ღვთიური სითხე მკურნალობის სასწაულებრივი უნარით
font-large font-small
ღვთიური სითხე მკურნალობის სასწაულებრივი უნარით
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"

ღვინო ორგანიზმს მაკრო და მიკროელემენტებით, ვიტამინებითა და ამინომჟავებით ამარაგებს. ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტსა და ტონუსს, ეხმარება საკვების შეთვისება-მონელებაში, ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, ხელს უწყობს შარდში შაქრის კონცენტრაციის შემცირებას. ღვინის რეგულარულად და სათანადო დოზით მიღება აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ახდენს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების დაბალანსებას. წითელი ღვინო კიბოს დაავადების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა, განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმულთა ძილის ნორმალიზაციისა და ნივთიერებათა ცვლის სტიმულაციისთვის.


პლატონი ღვინოს მოხუცების რძეს უწოდებდა. მისი ზომიერი მოხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის ალბათობას 40%-ით, ხოლო ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული საკვდილიანობისას - 20%-ით ამცირებს. კვლევების მიხედვით, საფრანგეთში, აშშ-ის მოსახლეობასთან შედარებით, გულის შეტევის მიზეზით სიკვდილიანობა 36-56%-ით ნაკლებია. ამ სენსაციური შედეგების მიზეზად ფრანგების მიერ წითელი ღვინის ყოველდღიურად მოხმარება დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგების ნაციონალური კერძები ქოლესტერინის ჭარბ რაოდენობას შეიცავს, ისინი საკვებს წითელ ღვინოს აყოლებენ. მისი რეგულარული მოხმარება კი იცავს არტერიის კედლებს და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. ღვინის ზომიერად მოხმარება გულის კორონარულ დაავადებათა რისკს 20-40%-ით ამცირებს. იმ კატეგორიაში, რომელიც ყოველდღიურად 200-500 მლ ღვინოს მოიხმარს, არამსმელებთან შედარებით კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა 21-28%-ით იკლებს.
ღვინოს ახასიათებს გამოკვეთილი ანტიბაქტერიული, ასევე კიბოს და შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო თვისებები, აფართოებს სისხლძარღვებს და აქვეითებს წნევას, დაბერებისგან იცავს თვალის ბადურას, აუმჯობესებს სისხლს, ანადგურებს ტუბერკულოზის, ქოლერის, მალარიის გამომწვევ მიკრობებს.
ღვინის ზომიერად მიღება ორგანიზმს ინსულტისა და ინფარქტისგან იცავს. ის აუცილებელია სეროტონინის (სიხარულის ჰორმონი) გამოსამუშავებლად, რაც კარგ განწყობას იწვევს. ამ ჰორმონის ნაკლებობით ვითარდება დეპრესია და სუიციდისადმი მიდრეკილება. დადგენილია, რომ ქალები, რომლებიც ზომიერად სვამენ ღვინოს, უფრო სწრაფად ორსულდებიან, რადგან ღვინო გავლენას ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
მათ, ვინც ღვინოს არ მიირთმევს, 40%-ით უფრო მაღალი წნევა აქვთ, ვიდრე მათ, ვინც მას ზომიერად მოიხმარს. ისინი, ვინც ყოველდღიურად 200-300 მლ ღვინოს სვამენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ღვინოზე დამოკიდებულები ან პრინციპული არამსმელები.
GzaPress
ღვინის სამკურნალო თვისებების შესახებ ექიმ-ფიტოთერაპევტს, დავით ვაშაძეს ვესაუბრეთ...
