგად დაიმახსოვრეთ ბებიათქვენი, შეიძლება მეტად ვერც ნახოთ, - ვეუბნები ბავშვებს და ტირილს ვიწყებ. უცებ გადაწყვეტილებას ვიღებ და დედამთილს ვეუბნები, ვერ გავაგრძელებ გზას, დედას ვერ დავტოვებ-მეთქი..."

"იკამ ვერ მოითმინა, ბეეე, ბებიააა, - იყვირა და გაიქცა. თაკოც მიჰყვა ბებია-ბებიას ყვირილით. ელვის სისწრაფით შემოტრიალდა, რაღაცნაირი ხმა აღმოხდა პირიდან. ხელები გაშალა ჯოხიანად და კოჭლობ-კოჭლობით გამოიქცა ჩვენკენ, თან ღიღინი დაიწყო. უბედნიერესი იყო, რომ არ დავტოვეთ... ეს ბედნიერება და სიხარული მხოლოდ ნახევარ საათს გაგრძელდა. გზის ბოლოს სიკვდილი იყო ჩასაფრებული..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 26 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."
"ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ... ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე"
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.