""მეტად თავდაჯერებული რომ ვიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა"
font-large font-small
""მეტად თავდაჯერებული რომ ვიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა"
"მეგობრებთან, რომლებიც სხვა არხზე გადავიდნენ კარგი ურთიერთობა მაქვს"

"რესტარტი" ყოველთვის კარგია, იმედია, ამ შემთხვევაშიც სიკეთის მომტანი იქნება", - ამბობს იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი. რატომ მიიღო "რუსთავი 2"-ში დარჩენის გადაწყვეტილება, რისი ეშინია ყველაზე მეტად, რა დროს იბნევა, ვის უფრთხილდება და რის გამო აქვს სინანული? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მეტად თავდაჯერებული რომ ვიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ხშირად ვგრძნობ, ეს თვისება როგორ მაკლია. ვიღებ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მერე არ მაკმაყოფილებს - ამას აუცილებლად გამოვასწორებ..."

"ერთი შვილი ამბობს, მამა სპაიდერმენიაო. პატარა "მამაიაიაიას" გარდა ჯერ ვერაფერს ამბობს. ანდრიას ბაღში უთხრეს, რომ მამამისი ტელევიზორში ჩანდა. ეს ამბავი ახლა გაიგო, მანამდე არ იცოდა. როგორც ჩანს, ტელეეკრანზე ჩემს გამოჩენას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა. როცა ამაზე ყურადღება მისმა თანატოლებმა გაამახვილეს და მოისმინა, ჩემზე როგორ ლაპარაკობდნენ, მის თვალში ავმაღლდი..."

"მეგობრებთან, რომლებიც სხვა არხზე გადავიდნენ კარგი ურთიერთობა მაქვს. ნიკა გრიგოლია ჩემი შვილის ნათლიაა. მათ ტელევიზიასთან ახლოს ვცხოვრობ. ნიკას ხუმრობით ვეუბნებოდი, იმ სამსახურში მისვლა თუ დამაგვიანდება, აქ მოვალ-მეთქი..."

"საერთოდ, უცხო ნომრებს არ ვპასუხობ, რადგან დღის განმავლობაში რამდენიმე უცნაური ზარი მაქვს. მაგალითად, ვიღაც მირეკავს და მეუბნება, წარმოშობით შენი სოფლიდან ვარ, ბებია ბიჭიკაშვილი მყავდა. ჩემი ძმის შვილი დაუსწრებელ ფაკულტეტზე სწავლობს ერევანში, უკვე ბრუნდება და თუ შეგიძლია, რამე კარგ თანამდებობაზე რომ დაასაქმო. ძალიან ბევრ ვინმეს იცნობ და არ გაგიჭირდებაო... დედაჩემსაც ურეკავენ..."

სტატიას სრულად წაიკითხავთ ჟურნალ "გზის" 3 ოქტომბრის ნომერში.

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.