გიორგი გახარიას პოლიტიკური ქარიზმა
font-large font-small
გიორგი გახარიას პოლიტიკური ქარიზმა
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ

"ჰოროსკოპში ჩანს პიროვნების ბედის განვითარების ყველა შესაძლო სცენარი. არ არსებობს ადამიანი, რომელიც დაბადებიდან ცუდი ქმედებებისთვის არის განწირული ან პირიქით", - ამბობს ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი. ვნახოთ, რას "გვეუბნება" პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დაბადების თარიღი, როგორი პიროვნებაა, ვინ ასრულებს დადებით და ვინ - ურყოფით როლს მის ცხოვრებაში, როგორი პერიოდი აქვს ახლა და რას უმზადებენ ვარსკვლავები?


- გიორგი გახარია თევზების ნიშნით არის დაბადებული. მისთვის წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერია. ეს პლანეტა მას ვერძის ზოდიაქოში აქვს. შესაბამისად, ბუნებით ლიდერია. იოლად იკავებს ლიდერის პოზიციას და სხვებიც მიჰყვებიან, შეიძლება ზოგიერთი ბრმად და გაუცნობიერებლადაც - ეს მისი ქარიზმაა. გიორგი გახარიასთვის წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. მართალია დააწინაურეს, მაგრამ შავი მთვარე, ანუ კარმული ვალების გასტუმრების პლანეტა თევზებში აქვს.
- რას ნიშნავს ეს?
- ახლა შავი მთვარე გადის თევზების ზოდიაქოს. მისთვის კარმული ვალების გასტუმრების პერიოდია. ზოგადად, შავი მთვარე თევზებში იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადამიანი შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, როდესაც სხვის მაგივრად დაადანაშაულებენ და პასუხისმგებლობას, რომელიც რამდენიმე ადამიანზე უნდა გადანაწილებულიყო, მთლიანად მას აჰკიდებენ. ის მარტო აღმოჩნდება იმ ხალხის პირისპირ, ვინც ადანაშაულებს.
- ეს უკვე იყო...
- დიახ, თავადაც თქვა, პასუხისმგებლობას ყველაფერზე მე ვიღებო. ეს ფრაზა ეჭვს ბადებს, მაგრამ ამას არ იტყვის. სპეციალურად თქვა, სხვაზე რომ არ ეფიქრათ, ანუ ის ვიღაცას ხელს აფარებს.
შავი მთვარე თევზებში მხოლოდ გახარიასთან კი არა, სალომე ზურაბიშვილთანაც არის. ნებისმიერი მისი ინიციატივა იმ დონეზე ფლავდება, საკუთარი გუნდის წევრებიც კი უპირისპირდებიან.
GzaPress
- გახარიას რთული პერიოდი როდემდე გასტანს?
- მომავალი წლის მარტამდე. ასტროლოგიური რუკის გათვალისწინებით, შეიძლება ვთქვა, რომ გახარია დიპლომატიურ სამსახურს, საგარეო საქმეთა ურთიერთობებს თავს ძალიან კარგად გაართმევდა. შესაძლოა, ახლა ვინმემ თქვას, რომ ის პრორუსული ძალაა და როგორ შეიძლება, მას საგარეო ურთიერთობები ჩააბარო. ის, რომ გახარია პრორუსულია, მისი ჰოროსკოპიდან არ ჩანს. ის საქმიანი ადამიანია, რომელიც ცდილობს, დაკისრებული მოვალეობა კარგად შეასრულოს და კარიერა გაიკეთოს.
- პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარმატებული იქნება?
- მას ძალიან მძიმე პერიოდში მოუხდა დაწინაურება. ძნელი სათქმელია, რამდენად "გაუშვებს" ის პასუხისმგებლობა, რომელიც მან საკუთარ თავზე აიღო. დიდი შეცდომა დაუშვა, თავისი შავი მთვარე გააძლიერა. საზოგადოება ყველაფერს მას აბრალებს. ერთ გარემოებაზეც გავამახვილებ ყურადღებას: 20 ივნისის ჰოროსკოპიც ვნახე. იმ ღამეს სიტუაცია სხვაგვარად რომ განვითარებულიყო და აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრილიყვნენ, შეიძლება იქაც ყოფილიყვნენ დაშავებულები, რაოდენობრივად გაცილებით მეტიც და ესეც გახარიას დაჰბრალდებოდა. ეს ადამიანი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა; როგორც უნდა მოქცეულიყო, ნებისმიერ შემთხვევაში დაადანაშაულებდნენ. ახლა გახარია თავის კარმულ ვალებს ისტუმრებს.
ზოგადად შემიძლია ვურჩიო, მარტამდე მეტ ინიციატივას ნუღარ გამოავლენს, მისი ნებისმიერი ნაბიჯი დარტყმის ქვეშ მოხვდება.
მისდიოს გარემოებებს ყოველგვარი ზედმეტი ინიციატივის გარეშე. გახარიას რომ არ ეთქვა, ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებო, საზოგადოებაში ყოველთვის გაჩნდებოდა დიდი კითხვის ნიშანი - იყო გახარია ბრძანების გამცემი თუ არა?