- აღიარებულია, რომ ღვინო შეიცავს ყველა იმ ელემენტს, რაც კი მენდელეევის ტაბულაზეა დატანილი. წითელი ღვინო 600-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის, ნახშირწყლებს (გლუკოზა, ფრუქტოზა), ვიტამინებს, მჟავებს (ღვინის, ვაშლის, ლიმონის, ქარვის, რძის, აქროლადი მჟავები), მიკრო და მაკროელემენტებს (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, თუთია, მანგანუმი, კობალტი, რუბიდიუმი, ტიტანი, ოქრო, იოდი, ფტორი) შეიცავს. ღვინოში აღმოჩენილია სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა ამინომჟავა. სასარგებლოა ნივთიერებათა და მარილოვანი ცვლის გასაუმჯობესებლად. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ნახშირწყლოვან, აზოტისა და მინერალურ ცვლას, ზრდის ორგანიზმის ტონუსს, აქვს შარდმდენი, ანტისტრესული, ბაქტერიოციდული და ანტიალერგიული მოქმედება. ღვინის ზომიერად და რეგულარულად მოხმარება აუმჯობესებს და გაცილებით ასტაბილურებს დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობას.
- ექიმთა დაკვირვებით, ღვინის ზომიერად მსმელი ადამიანები ნაკლებად ავადდებიან გრიპით, ვიდრე არამსმელები...
- უკვე მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ნატურალური ღვინო სასარგებლოა გაცივებისა და ქრონიკული დაავადებების (გრიპი, ბრონქიტი, ფილტვების ანთება და სხვა) დროს. ისინი, ვინც ყოველდღიურად 200-300 მლ ღვინოს მიირთმევენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ალკოჰოლზე დამოკიდებულები ან არამსმელები. ყველაზე დიდი მნიშვნელობა დოზას აქვს. ქალბატონებისთვის დღეში 150 გრამამდე ღვინის მიღებაა რეკომენდებული, მამაკაცებისთვის კი - 200-მდე. სასმელი სიმსივნის პრევენციასაც ახდენს. ღვინის გამოყენება შეიძლება ონკოდაავადებათა პროფილაქტიკასა და მკურნალობაში. ეფექტურია სხივებით მკურნალობისას. გარდა ამისა, ღვინო რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. ის ამშვიდებს ადამიანს, აღადგენს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ძველად საქართველოში თითქმის ყველა გლეხი სადილზე ერთ ჭიქა ღვინოს მიირთმევდა და ისინი ღრმა მოხუცებულობამდე აღწევდნენ. უფრო მეტიც, მისგან ბავშვებს ფაფასაც კი უმზადებდნენ: ღვინოს აადუღებდნენ და მასში ბრინჯს, ხორბალს ხარშავდნენ. მიირთმევდნენ ღვინოში ჩამბალ პურსაც, რომელსაც ბოღლიწოს უწოდებდნენ. მკურნალობდნენ სუფთა ან წყალგარეული ღვინით, ღვინის ორთქლით - ინჰალაციით. ჭრილობას, მოტეხილობასა და დამწვრობას ალკოჰოლიანი ღვინით მკურნალობდნენ, ბავშვთა, გინეკოლოგიურ ან თერაპიულ დაავადებებს კი "დადაღული" ან "მოხარშული" ღვინით. ასეთი ღვინო სიმაგრეს (ალკოჰოლს) კარგავს, სხვა ყველა სასარგებლო თვისებას კი ინარჩუნებს. არსებობს მოსაზრება, რომ ღვინო არ უნდა დალიოს ინფარქტგადატანილმა ადამიანმა, რაც არ არის სწორი. რეაბილიტაციის შემდეგ მისი მცირე რაოდენობით მიღება თავისუფლადაა შესაძლებელი. თუმცა, არ შეიძლება მათთვის, ვისაც კუჭის წყლული აწუხებს.
GzaPress
- ღვინის გარდა სამკურნალოდ იყენებენ ვაზისა და მისი ნაყოფის თითქმის ყველა ნაწილს...
