"მათი სხეულის სითბო მახსოვს, ჩახუტებისას საოცარი თვალებით გიყურებენ"
font-large font-small
"მათი სხეულის სითბო მახსოვს, ჩახუტებისას საოცარი თვალებით გიყურებენ"
რა მოაქვს დელფინებთან ურთიერთობას

რამდენიმე წელია, ბათუმელი ეკატერინე წეროძე დელფინებს წვრთნის და სადემონსტრაციო შოუს ერთ-ერთი მონაწილეა. დელფინების შოუ შემეცნებითი სანახაობაა, რომელშიც დაახლოებით 10 დელფინი მონაწილეობს და ყოველთვის აღფრთოვანებულს ტოვებს პუბლიკას. ეკატერინე 38 წლისაა, პროფესიით თეატრმცოდნეა, თუმცა ამ მიმართულებით არასოდეს უმუშავია. იტაცებს მხატვრობა, მაგრამ როგორც თავად მითხრა, დიდი ხანია, აღარაფერი დაუხატავს.


- საკმაოდ იშვიათი პროფესია გაქვთ, რატომ და როდის გადაწყვიტეთ, მწვრთნელი გამხდარიყავით?
- თავდაპირველად ვერც წარმოვიდგენდი, დელფინებთან ურთიერთობა ასეთ სიმშვიდეს, ჰარმონიასა და დადებით მუხტს თუ მომიტანდა. გარდა ამისა, დიდ სტიმულს მაძლევს ვიზიტორების რეაქციებიც, მათი ოვაციები და გაბრწყინებული სახეები. დელფინებთან ურთიერთობა გამუდმებით შთამაგონებს რაღაც ახალსა და საინტერესოს, ჩემი ფანტაზიის არეალი ყოველწლიურად იზრდება.
- როგორი რეაქცია აქვთ ახლობლებს, მოსწონთ თქვენი არჩეული პროფესია? ალბათ დელფინების უფლებების დარღვევაზეც ბევრი გსაყვედურობთ...
- ჩემ გარშემო მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევს, უცნობ ადამიანებში კი - ოვაციას. როგორც კი წარმოვთქვამ ფრაზას "დელფინების მწვრთნელი", მაშინვე მოჰყვება ხოლმე კითხვა: ალბათ ძალიან მშვიდი ნერვები გაქვთ, ხომ? და დიალოგი გრძელდება უსასრულო შეკითხვებით...
- პირველი სამუშაო დღე გაიხსენეთ, დელფინებთან ურთიერთობის შთაბეჭდილებები.
- რთულია გავიხსენო 10 წლის წინანდელი შეგრძნებები, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ამ უცხო არსების სიყვარული, რომლის შეხების სურვილიც მქონდა, გარკვეულ შიშსსაც აღმიძრავდა.
GzaPress
- თქვენი ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე როგორია? რა დროს ატარებთ მათთან?
- აქ ჩვეულებრივი სამუშაო დრო არ არსებობს, დელფინარიუმი ცოცხალი ორგანიზმია, ყოველთვის უჩვეულო და მოულოდნელობებით აღსავსე. მოდიხარ, იხარჯები ფიზიკურად, ემოციურად, ფსიქოლოგიურად და მიდიხარ დაღლილი, თუმცა სასიამოვნოდ დამუხტული დელფინების პოზიტიური ქმედებებისა და მათი არაჩვეულებრივი აურით. წლის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ ამინდში სულ მათთან ვართ.
- ეკატერინე, რამდენად რთულია გაწვრთნის პროცესი, ყველასთან ერთი და იმავე სამუშაოს ჩატარება გიწევთ? და კიდევ, რა არის მთავარი მათთან ურთიერთობისას?
- გაწვრთნის პრინციპი ინდივიდუალურია, ზოგი სწრაფად ითვისებს, ზოგიც - რთულად. ყველასთან ერთი და იგივე პროცედურები გვიწევს იმ შემთხვევაში, როცა საქმე გეგმურ ანალიზებს ეხება. მათთან ურთიერთობისას მთავარია გულახდილობა, უანგარო სიყვარული, ნებისყოფა, მოთმინება... ეს თვისებები აუცილებელია მათი ნდობის მოსაპოვებლად.
- როგორები არიან? გაგვაცანით, რა ჰქვიათ, როგორი ხასიათი აქვთ?
- წილად მხვდა ბედნიერება, აღვზარდო პატარა დელფინები - ლოლა (გოგოა) და ჩიბუ (ბიჭია). დავიწყებ ჩიბუთი: ძალიან ანცია, საოცარი თვალებით, ეშმაკუნა გამოხედვით. მაშინვე მიხვდები, რომ რაღაცას აპირებს და ეს რაღაც აუცილებლად ონავრობაა. ლოლა პრანჭიაა, უფროსი დის პოზიციებით. იცის, რომ ჩიბუ მას ჰბაძავს და აუცილებლად აიყოლიებს, თუ მას ეს სურს, თუმცაღა, თავის ასაკთან შედარებით (ის 2 წლისაა), დინჯია და ქცევაც უფრო დისციპლინირებული აქვს.
- ამ ხნის მანძილზე თუ გახსოვთ რამე, რამაც გაგაკვირვათ?
- მათი სხეულის სითბო მახსოვს. ჩახუტებისას საოცარი თვალებით გიყურებენ, მიყუჩდებიან და ამ დროს ორივეს ერთმანეთის გულისცემა გვესმის. ყველაზე სამახსოვრო მომენტია, რაც დაუვიწყარ შეგრძნებას გიტოვებს.
- რა გასწავლათ მათთან ურთიერთობამ? თუ შეგიძლიათ მათ გარეშე?
- მათთან ურთიერთობამ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მასწავლა - მივცე ადამიანებს მეტი პოზიტიური ემოცია, რისი გამოხატვაც საკმაოდ რთულია ჩემთვის, მაგრამ დელფინების მეშვეობით ამას ვახერხებ. როცა ადამიანებში პოზიტიურ რეაქციებს ვხედავ, მეც უფრო სასარგებლო და კარგ ადამიანად ვგრძნობ თავს. შემიძლია თუ არა მათ გარეშე? სახლში მრავლად მაქვს დელფინის სათამაშოები, სუვენირები, ყველგან და ყოველთვის მსურს შევიძინო აქსესუარები თუ სხვადასხვა ნივთი დელფინის სიმბოლიკით. ახლა როგორ ფიქრობთ, შემიძლია მათ გარეშე ყოფნა?
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.