- ეს კითხვის ნიშანი საზოგადოების ნაწილში ისევ არსებობს. მან ეს თქვა, თითქოს ყველაფერს ნათელი მოჰფინა, რეალურად კი რაღაც დამალა.
- ამას ყურადღებას თქვენ აქცევთ, მაგრამ ბევრი ასე არ ფიქრობს. ფაქტი ერთია, საზოგადოებას უნდა ვიღაც ჯვარზე გააკრას. ადამიანების თვისებაა, იპოვონ დამნაშავე, დასაჯონ და მერე წყნარდებიან. ახლა ქართულ პოლიტიკაში ქაოსია, საინტერესოა 22 ნოემბრიდან 22 დეკემბრამდე მოვლენები როგორ განვითარდება. ამ დროს გამოიკვეთება ლიდერი. პარტიები აქტიურობენ, მაგრამ ყველა ისე მოქმედებს, რომ ამაღლების ნაცვლად, საკუთარ პრესტიჟს დაბლა სწევს. მაგალითისთვის ავიღოთ "ლელო", ძალიან უღიმღამო პრეზენტაცია ჰქონდათ. საზოგადოება ხაზარაძეს აღიქვამს, როგორც ბიზნესმენს, რომელიც ფულს ხალხის გაღარიბების ხარჯზე შოულობს. ახლა ფავორიტს ვერ გამოვყოფ.
GzaPress
- ეს თარიღი რატომ დაასახელეთ, ამ პერიოდში რა ხდება?
- ახლა იუპიტერი მშვილდოსნის ზოდიაქოში მოძრაობს, 22 ნოემბრიდან მზე გადადის მშვილდოსანში და გამოიკვეთება ძალა, რომელიც უფრო მეტ ნდობას მოიპოვებს საზოგადოებაში.
- მამუკა ხაზარაძის ჰოროსკოპზე რას გვეტყვით, მისთვის როგორი პერიოდია?
- ხაზარაძეს, ისევე როგორც გახარიას, შავი მთვარე თევზებში აქვს. პრეზენტაციის თარიღი ძალიან ცუდად შეარჩია: ქალწულის პერიოდში ჩაატარა, როცა შავი მთვარე ოპოზიციაში იყო ქალწულთან. მის ყოველ სიტყვას ხალხი მეტად კრიტიკულად მიუდგება. ხაზარაძეც კარმულ ვალებს ისტუმრებს. ის ნებისმიერი ინიციატივით პრობლემებს მიიღებს. არაფრის მომტანი ფინანსური დანახარჯი ექნება.
- ნაკლები შანსია მისგან პოლიტიკური ლიდერი ვიხილოთ?
- დიახ და რატომ, იცით? ხაზარაძის ჰოროსკოპი ბიძინა ივანიშვილის ჰოროსკოპს ძალიან ჰგავს. ორივეს გამარჯვების პლანეტა იუპიტერი ლომის ზოდიაქოში აქვს. გამოდის, რომ ისეთ პატარა ტერიტორიაზე, როგორიც საქართველოა, ივანიშვილი და ხაზარაძე "ერთად ვერ იბალახებს" ან ერთი უნდა იყოს, ან - მეორე. ჯობდა, ხაზარაძე "ქართულ ოცნებასთან" არანაირ წინააღმდეგობაში არ შესულიყო. ახლა პოლიტიკური სარჩულით ცდილობს გარკვეული იმუნიტეტი მოიპოვოს. ის არის ადამიანი, რომელსაც ადანაშაულებენ და შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს. ეს გადარჩენის მცდელობაა. ხაძარაძე ძალიან ჭკვიანია, ხვდება პოლიტიკაში შანსი არა აქვს, თან იმ პროგრამით, რომლითაც გამოვიდა.
- 12 რიცხვი ასტროლოგიურად რას ნიშნავს?
- ჩემთვის 12 რიცხვი არ არის უბრალო. ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც შედგება 12 (ან 12-ის ჯერადი) ადამიანისგან, ეფექტურად მუშაობს. 12 სრულყოფილების ციფრია. არ ვიცი, ხაზარაძე ამ ციფრს რატომ ასახელებს. არაერთი ბიზნესმენის პირადი ჰოროსკოპი მაქვს გაკეთებული და მათთან ერთი უცნაური თვისებაა გამოკვეთილი: გარკვეული ციფრი ან ფერი აქვთ აკვიატებული. როგორც ჩანს, ხაზარაძეს ციფრი 12 კარგად აქვს დაცდილი.
- გიორგი გახარიას ბედის რიცხვი (ციფრი, რომელიც ადამიანის დაბადების თარიღის მიხედვით გამოითვლება) რას გვეუბნება?