- უამრავ ვიტამინს შეიცავს ვაზის ფოთოლი. არის იმუნური სისტემის გამაძლიერებელი, შარდმდენი, იყენებენ თირკმელში კენჭების დაშლის მიზნით. სამკურნალოა ლერწმის ნახარშიც. როცა ლერწი თოთო და მწვანეა, მის ნახარშს სოკოვანი დაავადებებისთვის იყენებენ, თუ ის უკვე სიმწიფეშია, შარდმდენ და თირკმელების გამაჯანსაღებელ საშუალებად. ლერწი დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმსა და კალციუმს. ამ ნაყენით კეთდებოდა აბაზანები ნერვული სისტემისთვის, ეგზემის წინააღმდეგ. შეუცვლელი სასარგებლო თვისებებით ხასიათდება წიპწისგან გამოხდილი ზეთი. გახლავთ იოლად მოსანელებელი, მაღალი ხარისხის, ამცირებს ანთებით პროცესებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ეს კი იწვევს ართრიტით, დიაბეტითა და დამბლით გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქებას. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ორგანიზმში უჯრედების განახლება-გაახალგაზრდავებას. ყურძნის წიპწა გადამწყვეტ როლს ასრულებს კახური ტიპის ღვინის ჩამოყალიბებაში. ამიტომაცაა კახური ღვინო სრულიად გამორჩეული მსოფლიო ღვინოებისგან, მისთვის დამახასიათებელი სიძლიერით, ექსტრაქტულობით, სპეციფიკური არომატით, ჰარმონიულობით, სინოყივრითა და საკვებ ნივთიერებათა დიდი შემცველობით. ძლიერი ანტიოქსიდანტები, პოლიფენოლები, რომლებიც ღვინის გემოსა და ფერის წარმოქმნაში მონაწილეობენ, დიდი ოდენობითაა წიპწაში (60%), რის გამოც წიპწის ზეთი კარგად ატენიანებს კანს, ათავისუფლებს თავისუფალი რადიკალებისგან, აფერხებს დაბერებას. პოლიფენოლებიდან აღსანიშნავია ფენოლური მჟავები, რომლებიც ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორებს წარმოადგენს. ბადაგი და ჩურჩხელა უნიკალური ენერგეტიკული საშუალებებია. მას ომში და ყოველდღიური საქმიანობისას მიირთმევდნენ. ცნობილია, რომ სპირტი მხოლოდ ყურძნით არ მიიღება, მაგრამ ვენახის სპირტი ერთადერთია, რომელიც რახისა და ხილის ზეთს არ შეიცავს და ყველაზე მარგებელია. არაყზე დაყენებული ლიქიორი და ნაყენი უნიკალური საშუალებაა, რომ ნებისმიერი წამალი ხსნად ფორმაში გადავიყვანოთ. ტრადიციულ მედიცინაში ფართოდაა წარმოდგენილი ღვინის ძმარიც. ჭრილობას, თუ ის ამავე დროს ინფიცირებული იყო, ღვინის გარდა ძმრით ან მასზე დამზადებული ე.წ. დაზელილი წამლით, მკურნალობდნენ. იმავე წამლით მკურნალობდნენ დამწვრობასაც. ძმარს, როგორც სამკურნალო საშუალებას, ანალოგი არ გააჩნია. გამოიყენება იმუნური და ნერვული სისტემისთვის, სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ასევე, წამლების დასამზადებლად. დადასტურებულია, რომ მიკრობებით დაბინძურებული წყალი სასმელად საშიში აღარ იქნება, თუ მას იმავე ოდენობის წითელ ღვინოს შევურევთ. 2-3-ჯერ განზავებული ღვინოც კი თრგუნავს და ერთ საათში მთლიანად ანადგურებს შავი ჭირის, ტიფისა და დიზენტერიის გამომწვევ ბაცილებს. ღვინის ანტივირუსულობას ტანინი განაპირობებს. წითელი ღვინო, თუნდაც გაზავებული, სპობს პოლიმიელიტის, კოკსაკისა და ჰერპესვირუსებს.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."
"ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ... ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე"
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ
"მეგობრებთან, რომლებიც სხვა არხზე გადავიდნენ კარგი ურთიერთობა მაქვს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.