"როდესაც თბილისში ჩამოვედით, მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს იყო ჩემი და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე მძიმე 4 დღე"
font-large font-small
"როდესაც თბილისში ჩამოვედით, მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს იყო ჩემი და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე მძიმე 4 დღე"
"ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ... ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე"

მუდმივად ბეწვის ხიდზე უწევს გავლა. თუმცა, ადამიანების დახმარებით მიღებული დადებითი ემოცია იმდენად დიდია, რომ ცვლიდან ცვლამდე გამოძახებების დროს მიღებულ სტრესს აბალანსებს...
კითხვაზე - უნანია თუ არა, ამ პროფესიის არჩევა, დავით დავითიძე მპასუხობს, რომ უამრავი შემთხვევის გახსენება შეუძლია, როდესაც თავის გუნდთან ერთად ადგილზე ოპერატიულად მისულს უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია, ამიტომ სინანულის უფლება მორალურად არა აქვს... მეხანძრე-მაშველობამდე იყო თეატრის სცენა და როლები, რომლებთან გამოთხოვებაც ძალიან გაუჭირდა...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა"
გამოქვეყნდა:

"2000-იანი წლების დასაწყისში, მე და ჩემს მეგობარს გზაში ფლაერი გვაჩუქეს, სადაც ეწერა, ფილმში გადასაღებად ახალი სახეები გვჭირდებაო. მეგობარმა მითხრა, - შენი თემაა, სცადეო... წავედით თეატრალურ აკადემიაში, ნაცნობი გოგონა და ვიღაც ბიჭი დამხვდნენ. ბიჭი ცოტა აგრესიულად მესაუბრებოდა. გოგონამ მანიშნა, - რეჟისორია, აჰყევიო... არ მომეშვა, - ლექსი წამიკითხეო. გავჯიუტდი, მაგრამ მაინც მათქმევინა..."

"საკუთარ თავზე თავდაუზოგავად ვმუშაობდი... ასე აღმოვჩნდი სპექტაკლში - "სიყვარული ნარკოტიკის გარეშე", სადაც მთავარი როლი მომცეს. წარმატებული სპექტაკლი აღმოჩნდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. სხვა როლებიც მქონდა. ერთი სიტყვით, თვითნასწავლი ვიყავი, მაგრამ თეატრალურ სამყაროში საკმაოდ ღრმად შევტოპე და როგორც იტყვიან, სცენის მტვრითაც მოვიწამლე..."

"როდესაც კომისარიატიდან დარეკეს, სახლში მხოლოდ მე და დედა ვიყავით, ჩემი ძმა სხვაგან იყო, მამა კი უცხოეთში ცხოვრობდა... უცებ დედამ ტირილი დაიწყო, - ომი დაიწყო, კომისარიატში გიბარებენო... მანამდე რეზერვი ორჯერ მქონდა გავლილი. მოკლედ, დედამ მიმიყვანა კომისარიატში, სადაც ავტომატები დაგვირიგეს და ავტობუსით ახალგორისკენ გავემართეთ. სოფელ აბრევში ქართველი სამხედროები დაგვხვდნენ..."

"თავიდან მთელი საავიაციო უნივერსიტეტის ბიჭები ერთად ვიყავით რეზერვში, შემდეგ რატომღაც მარტო მომიწია ყოფნამ, რაც გამოუცდელი ადამიანისთვის, რომელიც ომში მიჰყავთ, ძალიან დამთრგუნველია, რადგან ბიჭები ერთმანეთს ვამხნევებდით... მოკლედ, ისევ გასცეს ბრძანება, - რეზერვი მოეწყოსო... როგორც გაირკვა, რუსებს ჰქონდათ ინფორმაცია, ჩვენი იქ ყოფნის შესახებ და მეთაურობას შეეშინდა, სოფელი არ დაებომბათ..."

"როდესაც თბილისში ჩამოვედით, მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს იყო ჩემი და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე მძიმე 4 დღე... გარკვეული დროის განმავლობაში, მოულოდნელ ხმაურზე მწვავე რეაქციები მქონდა. შემდეგ თანდათან გადამიარა..."

"ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ... ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე. მალევე მივხვდი, რომ ეს იყო რისკიანი, ფათერაკიანი, მაგრამ ამასთან - კაცური და კეთილშობილური საქმე. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მე და ჩემს მეგობრებს, ადამიანის სიცოცხლე საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გვიხსნია..."

​"თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი, მაინც ადამიანური ისტორიებია. ზოგადად, ემოციური ადამიანი ვარ და არც ვცდილობ ამ მხრივ შევიზღუდო. ერთხელ გამოძახებაზე ვიყავი გასული, დედა აივანზე ჩაიკეტა, ბავშვი სახლში იყო და კარს ვერ აღებდნენ. შვილს ხმას ვერ აგებინებდა. მივედი, კარი გავაღე და აღმოჩნდა, რომ ბავშვს წიგნზე ჩასძინებოდა. თითქოს დიდი არაფერი გავაკეთე, მაგრამ ისეთი მადლიერი იყო ოჯახი, ტიროდა. თვალცრემლიანი მადლობა ძალიან გულწრფელია და ის არასდროს გავიწყდება.

​ხშირად უცნაური გამოძახებებიც გვაქვს, მაგალითად, ერთხელ ღამის 4 საათზე შარდენზე, სახურავიდან კატა ჩამოვიყვანეთ. მაშინ ცოტა კი გავბრაზდი ცხოველზე, გულში ვფიქრობდი, რანაირი კატაა, სახურავიდან ვერ ჩამოდის-მეთქი, მაგრამ იმდენი კამერა მიღებდა შარდენზე, რომ ძალიან ფაქიზად ჩამოვიყვანე, მგონი, თვითონაც უკვირდა ასე ნაზად, რატომ მექცევაო".

მეხანძრე მაშველის საინტერესო თავგადასავალს სრულად ჟურნალ "გზის" 17 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.
ლალი პაპასკირი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
როგორ "აქციეს" სამხრეთაფრიკელი ბიჭი გურულ ფირალად
"მცენარე ჩვილივითაა, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ მიგახვედრებს, რომ რაღაც უჭირს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.