"მამაჩემს უკვე გამოვუცხადე, ჩემი რჩეული აუცილებლად ქართველი იქნება-მეთქი"
font-large font-small
"მამაჩემს უკვე გამოვუცხადე, ჩემი რჩეული აუცილებლად ქართველი იქნება-მეთქი"
"მიმაჩნია, რომ როცა საქართველო გიყვარს და ქალი ხარ, ყველაზე კარგი, რაც შეგიძლია გააკეთო, ქართველთან ერთად ოჯახის შექმნაა..."

თბილისში ჩამოსული, ერთი დაბნეული აზერბაიჯანელი გოგონა, რომელმაც ქართული ენა არ იცოდა, დღეს ქართულსაც კარგად ფლობს და გადაცემის - "ნაშუადღევს" ერთ-ერთი თანაწამყვანიც გახლავთ. თანაწამყვანობა ერთადერთი საქმე არ არის, რასაც რამილია ალიევა "საზოგადოებრივ მაუწყებელში" აკეთებს...

ქართულ ენაზე შეყვარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"სრულიად აზერბაიჯანულ გარემოში ვიზრდებოდი. ქართული საერთოდ არ ვიცოდი. თბილისში რომ ჩამოვედი, ერთი დაბნეული აზერბაიჯანელი გოგო ვიყავი... ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, სიტყვები: "პური" და "ფური" რატომ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რადგან ორივე ერთნაირად მესმოდა. ამიტომ ხშირად, "პურის" ნაცვლად, "ფურს" ვამბობდი, რაც სასაცილოდ ჟღერდა. საუბრისას ბევრ შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ მეგობრებს ყოველთვის ვეუბნებოდი, - როცა მეტყველებისას შეცდომას დავუშვებ, აუცილებლად ეცადეთ, რომ შემისწოროთ-მეთქი..."

"დედა ქართველი მყავს. ამიტომ ხშირად ვურეკავდი და მაგალითად, ვეკითხებოდი: - დედა,
სიტყვა "ჭიქაში" პირველი ასო ბგერა ბაფთით არის თუ ჯოხით-მეთქი (იცინის)?.. ვცდილობდი, კარგად მესწავლა, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ აქ ვცხოვრობ და ელემენტარულად, საჭიროა, უბრალოდ, ქართული ენა მართლა შემიყვარდა! ქართული ანბანი ულამაზესია..."

"საზოგადოება საკმაოდ მოძალადეა, ჩარჩოები, კლიშეები, სტერეოტიპები გვაქვს შექმნილი, რომლებსაც ადამიანებს ვუკავშირებთ. ვფიქრობთ, რაღაც აუცილებლად ქალმა უნდა გააკეთოს, რაღაც - კაცმა. ადამიანები უაზროდ შექმნილ ჩარჩოებში გვყავს ჩასმული და ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევთ..."

"ქართველები ძალიან მომწონს. მიმაჩნია, რომ როცა საქართველო გიყვარს და ქალი ხარ, ყველაზე კარგი, რაც შეგიძლია გააკეთო, ქართველთან ერთად ოჯახის შექმნაა..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 3 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."
"ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ... ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე"
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.