- მისი ბედის რიცხვია 8. ასეთ ადამიანთან წარმატება მოდის, მაგრამ რთულად. გიორგი გახარიას ბევრი სიძნელე აქვს გადალახული. აღმავალი კარმული კვანძი მშვილდოსნის ზოდიაქოში აქვს, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ საკუთარ ინტუიციას უფრო მეტად უნდა მიენდოს, ვიდრე მოსულ მითითებებს. სხვისმა მითითებებმა შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს. ინტუიციის პლანეტა მთვარე მშვილდოსნის ზოდიაქოში აქვს. მას შეუძლია ნებისმიერი ინფორმაციიდან სწორი დასკვნა გააკეთოს. წელს მას საკუთარ თავზე არანაირი პასუხისმგებლობა არ უნდა აეღო.
შემიძლია, გახარიას წარმატების რიცხვზეც ვილაპარაკო. მისი ციფრია 4, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ცვლილებები, რასაც თავად გარემოებები სთავაზობს, ხშირად ხელს უწყობს, კარგად მოერგოს ცხოვრებას. თუ ამ ცვლილებებს თავად არ შეეწინააღმდეგება, ის თავის ადგილს ყოველთვის იპოვის.
- ამ ადამიანის ცხოვრებაში დადებით და უარყოფით როლებს რომელი ზოდიაქოს ნიშნები თამაშობენ?
- დადებით როლს ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნები თამაშობენ. ისინი ხშირად უბიძგებენ იმ ნაბიჯების გადადგმისკენ, რომელიც მისთვის წარმატების მომტანია. ესენი არიან: ვერძი, მშვილდოსანი და ლომი. მოსალოდნელია, რომ მას პრობლემები მოუტანოს სასწორმა, კირჩხიბმა და თხის რქამ. სხვათა შორის გახარიას სატურნი აქვს კირჩხიბში, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი მისთვის პრობლემური ორგანოა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზოდიაქოთი სასწორია. ნახეთ, როგორი ჯაჭვი იკვრება: სასწორი გახარიასთვის ნეგატიური ზოდიაქოა, მისთვის პრობლემის მომტანია. როგორც კი არეულობა დაიწყო, კობახიძე მაშინვე რომ გადამდგარიყო, გახარიას მიმართულებით ეს ნეგატიური ტალღა აღარ წამოვიდოდა და სიტუაცია განიმუხტებოდა. რატომ დროზე არ გადადგა? ამით კობახიძემ თავისდა უნებურად გახარიას საწინააღმდეგოდ იმოქმედა.
- ბიძინა ივანიშვილი მერწყულია, ის რა როლს თამაშობს გახარიას ცხოვრებაში?
- გახარიას მერწყულში პლანეტა მარსი აქვს. შეიძლება მათ შორის კონფლიქტიც გაჩნდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში, მერწყული მისი მფარველია. ისეთ სივრცეში ახვედრებს, სადაც ის წარმატებული იქნება. მარსი არის ვერძის მმართველი პლანეტაც. გახარიას კი წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერი ვერძის ზოდიაქოში აქვს.
GzaPress
- 3 მარტის შემდეგ, გახარიასთვის როგორი პერიოდი იწყება?
- მისთვის არა კარმულად, არამედ კარიერულად რთული პერიოდი იწყება. არ გამოვრიცხავ, ამ დროს გუნდში მას გარკვეული ძალები დაუპირისპირდნენ. 3 მარტის შემდეგ, მისთვის მთავარი იქნება პირველი გადაწყვეტილება და პირველი შთაბეჭდილება. დაპირისპირების მუხტი საზოგადოებაში თანდათან ჩაცხრება.
- საზოგადოებისთვის გახარიას პოლიტიკური საქმიანობის მიღმა, ცხოვრების ბევრი დეტალი უცნობია. ამ მხრივ ის და მისი ოჯახი ჩაკეტილია. ეს ჩაკეტილობა ასტროლოგიურად როგორ აიხსნება?
- ის მესამე დეკადის თევზებია. მისი ხასიათიდან გამომდინარე, საკუთარი თავის აფიშირება არ უყვარს. არ აღიარებს სოციალურ ქსელებს. მისთვის ჩრდილიდან მართვა უფრო კომფორტულია.
- არჩევნების წელი მოდის. როგორი იქნება 2020 წელი ჩვენი ქვეყნისთვის?
- საქართველოსთვის ეს პერიოდი კარგი იქნება. ლარის კურსი გამყარდება. 2020 წლის არჩევნებზე ისეთი ძალა გაიმარჯვებს, რომელიც იზრუნებს სამუშაო ადგილების შექმნასა და პირობების გაუმჯობესებაზე. ეს მისი დიდი პლუსი იქნება, ხალხი ამოისუნთქავს. თანდათან საშუალო ფენა ჩამოყალიბდება. საზოგადოებამ პროგრესით წინ გაუსწრო ხელისუფლებას. ზოგიერთი თანამდებობის პირი ისევ საბჭოთა პერიოდის ბიუროკრატიული მექანიზმებით ცდილობს მართვას და გვარწმუნებს, რომ ეს კარგია. სამოქალაქო საზოგადოება აიძულებს ხელისუფლებას, ხალხის მსახურები იყვნენ.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."
"ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ... ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე"
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"
"მეგობრებთან, რომლებიც სხვა არხზე გადავიდნენ კარგი ურთიერთობა მაქვს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.