რეალიზაციაზე ნაკლებად ვფიქრობ, უფრო მეტად საკუთარი სიამოვნებისთვის ვმუშაობ
font-large font-small
რეალიზაციაზე ნაკლებად ვფიქრობ, უფრო მეტად საკუთარი სიამოვნებისთვის ვმუშაობ
ბაღში ვმუშაობ, მეთოდისტად

ირმა ხმალაძე პროფესიით ინჟინერია, პარალელურად ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტიც დაუმთავრებია. თურმე ბავშვობიდანვე ეხერხებოდა და იზიდავდა ხელსაქმე, სამკაულების კეთება კი უფრო გვიან, დაოჯახების მერე დაუწყია. ულამაზეს სამაჯურებს, "აბადოკებს", საყურეს, მძივებსა და ბროშებს ქმნის და ქალბატონების გულებსაც ახარებს.


- მამიდა მკერავი იყო და ხშირად მას ვპარავდი ქსოვილებს, ამიტომ მიმალავდა. უკვირდა, ისე კარგად გამომდიოდა ჭრა-კერვა. ქარგვა და ქსოვა თვითონ ვისწავლე, მაშინ ინტერნეტიც არ იყო. ახლა უფრო გაადვილდა ყველაფერი. ერთხანს ჩემი პროფესიით კავშირგაბმულობაში ვმუშაობდი, მაგრამ მეორე ბავშვის შეძენის შემდეგ სამსახურში გასვლა ვეღარ მოვახერხე. ძალიან გამიხანგრძლივდა შინ ჯდომის პერიოდი. ერთხელ რაღაც ნაკეთობა ვნახე და ისე მომეწონა, სახლში დაბრუნებულმა მსგავსის გაკეთება ვცადე. თანდათან ეშხში შევედი, ღამე ყველა რომ იძინებდა, მაშინ ვმუშაობდი, ბავშვები პატარები მყავდა და დღის განმავლობაში დროს ვერ ვპოულობდი. 36 წლის ვიყავი მაშინ. მერე გამოცდები ჩავაბარე და ბაღში აღმზრდელად დავიწყე მუშაობა. იქ ბავშვებს ფერად-ფერადი ქაღალდებისგან ხან რას ვუკეთებდი და ხან - რას. ზეიმებსაც მე ვაფორმებდი ლამაზ-ლამაზი დეკორაციებით. ახლაც საბავშვო ბაღში ვმუშაობ, მეთოდისტად. არიან ბავშვები, რომლებსაც ხელსაქმე ეხერხებათ და სულ ხელებში შემომყურებენ, რას როგორ ვაკეთებ. მათთვის სწავლება განსაკუთრებით მსიამოვნებს.
GzaPress
- ძირითადად, რა სამკაულებს ამზადებთ და გამოფენებში თუ მონაწილეობდით?
- მძივებით დავიწყე. ახალგაზრდობისას ხშირად ვყიდულობდი სამკაულებს, საჩუქრადაც მოჰქონდათ ჩემთვის, სტუდენტობის დროინდელი, რუსეთში ნაყიდი მძივებიც კი შენახული მქონდა. ძველ მასალას ახალი მივუმატე და რაკი ნახელავი ბევრმა მომიწონა, უკვე აქტიურად დავიწყე მუშაობა. ჩემი მეზობელი, კლასელის დედა კარგად კერავდა, ხელნაკეთ ნივთებსაც ქმნიდა და აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებზეც. ერთხელ ჩემი ბროშები ნახა და შემომთავაზა, როცა გარკვეულ რაოდენობას დააგროვებ, გამოფენაზე წაგიყვანო. ასე მოვხვდი თბილისობაზე, 2012 წელს. ეს პირველი გამოფენა იყო ჩემთვის. იმ დროს გაკეთებული მქონდა ბროშები, დეკორატიული ნივთები, ბისერებისგან აწყობილი ლამაზი ხეები... სხვათა შორის, კარგად გაიყიდა. ნეკა სებისკვერაძემ, რომელიც მაშინ მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე იყო, დაათვალიერა და იმდენად მოეწონა, ვერ არჩევდა, ყველა მომწონს და არ ვიცი, რომელი ვიყიდო, შემოდგომის ხე თუ გლიცინიასიო. ბოლოს შემოდგომის ხე აარჩია, რაკი თემატური იყო. ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო იყო. ამის შემდეგ სამების ტაძარში ხელნაკეთი ნივთების გამოფენაზე ვიყავი და მეტად აღარც მიცდია გამოფენებზე გასვლა. სამებაში ერთმა ქალმა, რომელიც თექაზე მუშაობდა და რომლის ვინაობასაც არ ვიტყვი, მთხოვა, ფოთში გამოფენისთვის შენს ნამუშევრებს წავიღებო. დავთანხმდი და ყველაფერი, რაც წაიღო, დავკარგე, უკან აღარაფერი არ დამიბრუნა. ამ ამბის შემდეგ გული ძალიან გამიტყდა. ისედაც, რეალიზაციაზე ნაკლებად ვფიქრობ, უფრო მეტად საკუთარი სიამოვნებისთვის და ჩემ გარშემო ახლობლების გასახარებლად ვმუშაობ.
GzaPress- სამუშაო მასალად რას იყენებთ და რამდენად შრომატევადია ეს საქმე?
- ძირითადად ნატურალურ ქვებს - აგატს, მარჯანს, ძოწს, სადაფს, მარგალიტებს... ყელსაბამებს რომ ვქარგავ, იმასაც ნატურალური ქვებით ვაწყობ. ვიყენებ ბისერებს, ხარისხიან ფურნიტურას ვყიდულობ - "ქუდებს", შესაკრავებს, გასაფორმებელ დეკორაციებს. მით უმეტეს, დღესდღეობით ნაირ-ნაირი მასალა შემოდის და სულ ვნატრობ, ნეტავ, ეს ყველაფერი მომცა-მეთქი (იცინის). მასალა საკმაოდ ძვირი ღირს, რაც, საბოლოოდ, ნაკეთობის ფასსა და რეალიზაციაზე აისახება. სამუშაოდ ვიყენებ ტყავსაც, ოღონდ შიდა პირისთვის. აი, ეს გულსაკიდი თექაზეა გაკეთებული - ჯერ ვქარგავ, მერე ქსოვილის სარჩულს ვუკეთებ და ზემოდან ტყავს ვაკრავ, ბოლოს ბისერებით ვაფორმებ. ძალიან რთული და შრომატევადია, შეიძლება, 2-3 კვირაც კი დამჭირდეს, რადგან ძუით არის ნაქარგი და თანდათანობით, 2-2 მძივს ვამატებ. სამაგიეროდ, ყველას ძალიან მოსწონს, რაც დიდ სტიმულს მაძლევს. როდესაც სამუშაოდ ვჯდები, ზუსტად არასდროს ვიცი, რისი გაკეთება მინდა. ხდება ისეც, რომ დასრულებული არ მომწონებია და დამიშლია. ყოველთვის მინდა, რაღაც ახლის და გამორჩეულის შექმნა, თუმცა რამდენად გამომდის, მომხმარებლებმა შეაფასეთ.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
როგორ "აქციეს" სამხრეთაფრიკელი ბიჭი გურულ ფირალად
"მცენარე ჩვილივითაა, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ მიგახვედრებს, რომ რაღაც უჭირს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.